მე და მარტოობა

ეს ის დღე იყო მე და ის, რომ მარტო დავრჩით. წარმოგიდგენიათ, მარტოობასთანაც კი მარტო, რომ დაგტოვებენ. ხანდან როგორ გინდა, რომ მარტო დარჩე. მახსოვს ბავშვობიდან ხმაურიანი დღე სახლში, კარადაში შევძვერი, როგორღაც შევეპეჭე, თითქოს დავიმალე, გავქრი. მერე ვიგრძენი რომ ჰაერი აღარ მყოფნიდა, ოდნავ ჭურჭუტანა გამოვაღე, მაინც ვერ ვსუნთქავდი, მერე კიდე უფრო ფართოდ და ბოლოს სულ გამოვედი… ახლაც თითქოს კარადაში ვარ და მე და ჩემს მარტოობას ჰაერი არ გვყოფნის, ოღონდ ეს მარტოობაა უხილავ სივრცეში, კარების პოვნა გამოსაღებად ძალიან რთულია. ეხლები უხლავ კედლებს და არ აქვთ მათ დასასრული. არც კი ვიცი ჩემო სათუთო მოგონებავ და სიყვარულო, შენ გწერ, საკუთარ თავს ველაპარაკები თუ მარტოობას. ავირ-დავირიე არ ვიცი სად ვმთავრდები ან შენ სად იწყები და ეს სიმარტოვე…

აივნიდან გავიხედე და გავყურებდი არემარეს… ხეები, ცა, მზე და ჩიტები, შენობები… ამოკვეთენ ხეები მიწას და ამოდიან ლამაზები, მოწყენილები, ხან ფოთველგაცვენილები, გაბუსულები, ხანაც თოვლით ტოტებდამძიმებულები, გვაფიქრებენ… ჩვენთან სტუმრად მარტოობა მოყავთ და სადღაც მარადისობაში გაგვახედებენ ხოლმე.

გულს მალამოდ მედება ცა, რომ დასჭექს მძვინვარედ და როგორც ჩემი გურული ბებია იტყოდა ცა, რომ ფეხად ჩამოვა ანუ წვიმს, თან ძალიან წვიმს… საოცრად ნაცნობია წვიმა სადაც არ უნდა წახვიდე და ამიტომაც მიყვარს… ყველგან ისევ წვიმს, დედამიწის ნებისმიერ კუთხეში და მზეც იგივენაირად ამოდის, როგორ შენს მშობლიურ სახლთან…

გორაკიდან დავიყვირებ ჰე ჰე ჰეიიიიიიიიიიიიიი, დავაფრთხობ იქვე ჩიტებს, ვუყურებ არემარეს, ოდესღაც აქ სხვა დააბიჯებდა, სხვა ვნება ტრიალებდა და შავ ლამაზ თვალებს ეტრფოდა ვიღაც ბიჭი და იმ მდინარეს ისევ სევდიანად დაყურებდა, როგორც მე დავყურებ ახლა…

ავლაბარში ვცხოვრობდითო… ახლა ვფიქრობ ნეტავ რატომ ვიყავი ეგეთიო, ბიჭებს ვცემდიო, ერთსო მოვწონდიო და ვცემდიო, ნეტა არ მეცემაო… იხსენებს და ყვება ელისო დეიდა ცხოვრებაში იმ ნათელ მომენტებს, რომელიც ქონდა… მერე ცუდად წაუვიდა ელისო დეიდას ცხოვრება, ხან რა გასაჭირი გამოიარა და ხან რა, მაგრამ მაინც ბედნიერი იყო, მაინც იპოვა ცხოვრების სიყვარული, რომელიც უდროო დროს გამოეცლა ხელიდან და ისევ მარტოობასთან დატოვა მარტო, მაგრამ მთავრი ხომ ეს არ არის. ახლაც თბილად იხსენებს ელისო დეიდა მასთან გატარებულ დღეებს. და ადრე არც ელისო დეიდა იყო, ადრე უბრალოდ ლამაზი გოგონა სახელად ელისო იყო…

სხვების ცხოვრება ძველ ალბომს გავს, რომელსაც ინტერესით ან სულაც უინტერესოდ ათვალიერებ… ყოველთვის მაინტერესებდა როგორი იყო ბებია, იმიტომ რომ მე ბებია არ მახსოვს, ყოველთვის მინდოდა გამეგო და გამეცნო ის… ძალიან კარგი ადამიანი იყო ვიცი გადმოცემით, მაგრამ აი მე ვიცი ბებია, ჩემს დას ახსოვს, დედაჩემს ახსოვს, მე არ მახსოვს, და ჩვენს გარდა ვის ემხასოვრება? შვილებსაც რომ მოვუყვეთ, მათაც მალე მიავიწყდებათ… მითუმეტეს თუ უკვე შენ არ გაქვს არაფერი მოსაყოლი, იმიტომ რომ მოგონებები არ გაქვს… რეალურ ცხოვრებაში ბებო სულაც არ იყო მარტო, მაგრამ როგორც კი სიკვდილი გვიახლოვდება მალე ყველას ვავიწყდებით, მხოლოდ იმათ მოგონებებში ვრჩებით ვისაც ვიცნობდით, ისინიც კვდებიან და მერე სამუდამო დავწყების მორევში ვეშვებით. როგორ დიდია სურვილი დარჩე და არ დაგივიწყონ და იცოცხლო მუდამ, მაგრამ არ გამოდის… ვწერ იმიტომ რომ ვგრძნობ შიშს, დავიწყების შიშს. სიკვდილის იმდენად არ მეშინია როგორც დავიწყების. ვდგავარ და ვფიქრობ ცხოვრების ამაოებაზე. რამდენი ადამიანის ისტორია მსენია. გადავავლებ ხოლმე თვალს ძველ შავ-თეთრ და ჩარჩო გაყვითლებულ ფოტოებს, როცა ვისმენ მათ ისტორიებს ხანდახან მეჩვენება, რომ არავის უყვარდა ისე როგორც მათ უყვარდათ და რა საოცარი იყო მათი დრო, ზღაპრული დრო, როცა ყველაფერი სხვანაერი იყო, თუნდაც ყოფილიყო ომი და გაჭირვება… ამ ფოტოებსაც ოდესღაც ვინმე გადაყრის და მაინც არავის შემოვრჩებით მოგონებად. ჩვენი ნაწერებიც რომ დარჩეს და რაც არ უნდა დარჩეს მჯერა და მწამს საუკუნეებიც, რომ გაძლოს ოდესმე მაინც დავიწყებას მიეცემა და ნაწერებში თუ მეცნიერულ მიღწევებშიც ხომ არ არის საქმე?! შენი პიროვნება, შენი მე ავიწყდებათ. ნაწარმოებები ხომ მოგონლია ხოლმე, თუნდაც რეალური იყოს, სულ სხვაა შენი თვალების ფერი, შენი სუნთქვა, შენი შეგრძნება როცა ქარი თმებს გიფრიალებს, შენებური აღმაფერნა როცა გაშლილ ლამაზ ჰორიზონტს დაინახავ. და ყველანიც ხომ არც ვწერთ, თქვენ რა იცით როგორი ვნებით უყვარდა იმ ვაჟს და როგორი ვნებით ეტრფოდა მის შავ თვალებს, მათზე არავინ წერს, მათზე მხოლოდ წუთისოფელმა იცის.. უყვარდათ გიჟურად ვნებიანად, ახალგაზრდებს და მოხუცებსაც. მოხუცობისას მათ თვალებს სიბერე მოეპარა, თმებიც გათეთრდა, მხოლოდ ვაჟს ახსოვს ის ძველი ნაპერწკალი მის შავ თვალებში რომ ღვიოდა… ჩაუვლიან მარო ბებოს და ვერც წარმოიდგნენ თუ მათაც შეუძლიათ სიყვარული, თუ მათ გულებში იმაზე გიჟური ვნება ტრიალებდა ვიდრე ახლა ისინი განიცდიან….

და მაშინ რისთვის ვცხოვრობთ? რისთვის ვარსებობთ ვეკითხები მარტოობას… ნუთუ შეეენ, შეეეეეენ არ უნდა დამასვენო და მარტო არც მიწაში არ მომასვენო და იქ საფლავზეც ჩამომიჯდე, ჩემი მნახველები დათვალო და გააგდო და ჩემს საფლავს ქვაც გადაუგდო, დაავიწყო ყველას და ვიღაცამ გულზე დამაბიჯოს?! რისთვის რა დაგიშავე?! რატომ მოხვედი ჩემთან და რატომ არ მეშვები? რატომ გინდა რომ კუბოს კართანაც კი არ დამტოვო მარტო?! წადი მომშორდი, გაეთრიე! არ მინდა მომერიო, როგორც ყველა სხვა ადამიანს მოერიე. არ მინდა შენთან ყოფნა, არ მინდა სამუდამოდ მზდიო, მაგრამ ვაი რომ არვიცი როგორ გაგადო და მოგიშორო.

ჩემს სიყვარულს ხელებს ვადებ… მის სიმყუდროვეს არ ვარღვევ და მხოლოდ იმ მიწას ვეხები და იმ ბალახს ახლა ვინ იცის მისი სხეულით საზროობდეს იქნება…. ჩემი სიყვარული მიწამ შთანთქა…  თბილისის ერთ პატარა ბინაში ვცხოვრობდით… საოცარი ხედი იშლებოდა ჩვენი ბინიდან თბილისზე. არ იყო კარგი ბინა და ძალიან პატარაც იყო, მაგრამ ყიდვისას თბილისს ქალაქზე და ერთმაენთზე შეყვრებულები ხედმა ისე დაგვატყვევა, რომ ეს ავირჩიეთ… ამოვალ ხოლმე მის საფლავზე, სანამ მოვალ უამრავი ადამიანის საფლავი მხვდება. რამდენი ტკვილია აქ, რამდენი ცრემლი, რამდენი არდავიწყების სურვილი… წარწერები დაიბადა 1959 წელს გარდაიცვლა …. თქვენ რაც არ უნდა დაიწეროთ მაინც დაგივიწყებენ, იმიტომ რომ თვითონაც დავიწყებულნი იქნებიან…

მაგრამ მე, მე ვერ ვივიწყებ ჩემს სიყვარულს და ჩემი ცხოვრების აზრს. მის გარეშე ხომ ცხოვრება არაფერია. მის საფლავზე ვზივარ … ჩემი სიყვარული ჯერ კიდევ არ არის მარტო, მაგრამ მისგან ნელ-ნელა არაფერი დარჩება…

საყვარელო ჩემო… ეს ჩემი უკანსაკნელი წერილია… არვიცი რა გაჩუქო… როგორ მივცე მარადისობას შენი სახელი…. როგორ მოვყვე ჩვენს გიჟურ ვნებაზე და სიყვარულზე… მე ხომ სიტყვები არ მეყოფა აღვწერო შენი სურნელი, შენი ღიმილი, შენი თვალების სიღრმე… შენ ერთი ხარ და ერთი იყავი… ჩვენ წავალთ და დავიწყებას მივეცემით და ვერავინ გაიგებს როგორ გვიყვარდა, ამ სახლსაც დაანგრევენ და თბილისი აღარასოდეს იქნება ისევ ისეთი…

რაც არ უნდა იყოს აი იქ სიკვდილის კარის მერე, ჩვენ ხომ არ ვიცით. მე ღამ-ღამობით ცრემლნარევი გეძახი, მაგრამ ამაოდ…

მალე მეც დავიწყებას მივეცემი და მარტო მაინც არ ვარ… ჩემი მარტოობა არ მტოვებს მარტო… საღამოთი ჩვენს აივანზე ჩამოვჯდები და გავყურებ თბილისს. აქ ბევრი რამ შეიცვლება… აქ სხვა ხალხი მოვა…

მე კი მინდა გითხრა ჩემო, რომ მიყვარხარ ძლიერ და ეს ქალაქი მიყვარს ეს დრო მიყვარს და ჩვენ აღარასოდეს განვემეორდებით ისევ, მაგრამ მთავრია, რომ ჩვენ ვიყავით და შუღლსა და მტრობაში ცხოვრება არ გაგვილევია, ჩვენ გვიყვარდა და ჩვენ ვუყვარდით, მერე რაა რომ ყველა დავიწყების მორევს მივეცემით… მთავარი იყო როგორ გაილია ეს ცხოვრება. დაე ვახსოვდეთ მანამ სანამ ისინი ახსოვთ… მანამდე კი იცოდეთ აი ამ სახლში ვცხოვრობდი მე, თქვენთვის უცნობი მე და ის, რა აზრი აქვს სახელებს ან ადგილს მაინც გავქრებით ისე თითქოს არც ვყოფილვართ…

აივნიდან გავცქერი თბილისს, ჩემს ლამაზ ქალაქს… მე ისევ შენზე ვფქრობ საყვარელო, მზე ჩადის… ხელს ჩავკიდებ ჩემს მარტოობას და ცხოვრების ბოლო დღეებს თუ თვეებს ასე ხელჩაკიდებული ჩავუყვები…

მე და მარტოობა…

p.s. არვიცი, რამდენად გაიგებთ ამ ნაწერს, მაგრამ ერთ დღეს გადავწყვიტე, რომ არ ვიფიქრო იმდენად მკითხველზე და ბოლომდე გადმოვცე ჩემი სულიერი განწყობა, ერთნი გაიგებენ და მეორენი ვერა. ეს სულიერი განწყობია გამოხატველი უფროა ვიდრე ამბის და მხოლოდ მათ მოგეწონათ ვისაც ეს განწყობა გწვევიათ და მაინც იმედი მაქვს რომ დაიმსახურებს  მოწონებას.

Advertisements
წინა ჩანაწერი
დატოვე კომენტარი

5 Comments

  1. კვენტინ ტარანტინო

     /  დეკემბერი 20, 2011

    შენ და მარტოობა ბოლომდე ვერ წავიკითხე და მომეწონა რომ არ წამეკითხა :)

    პასუხი
  2. ნინაა ძალიან ძალიან საყვარელი ხარ შენ და შენი ნაწერიც, ეს მეორეა რაც წავიკითხე(პირველი იცი ალბათ), გრამატიკული შეცდომები და გაცვეთილი ფრაზები მაღიზიანებს , ზოგადად, მაგრამ აქ იმდენი გულწრფელობა, იმდენი სითბო და იმდენი თიკოა (მე ვარ თიკო) მე ამავსო მთლიანად… დიდი ხანია ვეღარ ვწერ და მომწონს როცა სხვის ნაწერში ჩემ თავს ვცნობ (უკაცრავად რო შემოგეჭერი :/ :დ )
    დავიწყებას რაც შეეხება მე ერთი, ჩემი აზრით საინტერესო, თეორია მაქვს, რომელსაც მეტაფიზიკით დავამტკიცებ ოდესმე :)… ეს თეორია იმას გულისხმობს რომ ყოველი ემოცია კოსმოსში იფანტება და ადრე თუ გვიან გვიბრუნდება… ამიტომაა ლოცვა ზოგჯერ საოცრად ძლიერი და აზრიანი, წყევლა სახიფათო და ამიტომ ვართ ხოლმე უმიზეზოდ საოცრად კარგ ხასიათზე…
    მოკლედ ამ ყველაფრით იმის თქმა მინდა, რომ შენგან წამოსული ენერგია აუცილებლად დაეცემა ვინმეს და ისიც შენს სულს ირძნობს :) ანუ რაც ყველაზე კარგია შენში (ჩვენში საერთოდ) მარადიულია და სამყაროს ეკუთვნის მთლიანად…
    ეს ალბათ სისულელეს გავს და ფიზიკაც ნაკლებად დამეხმარება ამის დამტკიცებაში მაგრამ თუ ცოტა ხნით ამაზე იფიქრებ ყველაფერს მიხვდები…
    მადლობა :)

    პასუხი

გააკეთე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

17maisitbilisi.wordpress.com/

17 მაისი | May 17

Interior Design - My bigget passion

Just another WordPress.com site

დაიჭირე წამი

"ცხოვრება ხანმოკლეა. დაარღვიეთ წესები, აპატიეთ სწრაფად, აკოცეთ ნელა, გიყვარდეთ გულწრფელად, იცინეთ მთელი გულით და არასდროს ინანოთ არაფერი, რამაც გაგაღიმათ",- მარკ ტვენი

გაძლიერდი და შეცვალე

მშობლები, რომლებსაც გვერიდება და გვრცხვენია ჩვენი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილის უფლებების დაცვა და მათთვის ბრძოლა, თავად ვარღვევთ ჩვენი შვილის უფლებებს ჩვენი პასიურობით

Double Illusion

Welcome To Merabino's Mind

Thought Catalog

Thought Catalog is a digital youth culture magazine dedicated to your stories and ideas.

ყველაფერი ღორობაზე

ქართული და არაქართული ღორობის არქივი

fashionmothers say:

ფეშენმაზერების დღიური - ღაღადი მოდაზე!

დეპრესია

- ` Bullshit.. because the world is full of it ))))

gvelesianidudda

A great WordPress.com site

სულელური თეორიის 9 წუთი

P.S გახსოვდეს ვინ ხარ.

Metro

Metro.co.uk: News, Sport, Showbiz, Celebrities from Metro

JamesMSama.com

Bringing dignity and integrity back to dating & relationships.

Online magazine - What I See

All what I see and find important

ვეინუ

''ქალდაკება შუა მუზეუმში''

ფეხბურთისფანები

საუკეთესო საფეხბურთო ბლოგი

SGH creative

The ugly truth by SGH

ანნას ბლოგი

ჩემეული

+18

შიშველი ბლოგი

Mariefille's Blog

ყველასთვის საინტერესო ბლოგი ცოტ-ცოტა ყველაფერზე :)

info mania news

შემოდი საქართველოში ყველაზე წარმატებულ და მხიარულ ბლოგზე. გახდი ჩვენი მკითხველი და გაუზიარეთ ის თქვენს მეგობრებს!

სოციოლოგის დღიურები

სოფლის სოციოლოგთა კლუბი

Gogonebi's Blog

Just another WordPress.com site

Dark Moonlight

empty room

ანონიმური

ყველაფერი-არაფერი (კერძოდ ანტონიმებზე)

geword.wordpress.com/

სოციალური ბლოგი

dulsinia

This WordPress.com site is the cat’s pajamas

Anwords

ჩემი ეზო

მათიუშის ბლოგი

Ⓐ Fuck copyrights, information for everyone

bashiachuki

This WordPress.com site is the bee's knees

Gijmaj-Press

ბლოგზე განთავსებული მასალები ავტორის საკუთრებაა და ნებისმიერი პოსტის დაკოპირება აკრძალულია ნებართვის გარეშე!

%d bloggers like this: