66.6 FM …

ახლა ყველას ძინავს. იცი მე ვერ ვცეკვავ ტანგოს. მე უბრალოდ ვცეკვავ. რითმებს ყვება ჩემი სხეულის ყოველი კუნთი. მე ვცეკვავ. ჩემს პატარა ოთახში. ფანჯრიდან მოსჩანს ჩემი ქალაქის სატელევიზიო ანძა. მასზე დამაგრებული ნათურები, ღამის სიბნელეში ანათებენ. მომწონს ეს ნათურები. შენთან კი შეიძლება ისე ანათებს, რომ ფარდებს თუ არ წევ ნერვებსაც კი გიშლის. მე ვფქირობ სანატრელო შენზე. ამ წამს მარტო მე და შენ ვართ. და მუსიკა. ეს მუსიკა კი ბევრთან არის. მაგრამ ყველა ვერ ცეკვავს, ყველა ვერ ოცნებობს, ყველას არ შეუძლია ჩემსავით ერთი პატარა სამყარო ჰქონდეს, სადაც შენ თან ხარ და თან არც ხარ. ჩემი ყურსასმენებით, მხოლოდ მე ვარ ჩემს სამყაროში და კიდევ ის ბევრი სხვა ვინც ამ FM-ს უსმენს, ამ ტალღაზე. ერთი ჰანგები გვაერთიანებს თითქოს, მაგრამ ჩვენ ერთმანეთის შესახებ არვიცით. არა ვიცით, რომ ვუსმენთ და ვტკბებით და ვცეკვავთ უაზროდ იმიტომ რომ ჩვენ გვიახარია, ან უბრალოდ თვალებს ვხუჭავთ და უბრალოდ ვუსმენთ.
ხოდა მე მიჭირს თქვენი პოვნა, იმ ადამიანის პოვნაც, ვინც მე მელოდება, იქნება არც არავინ მელოდება, მაგრამ მე მგონია, რომ მელოდება, იმიტომ რომ მე ველოდები მას. და მე მეგონა სანატრელო, რომ ეს შენ იყავი, ჰო შენ აი ის ნათურები, რომ გიშლიან ნერვებს, აი ის რომელმაც ყველაზე ვნებიანი კოცნა იცის, მაგრამ… მე ვერ ვცეკვავ ტანგოს, ტანგოს ხომ მარტო არავინ ცეკვავს. მე კი მარტო ვარ და უბრალოდ ვცეკვავ, მიხურს მთელი ტანი და მოდის ფიქრები შენზე… მაგრამ ეს ხომ მხოლოდ 66,6 FM -ია, ესეთი ტალღა კი არ არსებობს, როგორც არ არსებობ შენ აქ ჩემს გვერდით ღამის წყვდიადში და ჩემს სამყაროში. მაგრამ მე მაინც ჩამესმის ჰანგები, შენ მაინც ჩემთან ხარ და მე და შენ ვცეკვავთ. და როცა ეთერის გათიშვის დრო დგება, როცა მუსიკა წყდება, როცა ძალიან დავიღლები… გავხედავ ანძას, მხოლოდ იმიტომ რომ შენც უყურებდე შეიძლება, მერე რა, რომ ნერვებს გიშლის… დილით ისევ ჩაირთვება ეთერი… მე… მე უბრალოდ… ფანჯრის რაფაზე თავჩამოდებულს ჩამძინებია… და დღე იწყება ისევ 66.6 FM-ით, დღე ისევ დაიწყო შენით სანატრელო…

პ.ს.ეძღვნება მას და მხოლოდ მას, იმ ერთადერთი ლამაზი საღამოსთვის.

Advertisements
წინა ჩანაწერი
შემდეგი ჩანაწერი
დატოვე კომენტარი

%(count)s კომენტარი

  1. ნინ შენთვის მინდოდა რაღაც მეთქვა ახლა მივდივარ, არ გიცნობ და შენი ორნახევარი პოსტი მაქვს წაკითხული სულ… და კიდევ რამდენიმე სათაური… შენ ჩემ პატარა დაიკოს გავხარ, ასაკითაა ჩემზე პატარამ აგრამ რეალურად ყველაფრით და ყველანაირად დიდია უფრო…
    ახლა გამახსენდა sex გაკვეთილებს რომ მიტარებს ხილმე (თეორიულად,რა თქმა უნდა და ძალიან სასაცილოდ… ) როცა მის ჩანაწერებს ვკიხულობ ვხვდები რომ დასაწერი იმ დღეს აღარაფერი მაქვს, და ვეჭვიანობ ზოგჯერ… ასე დამემართა რამდენჯერმე შენი ჩანახატის კიხვისას…
    ის ყველაზე საოცარი გოგოა ვისაც ვიცნობ… საოცარი აზრები, ნაწერები, ნახატები და გეგმები აქვს… ყელაზე ლოგიკური და ყველაზე საოცარია… მის გარდა 7 წლით უფროსი დაიკო და კიდევ 3 ძმა მყავს, ყოველთვის ვფიქრობდი, როცა პატარა ვიყავი, რომ მერი რომ არა მე მეტს მომეფერებოდნენ, მეტი შოკოლადი შემხვდებოდა, მე დამიფიცებდნენ… ჩემსავით ჩაცმული მარტო მე ვივლიდი და ….
    არ ვიცი როდის მივხვდი, რომ მერი ჩემი სამყაროა მთლიანად…ბევრს ტყუპები ვგონივართ არადა ის17 წლისაა, ქერაა თაფლისფერი თვალებით და წინწამოწეული კბილებით, ცხვირზე ხალი აქვს, მე 20 წლის ვარ წაბლისფერი თმა, შავი თველები და გრძელი წამწამები მაქვს… ვერ წარმოიდგენ რამდენი დრო მაქვს გატარებული ტუალეტის კართან მის ლოდინში (ყოველთვის ერთად გვახსენდებოდა მისი არსებობა და მერე დასწრებაზე იყო…) ჩემი გული ყოველთვის გრძნობს როცა მის გულს ტკივა…
    ვიცი ბევრი ვწერე და აშკარად შემეშალა მისამართი, მაგრამ ადრე, როცა ვხვდებოდი როგორ მიყვარდა მთეი ძალით ვყვიროდი… ყველას ,ნებისმიერს, რომ გაეგონა) ახლა აზრი არ აქვს ყვირილს და აქ ვწერ, ნებისმიერმა რომ წაიკითხოს…

    პასუხი

გააკეთე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

17maisitbilisi.wordpress.com/

17 მაისი | May 17

Interior Design - My bigget passion

Just another WordPress.com site

დაიჭირე წამი

"ცხოვრება ხანმოკლეა. დაარღვიეთ წესები, აპატიეთ სწრაფად, აკოცეთ ნელა, გიყვარდეთ გულწრფელად, იცინეთ მთელი გულით და არასდროს ინანოთ არაფერი, რამაც გაგაღიმათ",- მარკ ტვენი

გაძლიერდი და შეცვალე

მშობლები, რომლებსაც გვერიდება და გვრცხვენია ჩვენი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილის უფლებების დაცვა და მათთვის ბრძოლა, თავად ვარღვევთ ჩვენი შვილის უფლებებს ჩვენი პასიურობით

Double Illusion

Welcome To Merabino's Mind

Thought Catalog

Thought Catalog is a digital youth culture magazine dedicated to your stories and ideas.

ყველაფერი ღორობაზე

ქართული და არაქართული ღორობის არქივი

fashionmothers say:

ფეშენმაზერების დღიური - ღაღადი მოდაზე!

დეპრესია

- ` Bullshit.. because the world is full of it ))))

gvelesianidudda

A great WordPress.com site

სულელური თეორიის 9 წუთი

P.S გახსოვდეს ვინ ხარ.

Metro

Metro.co.uk: News, Sport, Showbiz, Celebrities from Metro

JamesMSama.com

Bringing dignity and integrity back to dating & relationships.

Online magazine - What I See

All what I see and find important

ვეინუ

''ქალდაკება შუა მუზეუმში''

ფეხბურთისფანები

საუკეთესო საფეხბურთო ბლოგი

SGH creative

The ugly truth by SGH

ანნას ბლოგი

ჩემეული

+18

შიშველი ბლოგი

Mariefille's Blog

ყველასთვის საინტერესო ბლოგი ცოტ-ცოტა ყველაფერზე :)

info mania news

შემოდი საქართველოში ყველაზე წარმატებულ და მხიარულ ბლოგზე. გახდი ჩვენი მკითხველი და გაუზიარეთ ის თქვენს მეგობრებს!

სოციოლოგის დღიურები

სოფლის სოციოლოგთა კლუბი

Gogonebi's Blog

Just another WordPress.com site

Dark Moonlight

empty room

ანონიმური

ყველაფერი-არაფერი (კერძოდ ანტონიმებზე)

geword.wordpress.com/

სოციალური ბლოგი

dulsinia

This WordPress.com site is the cat’s pajamas

Anwords

ჩემი ეზო

მათიუშის ბლოგი

Ⓐ Fuck copyrights, information for everyone

bashiachuki

This WordPress.com site is the bee's knees

Gijmaj-Press

ბლოგზე განთავსებული მასალები ავტორის საკუთრებაა და ნებისმიერი პოსტის დაკოპირება აკრძალულია ნებართვის გარეშე!

%d bloggers like this: