ლექსებს საერთოდ არ ვწერ ხოლმე, მაგრამ ეს ორი ლექსი დავწერე.
***
ოთახს ჭირდება ქარი,
გულს კი ჭირდება სითბო.
ნუთუ არ ფიქრობს დარდი
ჩემთან სანამდე იყოს.
ჩუმი სახლების ქუჩას
დაეთხოვება მზე.
და იქ ტოტების უკან
ჩამობინდდება დღე.
გამოსახლებულ გულში,
ისევ არავინ მოდის.
წავალ და ვეტყვი დარდებს,
რომ მე ისევ მასზე ვფიქრობ…
ეძღვნება მარკს

***
ფიქრები მათოვს,
მარტოობა ვეღარ მართობს.
საბანი მათბობს,
ბადაგი მათრობს.
შენზე ფიქრები კი,
მათოვს და მათოვს.
სული კი ნატრობს,
შენს სხეულს ახლოს…
დრო აღარ დათმობს
წამებსაც ახლოს.
შენ ისევ შორს ხარ,
მე ისევ მარტო…
და ისევ თოვა, ფიქრები
ფიქრები როგორც ფიფქები…
ი.კ.-ს











temko
/ January 22, 2012მეც ეგრე ვარ არ ვასათაურებ :)
ტელეფონში ვიწერ ხოლმე , შემდეგ ჩემი და ან ვინმე ბოროტი დაუკითხვად წამიშლის :) და ამ ბოლო დროს აღარც ლექსი მრჩება და აღარც მისი სათაური :)
წარმატებებს გისურვებ წერაში :*
” ფიქრები მათოვს,
მარტოობა ვეღარ მართობს.
საბანი მათბობს,
ბადაგი მათრობს. ”
დაგვიანებით გილოცავ ახალ წელს :*
http://www.youtube.com/user/VICTORIASSECRET?feature=relchannel#p/u/17/6Vzl5N4vD2U
ნინა
/ February 25, 2012დიდი მადლობა ყველაფრისთვის <3
temko
/ January 22, 2012http://www.youtube.com/user/VICTORIASSECRET?feature=relchannel#p/u/17/6Vzl5N4vD2U
Nathan
/ April 23, 2012რაც შენია, თბილია.. კრიტიკა ზედმეტია. yo;