ზამთრის პეიზაჟი

-სსსსს(ხარბად ჩავისუნთქე ჰაერი, ტუჩებიდან, კბილებში გავლილმა ქარის ნაწილმა უცნაური სს მაგავარი ხმა გამომაცემინა) ძალიან მცივა
-თითქმის მივედით
-რა მაგრად თოვს არა?!
-ჰოო ძალიან, მაგრამ მე ისეც მიჩვეული ვარ
-ჰო… თოვლს კიდე არაუშავს, ქარის გამო უფრო მცივა და სახეში მაყრის ამ ფანტელებს…
-უკვე მოვედით
-აქედან გადავიდეთ?!
-ჰო მოდი აქედან
-ააააა ნ. სად წამომიყვანე, ძალიან დიდი თოვლია… მუხლებმადე მწვდება…
-მეც არ ვიცოდი შორიდან არ ჩანდა ეგრე. წამო ჩქარა. ეს არის, უკვე მოვედით და არ დასველდები, ვერ მოასწრებ

…..მომიტრიალდა და გამიღიმა.

კიბეებზე ავედით, კიბეებიც დაეთოვლა თოვლს…
აივანზე შევჩერდით.

-ნ. ეს რა შენობებია?!
-წინ ჩემი სკოლა ძვეელი, ეს სადაც ახლა ვართ სკოლის სპორტდარბაზია ქვევით და ზევით დარბაზი, აქ მუსიკის გაკვეთილები და ღონისძიებები ტარდება ხოლმე.

ხედავ პიანინოს?!

ფანჯარაში შევიჭყიტე და მართლაც მოჩანდა დიდი ცივი დარბაზი, ბევრი სკამი და კუთხეში მიყუჟული, თითქოს სიცივისგან ჩემსავით მობუზული პიანინო.
ცივზე ცივი ქარი ქროდა. არც თან წამოღებული ლუდი გვათბობდა, მე მგონი პირიქით უფრო გვციოდა, ერთმანეთს მივეხუტეთ და ისე გავთვბით. ხელები მის ჯიბეში მეწყო, მის ერთ-ერთ ჯიბეებში. ძალიან ბევრი რამ ეცვა ზევიდან. თვითონაც ამაყობდა, მანახა როგორ იყო კომბოსტოსავით გამოხვეული. მისი “კომბოსტოს” ფენები მანახა. მარწმუნებდა მე არ მცივაო და მე როგორც ყველანაერი სითბოს მოყვარული რა თქმა უნდა არ შევიტანე ეჭვი მის სიტყვებში და სასწრაფოდ გავითბე ხელები მის ჯიბეებში. და ხანდახან მისი ტუჩებიდან ვსვამდი ლუდს, ხანაც ლუდის ქილიდან, ის იღებდა რომ თითები არ გამყინვოდა, ხანაც მე თვითონ ვსვამდი ნელ-ნელა და მერე ისევ მის ჯიბეებში ვითბობდი თითებს…

ვსაუბრობდით, მანამ სანამ ლუდის ქილაში ყინულის თხელმა ფენებმა არ დაიწყეს ბოდიალი. მერე მივხდით, რომ უკვე ძალიან ბნელოდა და ყინავდა…
მის მკალვზე დაყრდნობილი მივცურავდით ჩემს სახლამდე. მივცურავდით იმიტონ რომ გაზაზე მხოლოდ ყინული იყო და… ლამპიონებიც, რომლის შუქთან ახლოს განსაკთრებით განსაკუთრებით ჩქარა მოძრავი გვეჩვენებოდა ფიფქები… ლამპიონების უკან კი ვეღარაფერს ვხედავდით, მხოლოდ ორსართულიანი სახლების და ნაძვების კონტურებს.

მივდიოდით ასე გადახვეულები, ქუჩაში უკვე აღარავინ იყო. იყო გზა, იყო ის… მე და ის… ორი ერთმანეთისთვის უუცხოესი და უახლოესი ადამიანები. მხოლოდ მე და ის… და გზა… გზა, რომლესაც მივყავდით ორნი ყველაზე ლამაზ, ყველაზე ფაქიზ, ყველაზე სათუთ სამყაროში… მივდიოდით და გვჯეროდა, გვიხაროდა, გვიყვარდა, ვოცნებობდით და სურვილებს ვიფიქრებდით…

გეფიცებით, იმ ღამეს მხოლოდ ჩვენ სამნი ვიყავით მე, ის და გზა. და ჰო… კიდევ მილიარდობით პატარა ფიფქი…

Advertisements
წინა ჩანაწერი
შემდეგი ჩანაწერი
დატოვე კომენტარი

%(count)s კომენტარი

  1. :)
    ნი იცი მე და ჩემი თორ–ც დავდიოდით ძალიან ძალიან გვიან ძალიან დიდ თოვლში… ალბათ არ გაინტერესებს მაგრამ მე მოყოლა მინდა და მოგიყვები…
    არ მახსოვს როგორ აღმოვჩნდი მის სახლთან… სიცივეში მე აზროვნება მიჭირს და მძინარივით ვარ… მაგრამ მახსოვს მეზობელი ეზოები როგორ გადმოვიარეთ ჩუმად, თოვლი დიდი იყო, მაგრამ იმ ღამის დანადები, და ვიწრო და ძალია ძალიან გრძელ ორღობეში შევედით, მე არც ვიცოდი მთავარ ტრასასთან ასე ახლოს თუ ასეთი გზა არსებობდა, ხეებს თოვლი ამძიმებდა და გვირაბს გავდა გზა… მე თოვლს ვჭამდი, თორ–ს ჩემი გაყინული ტუჩები მოსწონდა :/ ხოო, კიდევ ლამპიონების შუქი ალაგ–ალაგ აოქროსფრებდა თოვლს და ამიტომ თბილოდა… სულ გაინულები ვიყავით მაგრამ მაშინ მართლა არ არსებობდა სიცივე, ჩვენ ვერ ვგრძნობდით და ყველაზე მეტად ძალიან ძალიან გრძელი რომ იყო ის გვირაბი ეს მომწონდა… თორს არ უნდოდა გავციებულიყავით, ამიტომ ტრასისკენ წამომიყვანა…
    არ მინდოდა ამ ყველაფრის მერე შავი, სველი თოვლი მენახა, მაგრამ ტრასაზე უკვე ისეთი თოვლი იდო მანქანები ვეღარ მოძრაობდნენ და ტრასაც თეთრი თოვლით იყო დაფარული და მე და თორმა დავტოვეთ პირველი ნაკვალევი… მთელ ტრასაზე ვწერდით ჩემ მოგონილ სისულელეებს, ერთი მახსოვს ,,შენი და შენთან ყოველთვის” .(.. მე არ მიყვარს წერტილი).
    რადგან ამდენი დავწერე, (შეიძლება არც წაიკითხო) ამიტო წავიწუწუნებ ბოლოს… ძალიან ძალიან ძალიან მენატრება ჩემი თორ.
    თორ ისევ ჩემთანაა და ერთ თვეში სულ მასთან ვიქნები მაგრამ ჩემი თორ სულ სხვანაირი იყო… მოკლედ ჩემი თოკო მენატრება :/ …

    პასუხი

გააკეთე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

17maisitbilisi.wordpress.com/

17 მაისი | May 17

Interior Design - My bigget passion

Just another WordPress.com site

დაიჭირე წამი

"ცხოვრება ხანმოკლეა. დაარღვიეთ წესები, აპატიეთ სწრაფად, აკოცეთ ნელა, გიყვარდეთ გულწრფელად, იცინეთ მთელი გულით და არასდროს ინანოთ არაფერი, რამაც გაგაღიმათ",- მარკ ტვენი

გაძლიერდი და შეცვალე

მშობლები, რომლებსაც გვერიდება და გვრცხვენია ჩვენი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილის უფლებების დაცვა და მათთვის ბრძოლა, თავად ვარღვევთ ჩვენი შვილის უფლებებს ჩვენი პასიურობით

Double Illusion

Welcome To Merabino's Mind

Thought Catalog

Thought Catalog is a digital youth culture magazine dedicated to your stories and ideas.

ყველაფერი ღორობაზე

ქართული და არაქართული ღორობის არქივი

fashionmothers say:

ფეშენმაზერების დღიური - ღაღადი მოდაზე!

დეპრესია

- ` Bullshit.. because the world is full of it ))))

gvelesianidudda

A great WordPress.com site

სულელური თეორიის 9 წუთი

P.S გახსოვდეს ვინ ხარ.

Metro

Metro.co.uk: News, Sport, Showbiz, Celebrities from Metro

JamesMSama.com

Bringing dignity and integrity back to dating & relationships.

Online magazine - What I See

All what I see and find important

ვეინუ

''ქალდაკება შუა მუზეუმში''

ფეხბურთისფანები

საუკეთესო საფეხბურთო ბლოგი

SGH creative

The ugly truth by SGH

ანნას ბლოგი

ჩემეული

+18

შიშველი ბლოგი

Mariefille's Blog

ყველასთვის საინტერესო ბლოგი ცოტ-ცოტა ყველაფერზე :)

info mania news

შემოდი საქართველოში ყველაზე წარმატებულ და მხიარულ ბლოგზე. გახდი ჩვენი მკითხველი და გაუზიარეთ ის თქვენს მეგობრებს!

სოციოლოგის დღიურები

სოფლის სოციოლოგთა კლუბი

Gogonebi's Blog

Just another WordPress.com site

Dark Moonlight

empty room

ანონიმური

ყველაფერი-არაფერი (კერძოდ ანტონიმებზე)

geword.wordpress.com/

სოციალური ბლოგი

dulsinia

This WordPress.com site is the cat’s pajamas

Anwords

ჩემი ეზო

მათიუშის ბლოგი

Ⓐ Fuck copyrights, information for everyone

bashiachuki

This WordPress.com site is the bee's knees

Gijmaj-Press

ბლოგზე განთავსებული მასალები ავტორის საკუთრებაა და ნებისმიერი პოსტის დაკოპირება აკრძალულია ნებართვის გარეშე!

%d bloggers like this: