მეგობარი

მეძინა. უცებ ზარის ხმა ისმის.
-ალიო.
-“პრივეტ” მარ.
-“პრივეტ”
-რას შვები, როგორ ხარ?!
-მეძინა.
(ვპასუხობ მოკლედ იმიტომ რომ ახლა ისიც კი არ ვიცი რომელი საუკუნეა, ერთადერთი ფიქრი მიტრიალებს – მეძინება.)
-არ გინდა დღეს შევხვდეთ?!
-არვიცი.
-მოდი რა საღამოს შევხვდეთ.
(ნელ-ნელა ვფხიზლდები, ვცდილობ ავდგე)
-სად შევხდეთ?!
-გამოგივლი და მერე გადავწყვიტოთ.
-კარგი, როდის გამოხვალ?
-საღამოს 8-9 სათისკენ გამოგივლი.
-ჩამოყალიბდი 8-ზე თუ 9-ზე?!
(ცოტათი ვბრაზდები)
-შენ რომელზე გაწყობს?!
-9-ზე იყოს.
-კარგი 9-ზე მანდ ვიქნები.
-კარგი.
-საღამომდე.
-გკოცნი.
-საღამოს ვილაპარაკოთ.
-მაინც გკოცნი.
-კარგი. შეხვედრამდე.
-შეხვედრამდე.

რა შეგრძნებაა, როცა დილით იღვიძებ, მზე რა ხანია ამოსულია, ხალხი ფუსფუსებს. თითქოს ცხოვრება სადღაც გვერდით კალაპაოტში მიედინება და შენ ჩამორჩი…
როგორ მიყვარს ეს სახლი… ეს ოთახი.. საშინელია გარედან, მაგრამ ზუსტად ქუჩის იქეთ არის ზღვა, ქუჩის იქეთ-აქეთ ბებერი პალმები. არვიცი რამდენი წლისები არიან. ჩემი ფანჯრის წინ რომელიც დგას დიდი ხანია დგას, რაც თავი მახსოვს იქ დგას. მაშინ 19 წლის მაინც იქნება. ნეტა 19 წლამდე თუ ძლებენ პალმები?! ჰმ… არვიცი… რამდენ ხანს ცოცხლობს პალმა, ვფიქრობ ჩემთვის და მარმარილოს მოაჯირს თავს ვადებ. თმები ისევ გაბურძგნული მაქვს, არც ვფიქრობ დავარცხნას, სამზარეულოსკენ მივეშურები, ცხელი ყავა მინდა. მერე რა რომ ცხელა, წელიწადის ნებისმიერ დროს ცხელ ყავას ვსვამ. ვგიჟდები მზეზე და ახალ დღეზე. ისევ აივანთან მივტრიალდები, ფანჯრასას ვაღებ და ფანჯრის რაფაზე ვჯდები, თან ყავას ვსვამ და დრო და დრო თვალებს დავხუჭავ და მზე მანათებს. ფეხებზე ნიავი მელმუნება, ვიღაცა ალბათ ქვევიდან ჩემს ფეხებს ხედავს… ჩემს ნარიჯისფერ ქუსლებსაც ალბათ… რა მნიმშვნელობა აქვს… უგემრიელესი ზღვის სუნი მოაქვს ქარს და მზე მანათებს… ცხოვრება მიხარია. თუმცა ისე სულაც არ მიხარია. ეს ის მომენტია, როცა ცხოვრება გიხარია, რაც არ უნდა იყოს წარსულში, ახლა თუ მომავალში.
ცხოვრების კალაპოტსაც ვუბრუნდები…

რა მაგარიაა. ვიცმევ, რამდენი ხანია ეს არ გამიკეთებია. აააა… ლამისაა სიხარულისგან ვიკივლო, ახლა ჩავალ და გავაკეთებ. ჩქარა ვიცმევ, ჩავრბივარ კიბეებზე, აჰა გამოვედი, რამდოდენიმე ნაბიჯს გავდივარ და აი ისიც, მივედი მის სადარბაზოსთან, მის ფანჯარასაც ვხედავ, ღიაა.
გაბმით და ხმამაღლა ვყვირივარ.
-ხატიაააააააააააააააა
რა მაგრია, ვფიქრობ გულში რამდენი ხანია ეს არ გამიკეთებია. მობილური ტელეფონის დედაც ჯეკ.
იხედება.
-წავიდეთ ზღვაზე?
-კი ასე 2 საათში წავიდეთ. გაემზადე შენ და მეც გავემზადები და დაგიძახებ.
-კარგი.
დავემშვიდობე და ისევ სახლში ამოვირბინე.

გუშინ ჩამოვედი. რა გავაკეთო ვფიქრობ. მაილებს ვამოწმებ, სოციალურ ქსელებს, ვაგზავნი პასუხებს, ვიღლები… ერთ-ერთ წიგნს ვიღებ ბიძაჩემის ძველი ბიბლიოთეკიდან და ლოგინს ვახტები. რა სასიამოვნოა, თუმცა ძალიანაც არ უნდა მოგივიდეს. ვკითხულობ, დრო გადის, მერე ვალაგებ პირსახოცებს და სხვა რაღაცებს და ახლა ხატია მეძახის, ვიხედები და ვეუბნები, რომ მოვდივარ, კიბეებზე ჩავრბივარ და ზღვაზე მივდივართ.
წარმოუდგენლად ბევრ სისულელეზე ვლაპარაკობთ სანამ მივალთ.
როგორც იქნა მივედით.
-აუ ახლა იტყვიან ჩვენზე მოვიდნენ თეთრი ყვავებიო.
-თეთრი ყვავებიი?!
უცებ ვერ გავიგე, თურმე ნამზეურის უქონლობაზე მეუბნება. ასე ეძახიან “თეთრებს”.
მეცინება უაზროდ, თეთრი ყვავი ვარ ჰა ჰა. მოიცა გავშავდე.
ორივეს ერთ დროს გვინდა გაცურვა. გვერდით ქალს ვთხოვთ ნივთებს ყურადღება მიგვიქციოს და მერე გავცურავთ ცოტა შორს და გამოვდივართ. ჩემზე უკეთესად ცურავს, უფროსწორად ნაკლებად იღლება. დიდი ხანი ავად ვიყავი და ახლა უკეთ ვარ, მაგრამ ცოტა გული დამისუსტდა, მითუმეტეს გულზე მქონდა პრობლემა. არაუშავს.
ნაპირზე გამოვდივართ.
ყველაზე მოსაწყენი მეგობრები ვართ ალბათ სხვების თვალში. პლიაჟზე წიგნს ვკითხულობთ. მობილურს ვრთავთ, მუსიკას ვუსმენთ, შიგა და შიგ ვსაუბრობთ. ელემენტები ჯდება, მოვდივართ. ნელ-ნელა დაღლილები მოვუყვებით სახლისკენ გზას.
აუ, გახსოვს ერთ უნიტაზზე, რომ ვფასმდით?! რა გამახსენდა, მეღიმება. მახსოვს როგორ მეუბნება ტრაკი ჩავწიო. არაა საზიზღობა, ორივე ისეთი პატარები ვიყავით ერთ უნიტაზზე ვეტეოდით.
რა მაგარია ბავშვობის მეგობარი. რამდენი რამ გვაკავშირებს.
ბავშვობის მეგობრებს არ ირჩევენ. რაც არ უნდა ცუდები იყვნენ, მაინც მეგობრები ვართ. გავიზარდეთ, შევიცვალეთ, მაგრამ მაინც ისევ გვესმის ერთმანეთის. და სახლიც იგივეა, აბსოლიტურად არაფერი არ შეცვლილა. ვემშვიდობები.
ხვალამდე.

***
დღემ როგორღაც ჩაიარა. საღამოს გამომიარა. წავედით. კოქტეილს კოქტეილი ცვლიდა. მაკოცა, როგორც დამპირდა და ვისაუბრეთ უაზროდ მანამდე, ვუხსნიდი რატომ არ უნდა ეკოცნა და რომ ეს უბრალოდ შეხვედრა იყო და რომ არაფერი გამოვიდოდა.
მაგრამ მელოდია, ის ისე საოცრად მშვენიერი იყო, თეძოების მოძრაობას ვაყოლებდი, უკან მას ვგრძნობდი, მის ხელებს ჩემს თეძოებზე, მის სუნთქვას ჩემს ყელთან, რა ლამაზი საღამო იყო და განსაკუთრებული მელოდია.
სველი ტუჩები ქონდა და საოცრად გემრიელი კოცნა იყო…
მერე ბევრი რამ მოხდა…
ზაფხულმა ჩაირა. ახლაც სასიამოვნო ჟრუანტელს მგვრის იმ თუნდაც ერთი ჩვეულებრივი დღის გახსენება.

აი, თბილისში კი წვიმდა. ჩემს ლოყებზეც წვიმდა… ზაფხულიც გაილია. მართლა არაფერი გამოვიდა, ის უბრალოდ მოვიდა ჩემს ცხოვრებაში, სხეული დამიკოცნა, თავისი სურნელი დამიტოვა და სადღაც გაქრა. არა სადღაც არა, ვიცი რა ქუჩაზეც ცხოვრობს და სადაც არის, მაგრამ ჩემთვის ის ქუჩა არ არსებობს, როგორც ის თავად. წავიდა, ჩემთვის წავიდა… არც მიცდია მისი მოძებნა. ბევრი თვე მასთან ერთად გაილია, ალამაზებდა ჩემს ცხოვრებას, ბედნიერებით მავსებდა და მერე უბრალოდ არ გამოვიდა და წავიდა.
ხატიაც წავიდა. 20 წლის მერე წავიდა… 20 წლიანი მეგობრობის მერე წავიდა. მის ცხოვრებაში სხვა ადამიანი მოვიდა. არც კი ვიცნობ, ფოტოებით და ხატიას მონაყოლით ვიცი. რაც ვიცი, მნიშმვნელობა არ აქვს, ვიცი უყვარს, უბრალოდ ძალიან უყვარს, ძალიან არა, სიგიჟემდე უყვარს. რა უცნაურია ბედი. ბინა იყიდა თბილისში და ყველაზე მეტად ღმერთმა ჩემს ახლოს მოაწონა ბინა. მართალია ახლა 2 წუთში ვერ აღვმოჩნდები მისი სახლის წინ, 10 წუთი მინდა. ბედმა მაინც ჩემთან ახლოს მოახვედრა. მერე ისე როგორც ბავშვობაში მე გადავედი ჩემი სახლიდან და ახლაც ზუსტად ასეა. ის გადმოვიდა და მე უნებლიედ გადავედი, ოღონდ მხოლოდ მე და არა ჩემი ოჯახი. ხატია კი წავიდა, ჩემი ცხოვრებიდან წავიდა, მაგრამ დროებით. არ მოვწონვარ მის პრინცს, არ მიცნობს მაგრამ მაინც… იმიტომ არ მოვწონვარ, რომ ესეთი ვარ, თავისუფალი ვარ. მაგრამ მთავარია რომ მას უყვარს. თავიდან ძალიან გავბრაზდი, ეს რა მეგობრობაა ვფიქრობდი. ჩვენ 20 წელია ვმეგობრობთ, შიგა და შიგ ჩხუბებით, მაგრამ მაინც და ის?! იმას მხოლოდ 6 თვეა იცნობს… მაგრამ თუ გიყვარს აუცილებლად გაუგებ… მიყვარს ეს ადამიანი. არ შემიძლია არ მიყვარდეს ხატია. ვინც იცნობთ თქვენც აუცილებლად შეგიყვარდებათ, საშუალო სიმაღლის, ქერა თმებით, მომწვანო თვალებით, ყველაზე სანდომიანი და თბილი ღიმილით, ნატიფი და მოსიყვარულე სულით.
უბრალოდ ახლა ვეღარ ვნახავ, ვერ დავურეკავ, ახალ წელს მოკლე ტექსტური შეტყობინებით ტელეფონზე ვერ მოვულოცავ, მაგრამ გულში მოვულოცავ. ჩუმად ჩავიფიქრებ, თვალებს დავხუჭავ და იმედი მაქვს ჩემი ფიქრები მიუვა… გგონიათ გავგიჟდი?! არა. მჯერა ოდესმე ყველაფერი შეიცვლება. ისევ ვნახავ და ყველაფერი კარგად იქნება.
ხანდახან სოციალურ ქსელზე მალულად ვწერთ, ანონიმური პროფილით მწერს, მაგრამ მისი ნახვა არ შემიძლია, არც დარეკვა და ა.შ.
მჯერა მაინც ყველაფერი კარგად იქნება…

***
დღეები გავიდა. ბევრი რამ შეიცვალა… ისევ ცუდი პერიოდი მქონდა. რა ცუდია როცა არ შეგიძლია ადამიანს დაურეკო, შენს საყვარელ მეგობარს, ხანდახან როგორ გჭირდება, ვინმეს ესაუბრო, იტირო და დარდებისგან განთავისუფლდე. ტელეფონის წიგნაკს ა-დან ზ-მდე ჩავყვები. არვიცი ვის დავურეკო, ვინ მომისმენს. ყველაზე მაქვს მიზეზი არ დასარეკად და ვერ დასარეკად. აცრემლებული ვდგავარ. მცივა, ძალიან მცივა და თან მეტირება. ფრთამოტეხილ ბარტყს ვგავარ, რომელიც ვერ მიფრინვს და ეშინია სამყაროსი ეშინია. აქ დაბლა სამყაროსი, სადაც უცნობი არსებები არიან. იმ პაწია ბარტყს ვგავარ ერთხელ ჩემს აივანზე, რომ ჩამოვარდა. ჩიტებს ესეთი წესი აქვთ, როცა ერთი ბარტყი ავადაა სხვებიც, რომ არ დაავადდნენ, დედა ჩიტი ბუდიდან აგდებს. ხოდა შოშიის ბარტყი ჩამოვარდა ერთხელაც ჩემთან, ფრთა მორტყდა, პატარა ღუნღულა ფრთა. კოლოფში მყავდა, ისეთი პაწუკა იყო ვერ გაფრინდებოდა. ფრთაზე წამალს ვუსვამდი და ღვთის სასწაულით შეუხორცდა კიდეც, მაგრამ ფრენა არ შეეძლო, სულ პაწია იყო და პაწკუ შევარქვი. მაინც მოკვდებაო, ავად არის და გადმოაგდო ეტყობა ჩიტმაო, მაგრამ არ ვნებდებოდი. მთელი 4 დღე ვუვლიდი. პურის ნამცეცებს ვაჭმევდი, წყალს ვუსხამდი, ყუთში ჩაფენილ გაზეთს ვუცვლიდი, ვეფერებოდი და ვოცნიდი. მე-4 დღეს დილით დედაჩემმა მითხრა მოკვდაო და გადავაგდებო. ვერ იტანდა ამ ჩიტს, ეშინოდა არ გადამდებოდა რაიმე. მეც ხომ მისი ბარტყი ვიყავი… გული ამომივარდა, გავიქეცი დავხედე და ვუთხარი არა არ მოკვდა მეთქი და პაწკუ დავუძახე და არვიცი შეიძლება საოცარიც არის, მაგრამ ხმაზე მიცნო და აფართხალდა, სიცოცლის ნიშან-წყალი დაეტყო, მაგრამ მართლა კვდებოდა. თითქოს იხრჩობოდა. ამეტირა, ავიყვანე და ვეფერებოდი. არვიცოდი რითი მეშველა ჩემი პაწკუსთვის. მამაჩემი სამსახურში წასასვლელად ემზადებოდა. ჩემმა ტელეფონა დარეკა, ოთახში გავიქეცი და რომ მოვედი აღარ დამხვდა დედაჩემს გაეტანებინა გადასგდებად. არასოდეს ისე ცუდად არ მიგრძვნია თავი, როგორც მაშინ. ჯერ კიდევ ცოცხალი საჭმლის დამპალ ნარჩენებთან ერთად გადააგდეს. ძალიან გაბრაზდი ჩემს მშობლებზე.
ვერც პაწკუს შველა შევძელი, ვერც მისი დაცვა…
ახლა ჩემი პაწკუს მსგავსად ცხოვრება თითქოს დამპალ ნარჩენებთან ერთად გადამაგდო… ჩუმად მივუყვებოდი ქუჩას, მციოდა, ვტიროდი და მაშინ გადამეყარა ის. აცრემლებული დამინახა და სრულიად უცნობი ადამიანი გამომელაპარაკა, ჩემთან ერთად ისეირნა, მომისმინა, ცრემლები მომწმინდა, ჩამეხუტა და დამამშვიდა. მის მხარს ნიკაპი ჩამოვადე, ხელები მოვხვიე მეც, მის სუნს ვგრძნობდი. უცნობი ძალა აქვს ჩახუტებას, თითქოს ადამიანი რაღაცა ძალას გაძლევს, მედგრად რომ დაუხვდე პრობლემებს, მოტეხილი ფრთა, რომ მოირჩინო, ფრენა ისწავლო და გაფრინდე. იმ დღის მერე არ მინახავს, მაგრამ ძალიან მიშველა.
აივანზე ვზივარ, ღრუბლიანი ცაა, ამჯერად ჭადარს გავყურებ. რამდენი დღეა საჭირო მეგობრობისთვის… ვფიქრობ საერთოდ რა არის მეგობრობა. ის იყო მეგობარი ერთი დღით, ყველაზე თბილი ჩახუტების და სურნელის მქონე, მაგრამ მაინც მეგობარი. იმედია ოდესმე ისევ შევხდები, დებილი ვარ, რომ კოორდინატები არ ჩავიწერე. ოდესმე შევხვდები, მასაც და ხატიასაც. მარტო არ ვარ, ვარწმუნებ ჩემს თავს, ყავას მოვსვამ, მუსიკას ჩავრთავ, იმედებით ავივსები და ჩემს თავს ვეტყვი ისევ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ალბათ ასეც იქნება… ისევ არავისთან მერეკება, ისევ ვათვალიერებ ჩემი ტელეფონის კონტაქტებს. პასუხები არ მაქვს იმ კითხვებზე დრო და დრო, რომ მიჩნდება. არვისთან მერეკება, არავინ მიპაუხებს…

Advertisements
შემდეგი ჩანაწერი
დატოვე კომენტარი

6 Comments

  1. nina, ar velodi ase tbilad da sulshi wamwvdomad shegedzlo emociebis da grdznobebis gadmocema…

    kargi gogo xarm chemnairi giji, meocnebe da odnav sivrceshi dakarguli adamiani davinaxe shenshi

    high heels

    პასუხი
  2. ლიზა

     /  ივლისი 8, 2012

    ნინა შენ სიყვარულისთვის დაიბადე ძალიან პრინცუპული ხარ,ეცადე ზოგჯერ დათმო და იპოვნი ბედნიერებას

    პასუხი
  3. ვიმოგზაურე ერთ არაჩვეულებრივ ისტორიაში :) მინდოდა არ დასრულებულიყო ….. ძალიან ძალიან მომეწონა :* მიხარია რომ შენი ბლოგი აღმოვაჩინე :*

    პასუხი
  4. JUST ME : )

     /  აპრილი 2, 2015

    : ) hm, ra sayvareli gogo xar!

    პასუხი

გააკეთე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

17maisitbilisi.wordpress.com/

17 მაისი | May 17

Interior Design - My bigget passion

Just another WordPress.com site

დაიჭირე წამი

"ცხოვრება ხანმოკლეა. დაარღვიეთ წესები, აპატიეთ სწრაფად, აკოცეთ ნელა, გიყვარდეთ გულწრფელად, იცინეთ მთელი გულით და არასდროს ინანოთ არაფერი, რამაც გაგაღიმათ",- მარკ ტვენი

გაძლიერდი და შეცვალე

მშობლები, რომლებსაც გვერიდება და გვრცხვენია ჩვენი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილის უფლებების დაცვა და მათთვის ბრძოლა, თავად ვარღვევთ ჩვენი შვილის უფლებებს ჩვენი პასიურობით

Double Illusion

Welcome To Merabino's Mind

Thought Catalog

Thought Catalog is a digital youth culture magazine dedicated to your stories and ideas.

ყველაფერი ღორობაზე

ქართული და არაქართული ღორობის არქივი

fashionmothers say:

ფეშენმაზერების დღიური - ღაღადი მოდაზე!

დეპრესია

- ` Bullshit.. because the world is full of it ))))

gvelesianidudda

A great WordPress.com site

სულელური თეორიის 9 წუთი

P.S გახსოვდეს ვინ ხარ.

Metro

Metro.co.uk: News, Sport, Showbiz, Celebrities from Metro

JamesMSama.com

Bringing dignity and integrity back to dating & relationships.

Online magazine - What I See

All what I see and find important

ვეინუ

''ქალდაკება შუა მუზეუმში''

ფეხბურთისფანები

საუკეთესო საფეხბურთო ბლოგი

SGH creative

The ugly truth by SGH

ანნას ბლოგი

ჩემეული

+18

შიშველი ბლოგი

Mariefille's Blog

ყველასთვის საინტერესო ბლოგი ცოტ-ცოტა ყველაფერზე :)

info mania news

შემოდი საქართველოში ყველაზე წარმატებულ და მხიარულ ბლოგზე. გახდი ჩვენი მკითხველი და გაუზიარეთ ის თქვენს მეგობრებს!

სოციოლოგის დღიურები

სოფლის სოციოლოგთა კლუბი

Gogonebi's Blog

Just another WordPress.com site

Dark Moonlight

empty room

ანონიმური

ყველაფერი-არაფერი (კერძოდ ანტონიმებზე)

geword.wordpress.com/

სოციალური ბლოგი

dulsinia

This WordPress.com site is the cat’s pajamas

Anwords

ჩემი ეზო

მათიუშის ბლოგი

Ⓐ Fuck copyrights, information for everyone

bashiachuki

This WordPress.com site is the bee's knees

Gijmaj-Press

ბლოგზე განთავსებული მასალები ავტორის საკუთრებაა და ნებისმიერი პოსტის დაკოპირება აკრძალულია ნებართვის გარეშე!

%d bloggers like this: