რა ვქნა? – ანუ ქალიშვილი გოგონას ფიქრები

in 20 years

როგორც ვატყობ დაინტერესებას იწვევს ეს საკითხი და მინდა ამის შესახებ დავწერო.

ყველა მუსლიმანურ ქვეყანაში და ასევე ტრადიციულ რელიგიურ ქვეყნებში სექსის პრობლემა ყველაზე მწვავედ გოგონებს უდგათ და ამაში მგონი ვერავინ შემედავება. ქორწინებამდელ სექსს რელიგია რა თქმა უნდა არც მამაკაცის და არც ქალის შემთხვევაში არ ცნობს, მაგრამ საზოგადოებაში დასაშვებ ნორმად ითვლება თუ ბიჭს აქვს სექსი და გოგონას არა.
სექსი თემაზე ზოგადად ვისაუბრე, ამ ტოპიკში კი მინდა გოგონებსთვის დავწერო სპეციალურად და წარმოვუდგინო მათ რა არჩევანი აქვთ და რა შეიძლება მოყვეს მათ არჩევანს ზოგადად ცხოვრებაში. რადგან ქართულ ენაზე ვწერ მე ვერ მივამართავ იმ მუსლიმან გოგონებს, რომლებსაც არამხოლოდ ეს პრობლემა აწუხებთ, არამედ ზოგადი თავისუფლების პრობლემა, მე მივმართავ ქართველ გოგონებს და ცოტა ამ საკითხსაც გავცდები. ქართული საზოგადოების მრავალფეროვნების გამო ეს შეიძლება ეხებოდეს 16 წლის ასაკისასაც, 26 თუ 30.

გოგონების უმეტესობა ფიქრობს რა გადაწყვეტილება მიიღოს, დაეთანხმოს მშობლების აზრზს, იმ ახალგაზრდა ბიჭს, რომელიც სექსს თხოვს, გაითვალისწინოს საზოგადოების ზოგადი აზრი და საერთოდ ფიქრობს რა გააკეთოს.
თუ ტრადიცული მშობლები გყავთ, მერწმუნეთ მათ აზრებს ვერ შეუცვლით, რაც არ უნდა ეცადოთ თქვენ. ასე რომ აქედანვე გირჩევთ ნუ ეცდებით. ასევე ყველა ჩამოყალიბებულ ადამიანსაც ვერ შეუცვლით აზრზს. რას ვგულისმხობ ახლა ჩამოყალიბებულ ადამიანში. ასაკოვან ადამიანს ზოგადად რომელიც არის დაახლოებით 35+ ან ახალგაზრდაც შეიძლება იყოს, მაგრამ ან მის მშობლებს, ან საზოგადოებას მასზე იმდენად დიდი ზეგავლენა ქონდეს, რომ ღრმად წამდეს მისი არჩეული გზა. შეგიძლიათ ბევრი იკამათოთ, მაგრამ შედეგი ის რასაც თქვენ ელით, თქვენი პოზიციის გაზიარება არ იქნება, არამედ აქეთ შეგიქმნიან პრობლემებს, მოგაყენებენ შეურაცხყოფას. ასე რომ აზრი, რომ ამ ადამიანებს დაუმტკიცებთ რაიმეს დაივიწყეთ საერთოდ.

თბილისში ერთი პერიოდი იყო ბუმი ისტორიებისა, რომელიც ბოლომდე არასოდეს არ იყო გახსნილი, მაგრამ იყო ასეთი ისტორია – 2 წელია, 1 წელია, 6 თვეა, წელიწადნახევარია ……. შეყვარებულები ვართ, ყველაფერი კარგად იყო, ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი. ბოლო შეხვედრის მერე გავიგე/მითხრა/მეზობლემა მითხრა/დაქალმა მითხრა/ მეორედ დღეს/ორი თვის წინ ცოლი მოუყვანია/მოვიყვანე. ხო საოცარი ისტორიაა?! თვეობით ხვდებოდე ადამიანს და მეორე დღეს უცებ სხვა შენთვის უცნობი გოგო მოყავს ცოლად, რომელზეც მანამდე წარმოდგენა არ გქონდა. რა თქმა ამის დეტალი საერთოდ არ მჟღავნდებოდა. განსაკუთრებით მოედო ეს ისტორიები პრესის ფურცლებს, რომელსაც იმ პერიოდში ვკითხულობდი, ეს იყო თინეიჯერული რუბრიკები, გულახდილი საუბრები და ა.შ.
რა ხდებოდა?! რეალურად იყვნენ შეყვარებული, ქონდათ სექსი, ისინი იყვნენ ხშირ შემთხვევაში ამ გოგონების პირველი მამაკაცები და მერე იმ მამაკაცებს მოყავდათ სხვები ცოლად. ახსნა იყო -შენ რომ მე მომეცი, სხვასაც მისცემ(მიცემა ჟარგონულ ლექსიკაში სექსით დაკავება), არაქალიშვილს ცოლად არ მოვიყვან, მერე რა რომ შენი პირველი მამაკაცი ვიყავი და ასე დაუსრულებლად.

ეს მაინც არ არის პასუხი თქვენს კითხვაზე უნდა გქონდეთ სექსი თუ არა. ეს გოგონებო თქვენი პირადი გადაწყვეტილებაა, თქვენ უნდა მიიღოთ ეს ნაბიჯი დამოუკიდებლად. მე არაფრის პროპაგანდა არ მინდა გაგიწიოთ. ამას რა თქმა უნდა ისეთი გოგონებიც წაიკითხავენ, რომლებიც არიან სხვისი აზრების ზეგავლენის ქვეშ, ან მათი საშუალებით ჩამოიყალიბეს მათი მსგავსი თავიანთი აზრი, ქორწინებამდე თავშეკავების შესახებ.

სექსი თუ გექნებათ თქვენს საყვარელ მამაკაცთან, ვინ მამაკაცთანაც გინდათ, რამდენ მამაკაცთანაც გინდათ რა შეიძლება მოყვეს ამ ყველაფერს – ჩემი პირადი რჩევაა მშობლებს და ტრადიციულად მოაზროვნე ახლობლებს და საეჭვო მეგობრებსაც კი ნუ გაუზიარებთ თქვენს არჩევანს. რატომ?! ზოგი დამოკიდებულია მშობლეზე, მშობელზე რომ არ იყოთ დამოკიდებული, ეს შეიძლება მათთვის იმდენად დიდი ტრაგედია აღმოჩნდეს, რომ გულის შეტევა მიიღონ. ისინი ასე არიან გაზრდილები, მათ ნახევარი საუკუნე ცხოვრებისა ისე გაიარეს, რომ ეს ეგონათ ჭეშმარიტება და როცა ადამიანს ეუბნები, რომ შენი აზრით მცდარია ის ჭეშმარიტება რისაც მთელი ცხოვრება ჯეროდა და მისი თვალსაზირისით ასევე მის გოგონას ტვინი არევია და ცუდ გზას დადგომია შეიძლება მათზე ცუდი რეაქცია ქონდეს. დანარჩენებს რატომაც არ უნდა გაუზიაროთ არის ის, რომ ეს თქვენი პირადი ცხოვრებაა და არავისი საქმე არ არის აბსოლიტურად თქვენ ვისთან და როგორ გაქვთ სექსი. ასევე ქართველ ხალხს აქვს ცუდი თვისება პირს უკან ლაპარაკის და ზოგადად ცუდის ლაპარაკის, რაც ძალიან ბევრჯერ ნერვებს მოგიშლით. ასევე გარწმუნებთ თუ გაუზიარებთ თქვენს პოზიციას სხვებს საზოგადოებიდან გაგრიყავენ, ყველა ის ადამიანი გაგრიყავთ ვისთვისაც სექსი გარყვნილებასთან, ამორალურობასთან და ა.შ. ასოცირდება. სამაგიეროდ გეყოლებიან და გამოჩნდებიან თქვენს ცხოვრებაში აუცილებლად ისეთი ადამიანები ვისთვისაც სექსი ხიხიას არ წარმოადგენს და თქვენს მსგავსად აზროვნებენ.
როცა სექსზე იღებ გადაწყვეტილებას საქართველოში, ყოველთვის უნდა გახსოვდეს, რომ უნდა აიტანო ბევრი შენი მიმართულებით ნასროლი ტალახი, შეეგუო როგორ გაგრიყავს შენი საყვარელი ბევრი ადამიანი, ასევე არ გაგიმართლოს ბევრ ქართველ მამაკაცში, იმიტომ რომ მათი უმრავლესობა ტრადიცულად აზროვნებს, თუმცა სექსით დაკავების მიზნით მოიტყუებიან, რომ ესეთები არ არიან, თქვენთან გაერთობიან, არ მოგეპყრობიან პატივისცემით და არასოდეს მოინდომებენ თქვენთან სერიოზულ ურთიერთობას. ეს ის მინიმუმია რაც საზოგადოებაში გელით.
ძალიან ბევრი ვისაუბრე მგონი უარყოფით შედეგებზე, მოდი დადებით შედეგებზე ვისაუბროთ და თუ მაინც გადაწყვიტეთ მინდა მცირედ დავწერო თუ როგორ უნდა შეძლოთ თქვენს პოზიაციაზე დგომა – ამას უკვე შევეხე, მაგრამ მაინც დავწერ, რომ მე გირჩევთ რომ არ გაუზიაროთ თქვენი გადაწყვეტილება სხვებს, თქვენი პირადი იყოს თქვენი პირადი და არაა საჭირო ნამდვილად ყველამ იცოდეს. აუცილებელია თქვენ იყოთ დამოუკიდებელნი, მიიღეთ განათლება, შეეცადეთ იპოვოთ სამსახური, გადადით ცალკე თუ ამის შესაძლებლობა არის, შემოიკრიბეთ ირგვლივ თქვენი აზროვნების ადამიანები, ნუ დაკავდებით სექსით ტრადიცულად მოაზროვნე ქართველ მუტრუკებთან, ამის შემოწმება შესაძლებელია მათ ბევრ ქცევაზე, მათ აზრებზე და ა.შ.
რა არის სექსის პლიუსი?! უპრიველს ყოვლისა სექსით მიღებული სიამოვნება, მერე სასიამოვნო ადამიანები ირგვლივ, თქვენი თანამოაზროვნეები და არა ქალი უნდა იყოს სამზარეულოში, ქალმა ბავშვები უნდა აღზარდოს, სექსი გარყვნილება ტიპის მოაზროვნე დაბალი დონის ბიჭუკები და კაცუკები. სულ სხვა ტიპის ადამიანებს გაიცნობთ, სულ სხვა თავგადასვლები გელით. იმაზე ბევრად უკეთეს ბიჭებს გაიცნობთ ვიდრე ესენი არიან, იმაზე ბევრად უკეთეს დროს გაატარებთ ვიდრე ტრადიულ ბიჭუკელასთან რომელსაც პარკიდან პარკში დაყავხართ და გისახავთ გეგმებს ბავშვებზე, ოჯახზე, თქვენს მარად სახლში ჯდომაზე და ა.შ. გარდა ამისა თუ სექსის სურვილი გაქვთ მხოლოდ იმიტომ არ უნდა შეიკავოთ თავი, რომ მეზობელი მაყვალა რას იფიქრებს. ეს თქვენი ცხოვრებაა და სხვისი შიშით არ უნდა ერიდებოდეთ ცხოვრებაში ნაბიჯების გადადგმას. თუ მაინც შიშობთ, რომ ამას ცუდი მოვლენები შეიძლება მოყვეს მაშინ იმასაც შეეგუეთ, რომ თქვენი ცხოვრება განვითარდება ასე – ცოლად მოგიყვანთ ტრადიციული აზორვნების მამაკაცი, პირველივე ღამეს მათი უმეტესობა ძალადობს ცოლზე, ქალმა არ იცის არაფერი სექსის შესახებ, ასევე ქართველი ჯიგიტების უმეტესობა, რომელსაც უმეტესი გამოციდლება ძირითადად პროსტიტუციით დაკავებულ ქალებთან აქვს მიღებული არ იცის როგორ მოეპყრას ცოლს, როგორ დაკავდეს სწორად სექსით, რომც იცოდეს რა გელით მერე ცხოვრებაში? ბავშვები, ბავშვების აღზრდა, სახლში ჯდომა, დიასახლისობა ძირითადად. ძალიან გაგიმართლებთ თუ ისეთი მეუღლე შეგხვდებათ, რომელიც სახლში არ დაგაჯენთ და ოდნავ მაინც იქნება არატრადიციულად მოაზროვნე. ასევე დიდი უმრავლესობისთვის როგორც ქორწინებამდე სექსი არის მათი ერთ-ერთი რწმენა მეორე არის ის, რომ ცოლს უნდა უღალატო, პროსტიტუციით დაკავებულ ქალბში იარო და ა.შ. ასევე დიდი კაცების დიდი ნაწილი ვერ ახერხებს პარტნიორის დაკმაყოფილებას და დიდი შანსი გაქვთ ისე მოკვდეთ საერთოდ ვერ გაიგოთ რა არის სიამოვნება საწოლში. ან თქვენ ვერ მოახერხოთ მერე მისი დაკმაყოფილება და ამიტომ გაიჩინოს საყვარლები. ბევრჯერ ინგრევა კიდეც ოჯახები, თუმცა როგორც ბევრი ქალი აკეთებს შეგიძლიათ აიტანოთ მისი საყვარლები, თვალები დახუჭოთ ამაზე და შეიქმნათ ფუჭი ბედნიერების ილიუზია. თუმცა შეიძლება გაგიმართლოთ. ძალიან ბევრი გამოეხმაურება ამ ნაწერს ისეთი, რომელიც დაწერს რა ბედნიერია მის ქმართან და სულაც არ გამოუკეტია სახლში და სექსი აქვთ დაუვიწყარი და ა.შ. 8% იტყვის სიმართლეს დანარჩენი დამიჯერეთ აბსოლიტური მითია.

მეორე ეტაპია კიდე, როცა გბეზრდება ანონიმურობა, შენი აზრების დამლვა და იწყებ შენი პოზიციების და შენი აზრის დაცვას, ტალახის მსროლელებს საკადრის პასუხს ცემ. მაგრამ ამ ეტაპისთვის დამოუკიდებელი უნდა იყო ყველა მხრივ, ძლიერი უნდა იყო ან შენს მსგავასად მოაზროვნე ოჯახი და ახლობლები გყავდეს.

ასევე არის ერთი საკითხი რომელ ასაკში უნდა დაკავდე სექსით, რა უნდა გაითვალისწინო და რამდენი მამაკაცის ყოლა ითვლება მორალურად გამართლებულად. სექსით გირჩევთ მინიმუმ ნუ დაკავდებით 17-18 წლამდე, უფრო სასურველია 18 წლამდე. თუმცა 16 წლის ასაკშიც, რომ გქონდეთ არაფერი არ მოგივათ თუმცა ძალიან არასასურველია 16 წლის ასაკმდე გქონდეთ სექსი. ნებისმიერ ვარიანტში დაიცავით თავი. პირველი სექსის დროსაც კი სასურველია, იმიტომ რომ ის მამაკაცი რომელთანაც გექნებათ შეიძლება იყოს რაიმე ინფექციის მატარებელი. ასვე წამლების მიღებას, რომელიც ჰორმონალურია ყოველთვის ჯობია პრეზერვატივის გამოყენება, რომელიც დაავადებებისგანაც დაგიცავთ. პრეზერვატივის არ ქონა არ ამცირებს იმ მცირედ ტკვილის რაც ქალიშვილობის დაკარგვას ახლავს. ბევრი მამაკაცი ეცდება არ გამოიყენოს, იმიტომ რომ თქვენ ინფექციისგან დაცული გონიხართ, მაგრამ თქვენ ნუ დაკარგავთ საღ აზრზს. შეიძლება დაორსულდეთ ან აიკიდოთ მომაკვდინებელი დაავადება. ამიტომ გირჩევთ ნუ გადადგამთ ამ ნაბიჯს თავდაცვის გარეშე. ასევე ნუ შეიქმნით ილუზიას ხშირად, რომ ბავშვი თუ გეყოლებათ საყვარელი მამაკაცი, შეგიყვარებთ ან ცოლად მოგიყვანთ და ა.შ. ცოლადაც მოყვათ ესეც ხდება, მაგრამ უფრო ხშირად ისე ხდება, რომ ბავშვით ხელში მარტო რჩებიან. ბევრი მამაკაცი არის უპასუხისმგებლო და ეს არ უნდა დაივიწყოთ, მათ შეიძლება არ გამოიყენონ პრეზერვატივი და თანმდევ შედეგებზე არ იფიქრონ, მაგრამ თქვენ უნდა იფიქროთ. ბავშვის გაჩენა გვიან არასოდესაა. წინ მართლა მთელი ცხოვრება გაქვთ და ბავშვი მაშინ უნდა იყოლიოთ როცა მამაკაცსაც უნდა ან როცა გაქვთ ფინანსური შესაძლებლობა თვითონ გაზარდოთ და მოაროთ სხვისი დახმარების გარეშე და როცა სურვილი გაქვთ უბრალოდ გყავდეთ შვილი. არ მივესალმები აბორტებს, ამიტომაც გირჩევთ ნუ მიიყვანთ აბორტამდე და პირველი სექსია თუ მეასე დაიცავით თავი, იზრუნეთ მომავალზე და ჯანმრთელობაზე.
და რამდენი კაცის ყოლა არ ითვლება ცუდად?! ეს უკვე პირადად თქვენზეა დამოკიდებული. ამბობენ რამდენ გომბეშოს უნდა აკოცო პრინცი, რომ აღმოაჩინოო.თუ თქვენს სადარბაზოში 10 ადამიანს უნდა თქვენთან სექსი და 10-ივესთან გექნებათ რა თქმა უნდა ადვილად ხელმისაწვდომად ჩაითვლებით. მაგრამ მაგალითად 10 სხვადასხვა ადგილას მცხოვრებ, ერთანეთისთვის უცნობ ადამიანებთან, რომ გქონდეთ არა. ციფრი პირობითია და თქვენ მრიცხველი დაბლა არ გიდგათ და კაცების რაოდენობას არ წერს. ასევე სიყვარულით სექსი არ არის მხოლოდ ის სექსი, რომელიც “გარყვნილად” არ გაქცევთ. სექსი სექსია და მისით დაკავება სიყვარულის გარეშეც შეიძლება. სექსი არის სიამოვნების მიღების საშუალება პირველ რიგში და არა სიყვარულის გამოხატვის. სიყვარული ჩნდება ურთიერთობაში, ზოგჯერ ისეც, მაგრამ უმეტესწილად ურთიერთობაში. ანუ ხშირად ხდება ჯერ გაქვთ ურთიერთობა და შემდგომ ერთმანეთი გიყვარდებათ.

ძალიან ბევრი ვისაუბრე მგონი ამ საკითხზე უკვე და მინდა მოკლედ დავასრულო. უბრალოდ სურვილი მაქვს გითხრათ თვითონ დაფიქრდეთ. ავიღოთ თუნდაც მუსლიმანური სამყაროს მაგალითი სადაც ლამის სასწაულები ხდება და ქალები არიან ძალიან დაჩაგრულები. მათ უწევთ პირადეებით, თავსაფრებით სიარული, ათხოვებენ ადრეულ ასაკში, უმეტესობა დიასახლისია მერე, არ აქვთ განათლების უფლება და შეზღუდული აქვთ თავისუფლება. ცემით კლავენ ხშირად წესების დამრღვევებს. აიღეთ ევროპის განვითარებული ნაწილი, შეერთებული შტატები და ა.შ. ქვეყნები სადაც მსგავსი შეზღუდვები საზოგადოებაში არ არსებობს. საიდან მოდის ხელოვნების დიდი ნაწილი? სად ხდება ახალი მეცნიერული აღმოჩენები?! სად გრძნობს ხალხი დამოუკიდებლად და ბედნიერად უფრო თავს?! სად იცხოვრებდით და რატომ?! თქვენ თვითონ უპასუხეთ ამ შეკითხვებს. ბოლოს კი დაფიქრდით თქვენს პირად თავისუფლებაზე. ქორწინებამდე მოცდა ბოდიშით, რომ მე ვერ ვთვლი, რომ ეს არის თავისუფალი არჩევანი, ეს არ არის თავისუფლება. ყველა ადამიანის სხეულში დევს ინსტიქუტრად მოთხოვნილება სექსზე და უარყავით, მაგრამ ვერ გაექცევით. შეგიძლიათ არჩიოთ შიშით, სხვისი აზრის ზეგავლენით თავშეკავება, მაგრამ მე თავისუფლებას ვირჩევ კი არადა ავირჩიე უკვე. მე არაფერი დამიკარგავს (ქალიშვილობის გარდა :) ) დ აარაფერს ვნანობ. მეხსიერებაში მხოლოდ საუკეთესო მოგონებები დამრჩა და მათი გახსნებაც კი ხშირად სასიამოვნო ჟრუანტელს მგვირს. მერე რაა რომ ბევრი ტალახის მსროლელის მოგერიება დამჭირდა, მერე რაა რომ ბევრი მეგობარი დავკარგე მე შევიძინე თავისუფლება, ჩემი არჩევანი გავათავისუფლე სხვების აზრების ზეწოლისგან და მე გავხვდი მე.

და ვიცი ძალიან ბევრი უარყოფითი კომენტარი მოყვება ამ ყველაფერს.არ მაინტერესებს. ვხვდები, რომ გოგონებისთვის ეს თემა აქტუალურია და ვერ გადაუწყვეტიათ რა ქნან, ხოდა ჩემეული ხედვით აღვწერ ორივე მხარეს. ვისაც არ მოგწონთ დარეგისტრირდით თქვენც, გააკეთეთ ბლოგი და დაწერეთ ის რაც თქვენ მიგაჩნიათ საჭიროდ. ეს ნინას ბლოგია და ნინა წერს იმას რაც სწორად მიაჩნია.

Advertisements
წინა ჩანაწერი
დატოვე კომენტარი

64 Comments

  1. <>

    აქ დილემაში შეხვედი, ავტორო… თუ სიამოვნების მიღების საშუალებაა, რატომ არ უნდა დაკავდეს თავისივე სადარბაზოში მცხოვრებ ათივე მამაკაცთან სექსით (სხვადასხვა დროს, ჯგუფურად კი არა), რად უნდა ეძებოს 10 მამაკაცი სხვადასხვა ადგილას? :)

    საერთოდ, უაზროდ სექსი დებილობაა, სჯობს ოჯახი შექმნათ და მამაკაცების მენტალიტეტის შეცვლაზე იზრუნოთ (ბოზებში რომ დადიანო, ისაო, ესაო).

    თვითონ კაცი ვარ და სულაც არ ვაპირებ ჩემი მომავალი ცოლის დიასახლისად აღკვეცას, რავი…

    პასუხი
  2. შენ გაქვს სექსი?

    პასუხი
  3. kle qalia am temis avtori

    პასუხი
    • მეცინება შენი აიპი მისმაართიც კი მაქვს და არ ფიქრობ მოსალოდნელ შედეგებზე. ახლა მაგრად მკიდიხარ, მაგრამ სხვა დროისთვის დაფიქრდი, აიპი მისამართით ადამიანის პოვნაც კი შეიძლება.

      პასუხი
      • თ ო რ ნ ი კ ე

         /  ივნისი 2, 2013

        რეებს ატყებ ბოვშვებს

      • genacvalee gulshii,,me arasdros mqonia sexsi arc axlo urt imitom kiara ro aravis vundivar an maxinji var ara me 201lis asakshi gadavurchi zaladobas, am dros me davkarge chemi pirveli siyvaruli mas ver davumale avuxseni ro araperi yopila ubralod psikologiuri travma mivige tumca mainc mimatova zurgi makcia 4wlis urtiertobas wertili dausva da mitxra me armazlevdi da sxvam zalit miitvisao kama romelic shvilebze melaparakeboda ojaxis shekmnaze mesaubreboda, 24wlis vardamoukidebeli samsaxuric maqvs magram mshoblebima ro aseti gamzardes mkacrad amitom var albat azrit dachagruli , chem satqmels veravistan vambob kacis shishi mak iseti ver vnaxe romeltanac an seriozuls davicherdi an megobruls

      • sul mindoda bednieri ojaxi myoloda shvilebi sayvareli adamiani tumca vegaravis viyvareb, roca bijs gavicnob da gulaxdili vxdebi seriozuli kutxit agar udgeba,dges yvelaperi sxvanairad aris xandaxan mipikria ras velodebi vis velodebi roca minda survili mak da am yvelapers vitmen imas velodebi rodis gavicnob iset bijs vinc isic kalis pasi kalis shecnoba da isetic veyvarebi rogoric var, albat jobia sheni vneba sheni survilebi daxarjo vidre princ siberemde elodo,ojaxis mere es princebi urchxulevbi xdebian dges urtiertoba gadatanilia pulshi urtiertoba gaupasurda gacnobistanave gadadian axlo urtiertobaze,imas kiarpikroben kals es siamovnebs tuara ,:)vegar vitan kacta modgmas

      • ardaigale amis werashi :D :D
        dedas gaficeb ?

  4. ra gindat mshvenivrad da zustad dacera adamianma))me piradad vetanxmebi mtlianad.ara kartvel bichukelebsac kargad dacina:D:D:D:ise magari sacodavebi xart qartveli kacebi.apkze ugonod daxamebulebi:D:D:Dara shecdit me jerjerobit kalishvili var imitom rom tqvenistana gautvitcnobierebel arsebebs ver davucvebi.jer cnobiereba sheicvalet cota ganatldit gadit qveynis farglebs garet naxet sxvagan ra cxovrebaa magram ise tqven mainc aaferi geshvelebat kacebi ki ara apkis monebi xart:DDDDD

    პასუხი
  5. hm ra qnas…. nw nw ra qnas da unda medzgeros ra ara?

    პასუხი
  6. qali vici me sawolshi!

    პასუხი
  7. vivieni

     /  მაისი 24, 2012

    ra suleluri komentarebi dagitovebiat (yvelas ar vgulisxmob) :) adamianma konkretulad da natlad Camoayaliba tavisi azri. me vetanxmebi, tumca mainc jobia jer shegiyvardes da mere gqondes seqsi, vidre piriqit :) danarcheni idialurad aqvs dawerili :):):)

    პასუხი
  8. ნინა,მომეწონა შენი პოსტი,კარგად გაქვს ჩამოყალიბებული,მე მაგალითად შენს რჩევებს გავითვალისწინებ შემდგომში.და გთხოვ რომ გაამრავალფეროვნე შენი ბლოგი, დადე რაც შეიძლება ბევრი სექსუალური თემა.

    პასუხი
  9. momewona kargad wer :) tu ar shewuxdebi tavis dacvis sashualebebzec dawere detalurad, internetsh bevri informaciaa am temaze, tumca saqartveloshi dametanxmebi sachirboroto sakitxia da tan inglisurs ar flobs yvela sakmarisad kargad.

    პასუხი
  10. გამარჯობათ. მე მეტნაკლებად ტრადიციული მუტრუკი გახლავართ. ამ თემას რაც შეეხეა ყოველთვის საკამათო და მტკივნეული იმიტომ არის დღემდე ადამიანისთვის, რომ სექსი არ არის მარტო მექანიკური ფიზიკური აქტივობა. (თვით ონანიზმიც კი არ არის მარტო ონანიზმი). ეს ადამიანის სულიერი სამყაროს დიდი შემადგენელი ნაწილია. და როცა ვინმესთან სექსი გაქვს, შენ იმ ვინმეს შენი სულის ნაწილს უტოვებ.რაც უფრო ბევრს დაუტოვებ ამ სულის ნაწილს მით უფრო გაგიჭირდება ამ სულიერი მარაგის შევსება. სულიერი მარაგის გარეშე კიდევ ცოდოა ადამიანი. მე მესმის როგორც ბოზი – ქალი, ასევე ბოზი – კაცი. სამწუხაროა, რომ კაცს გასაბოზებლად უფრო მეტი ქალი სჭირდება ვიდრე ქალს კაცი.
    ბევრი პარტნიორი ყოველთვის იწვევს ყველაფრის და ყველას გაერთფეროვნებას და სინდისისგან ნელნელა დაცლას, ქალისთვისაც და კაცისთვისაც.
    შეიძლება უცნაურად გეჩვენოთ ეს აზრი, მაგრამ მიახლოებით ასეა.

    პასუხი
  11. ვა, საღოლ!
    100% გეთანხმები ყოლიფერში სიმონ :)

    პასუხი
  12. ras erchit am karg adamians?es exema mis bindzurad makritikeblebs sxvadasxva statiebshi. cudia is rom adamiani Giad saubrobs tavisuflebaze? magari xar nina, chkviani rac mtavaria . siamovnebit vecnobi yvela shens statias radgan martla gulit wer rasac wer. pativs gcem uzomod da gisurveb warmatebebs

    პასუხი
  13. shen ro idzaxi tavisupali varo .. rato ar gaqvs survili ro sxva adamiani gaicno da sexsi gqondes mastan ai tu mogewona is …magalitistvis lashu ro gagecno :D :D :D

    პასუხი
  14. გამარჯობათ, სამწუხაროდ ეს თემა მარტო გოგონებს არ ეხებათ, ეხებათ ასევე ბიჭებს იმიტომ რომ: არამხოლოდ 80% გოგონა ცხოვრობს ტრადიციულ ოჯახში არამედ ასევე ბიჭები! აქედან გამომდინარე უმეტესობას არ გააჩნია თავისი ცჰამოყალიბებული აზრი და მათ ეშინიათ რომ ძმაკაცები, მეზობლები,მშობლები და ასე შემდეგ…… იჭორავებენ მასზე რომ მან ვითომ და ბოზი ცოლი მოიყვანა და ის არაა კაცი და ბევრი რომ არ ვილაპარაკო არამხოლოდ გოგონებს აქვთ საქართველოში ეს პრობლემა ტრადიციებთან და სხვასთან ზემოთ ჩამოთვლილიდან სამწუხაროდ ბიჭებსაც აქვთ უბრალოდ იმდენად ამაყები არიან რომ ვერ აღიარებენ ამას ;) ჩაიხედეთ ტქვენს გულებში ბიჭუკელებო ) :::

    პასუხი
  15. მე პირადად არ ვეთანხმები ამ თემას ? გარდა იმისა რომ არ ვეთანხმები ასე ვარ პიროვნული მოსაზრებითაც ასეთი თემების წინააღმდეგი. თქვენ ქალბატონო საუბრობთ აბსოლიტურად სწორს, მაგრამ არა ქართველებისთვის ესეთი თემა პირდაპირი მნიშვნელობით აკარგვინებს ქართველ ქალს ქართველობას. რაც წერია ის კი არის მართალი მაგრამ ის არაა მართალი რომ ამით იკარგება ის ქართველობა რომლის ტრადიციის ნაწილიცაა ქალიშვილობა და ასეთი იდეოლოგიით ჩვენ გარდავიქმნებით ევროპეიდულ საზოგადოებად რითაც იკარგება ქართველობა . თქვენ საუბრობთ ადამიანის თავისუფლებაზე რაც ნამდვილად ასეა, ყველა ადამიანს აქვს ღვთისაგან ბოძებული თავისუფალი არჩევანი და ამ იდეოლოგიას გაყვნენ წინა საუკუნეში ევროპელები და მაგიტომაცაა დღეს ევროპასა და ამერიკაში ყველაზე მეტი სექსულარად ორიენტაცია არეული ადამიანები რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება ქართულ ტრადიციულობას და მე დავსვავ ეგეთ კითხვას. ჩვენ რაღა ქართველები ვართ თუ ჩვენს ქართულ ტრადიციას პატივი არ ვეცით და გავიზარდეთ ევროპულ ტრადიციებზე?!

    პასუხი
    • მარი

       /  ივნისი 5, 2015

      ქართველობა აპკის სიმთელეში გამოიხატება ? მაგ ლოგიკით კიდევ ბევრი რამე გვაკარგვინებს ქართველობას და მოდი ქვის ხანაში დავბრუნდეთ და ვიცხოვროთ, კაცები რომ ქალებზე ძალადობენ ეგ არ არის ქართველობის დაკარგვა ?

      პასუხი
  16. inkognito

     /  მარტი 28, 2013

    xo me rom tavisufleba aviorchie imitom vdgavar exla dzalian rtuli problemis winashe.. mqonda sexi sxvastan, mere sxvastan.. xoda es meore shemiyvarda da imasac shvuyvardi magram rogorc ambobs araa imdenad evropeli rom amaze tvali daxuchos da gadaxarshva schirdeba tu mixvdeba ro es yvelaferi mteli cxovreba ragac xinjad eqneba gulshi mashin mimatovebss.. es gadaxarshvis procesic ukve tveebia grdzeldeba da autanlad iwelebaa.. ar vici ra iqneba da ra unda vqnma..

    პასუხი
    • :( ცუდია. შენც შეგეკავებინა თავი :D

      პასუხი
    • მოლი

       /  აპრილი 2, 2016

      ვერ ვხვდები, რად გინდა ისეთი მამაკაცის გვერდში ყოფნა, რომელსაც უყვარხარ თურმე, მაგრამ ქალიშვილობის დაკარგვას ვერ “გპატიობს”? მითუმეტეს საპტიებელი მართლაც არაფერია. შენ თავისუფალი ადამიანი ხარ და გაქვს აკეთო ის, რაც გინდა, რა თქმა უნდა კანონის ფარგლებში და არა ტრადიციების.
      ძალიან ცუდია, თუ შენ ასე, ერთგულად და მოთმინებით ელი მის განაჩენს.
      თუ თავმოყვარეობა გაგაჩნია, ეგ ბიჭი ჩამოიშორე.რას ქვია ია ფიქრობს და მე ველოდები ასე, გაურკვევლობაში, საშინელებაა.

      პასუხი
  17. nina vigacas magrad gaumwarebixar :D ise cota propaganduli iyo sheni tema. ragac sakitxebshi getanxmebi magram mtlianobashi ara. es aris qalebis problema, rom idzaxit yvela kaci ertnairiao, vigacas tu arakaci shexvda es ar aris danarchenebis brali, ase rom yvelas nu gadagvyrit sanagveze :D

    პასუხი
  18. GMERTMA GANGSAJOS DA SHEGINDOS

    პასუხი
  19. UFLISGAN DAKARGULO MODGMAV SAQARTVELO WMINDA GVTISMSHOBLI WILXVEDRI QVEYANAA ES QVEYANA ESHMAKIS SAYUDELI VER IQNEBA GESHINODET UFALIS!!! GMERTI SIWMINDES GVIQADAGEBS SHEN SIBILWES GMERI SATNOEBISKEN GVIBIDZGEBS SHENKI WARWYMENDISKEN SWORED AMITOM GETYVI ROM ESHMAKS MSAXUREB SHEN. MEREDA RISTVIS? RA AIGE SAMAGIEROD??? MEMGONI VXVDEBI 30 VERCXLI IYO GASMRJELO ALBAT. TUMCA GMERTS RAD GIXSENEB ALBAT ARAGWAMS. NINA DAIMAXSOV ES S A Q A R T V E L O A SAKUTARI SISXLIS FASAD DAVICAV ME CHEMS QVEYANAS CHEMS RJULS DA PATIOSNEBAS QALI WMINDA UNDA IYOS KACI KI SIWMINDIS GIRSI ARC KACI UNDA DADZVREBODES DA ARC QALI IDZLEODES YVELA NAXVRETS CHIPIS CHATVLIT RISKEN MOUWODEB XALXS KATEBS DAVEMSGAVSOD DA DAJE IMATGAN GANSXVAVEBIT MARTO MAISSHI KI ARA YOVELDGE ************************. ME KACS SIWMINDE MIRCHEVNI AGVIR AXSNILOBAS. DAIMAXSOVRE KEDELSHI RO CHASHENDE GMERTS IQAC VER DAEMALEBI DA GMERTIS RISXVA URJULOEBAZE DZALIAN MDZIMEA BAVSHVEBS 15 16 WLISEBS RO URCHEV DADEQIT DA DAAAPET ERTMANETIO MSHOBLEBS AR DAUJEROT DA DAIKIDET TQVENI MAMIS AZRIO RO GINDA GAUMRUDO AM SAWYAL BAVSHVEBS ES AREULI TVINI MAGIS GAMO GMERTI DAUSJELS AR DAQTOVEBS ESHMAKIC MAGALI MAMIS DAGMOBISTVIS CHAESHVA JOJOXETSHI TFI ESHMAKS TFUI ESHMAKS TFUI ESHMAKS DIDEBA UFALS SHEN UFLIS SAWINAAGMRDEGOD MIDIXAR ANU UKVE XVDEBI VISKENAC. DAMIJERE CXOVREBA MARTO YL* AR ARIS RO MOGINDEBA SIWMINDE UKVE GVIANI IQNEBA INANE RAC SHEGICODAVS DA SWOR CXOVREBAS DAUBRUNDI EXLAKI ZECISA MXEDROBATA MTAVARANGELOZO GEVEDREBIT CHVEN UGIRSNI ESE RATA MEOXEBITA TQVENITA SHEMZGUDNET CHVEN SAFARVEL FRTETA TQVENTATA DA UXORCOSA MISISA DIDEBISA TQVENISA MIER DACULNI SHEGIVRDEBIT DA XELAPYROBIT GIGAGADEBT GELVATA GANSACDELTAGAN GVIXSEN CHVEN DIDNO MTAVARNO ZECISA DZALTANO MTAVARANGELOZNO GMRTISANO MSAXURNO SAGMRTOISA MISISA DIDEBISANO ANGELOZTA MTAVARNO DA WINAMDZGVARNO SHECDOMILTANO UMJOBESISA CHVENCA GVEOXENIT DIDSA WYALOBA UXORCOTA DZALATA ERISMTAVARNO UFALMA SHEGIWYALOT DA GAPATIOT GISURVEBT SATNOEBAS

    პასუხი
  20. nina sruliad getanxmebi martali xar da me absoliturad tanmedrove ojaxi myavs da arariandzvelmodurebi,chemi sheyvarebulic ki gavacani mat da agvistoshi zgvazec mishveben mastanertad ^_^

    პასუხი
  21. ანიტა

     /  ივლისი 26, 2013

    ნინა, დღეს ჩავუჯექი ბლოგს და ძალიან მომწონს შენი სტატიები.. კარგად წერ და რაც მთავარია გულწრფელად, გახსნილად და იმ თემებსა და პრობლემებზე, რომლებიც ნამდვილად აქტუალურია ამ ქვეყანაში..
    ერთი შეკითხვა მაქვს შენთან.. მეთვითონ 23 წლის ვარ, სექსი არ მქონია არასდროს, მაგრამ ტრადიციების და ოჯახის გამო ნამდვილად არა.. უბრალოდ ვერ ვნახე ისეთი კაცი, რომელთანაც მომინდებოდა ამის გაკეთება.. ძირითადად მათი აზროვნების გამო, ნორმალური აზროვნების კაცი არ შემხვედრია ჯერ, თან ორმხრივად რომ მოგვწონდეს და ვუგებდეთ ერთმანეთს… ხოდა მაინტერესებს რამდენად საზიანოა ეს მდგომარეობა ჯანმრთელობისთვის და ზოგადადაც რა, ძალიან გვიანი ხომ არაა? : )

    პასუხი
  22. პარკში რო დაგატარებენ ეგ კაცუკები რას ნიშნავს ვერ ვხვდები ყველა კი არ უნდა გაბოზდეს მაგის დედაც…. უკეთეს ბიჭების გაცნობაში რას გულისხმობ? უფრო მაგრები იქნებიან სექსში? მაგაში არ არის ბედნიერება დამიჯერეთ, პირველ რიგში ღვთის თვალში. სხვადასხვა ნაირი უნდა მოხვდეს ქალს რო თავი ბედნიერად იგრძნოს? რეებს ასწავლით გოგოებს, ამ პორნოგრაფიის ყურებით თავი გაქ ალბათ გამოტენილი გარყვნილი აზროვნებით. ფუ……

    P.S თუ რამე ზედმეტი ვთქვი, თემის ავტორთან ბოდიშს მოვიხდი მარა სიმართლე უნდა ითქვას.

    პასუხი
  23. ამ ცხოვრებაში თუ მოინდომა ადამიანმა შეიდზლება ქუჩაშიც ჩაიხადოს ან პირდაპირ თქვას მოდით ვისაც გინდათ დამარჭეტო.. ყველაფერი მოსალოდნელია ამის ნაირებისგან..გაუმარჯოს პატიოსან და ჯანსაღი სულის პატრონს მასტან ერთად ცხოვრებაც კარგია და სახალისო მიხარია რო კიდევ ბევრი ესეთი ადამიანი დააბიჯებს ამ ქვეყანაზე.. ჭკვიანი თუ იქნები ვერავინ შეგაცდენს… თორე ჩათლახები ბოზები და მოღალატეები საქართველოს ყოლია და სამწუხაროთ ეყოლება.. გაიგეეთ ეგრეა

    პასუხი
  24. სად იცხოვრებდით და რატომ?! თქვენ თვითონ უპასუხეთ ამ შეკითხვებს.
    sainteresoa ;)
    ragac pontSi swors bazrobt mara arc mtlad… davuSvat mica gogom…mara ro ambobt sxvadasxva bichebs gaicnobto da magari tavgadasavlebio… :D ar vici mag sxvadasxva bichebis gacnobas ra davarkva :D… nu yvelam tavad unda airchios cxovrebis gza… ise jobia Seaketot da daboldet (qalishvilobas mainc ar dakargavt tan ikaifebt) xandaxan erti Seketeba megan foxs mirchevnia :D

    პასუხი
  25. აქ მეწერა ცუდი კომენტარი.
    ბოდიშს ვუხდი ბლოგის ავტორს. ყლე ვარ.

    პასუხი
  26. ratomgac yvela qartul tradiciebze saubrobt da rac yvelaze mtavaria is gavicydebat ”rwmena”! chven martlmadidebloba ar gvadzlevs imis uflebas rom vimrushot, ra shuashia aq megobrebi mezoblebi da a.sh. yvelas tavisi azri aqvs da arc es adamiani ar unda gavkicxot, piradad chemtvis mnishvnelovani rwmenaaa da ara sxvebis azri :)

    პასუხი
    • და ბიჭებზე რატომ არ ვრცელდება თქვენი რწმენა? რატომ არ ითხოვთ ბიჭები ვაჟიშვილებად ჩაგბარდეთ ასევე გოგონებს? რატომ არ ითვლება საზოგადოებაში სირცხვილად როცა მამაკაცს სექსი აქვს ქორწინებამდე? ხომ არ გეჩვენებათ ვაჟას სიტყვეის არ იყოს მღვდლებზე წერილში, რომ მეჭურჭლის ხელობა იცითო, ჭურჭელს რომელი მხრიდანაც გინდათ იქედან უკეთებთ ხელის მოსაკიდებელსო, თქვენც ხომ არ ირგებთ რელიგიას საკუთარ თავზე? რელიგიაზე ხელის შეხოცვა არის ცუდი. ვინც ქალიშვილია რწმენის გამო ასევე დიდი სურვილი უნდა ქონდეს მისი მეუღლეც ვაჟიშვილი იყოს. ვისაც სირცხვილად არ მიაჩნია რწმენის გამო ის რომ ბიჭი ვაჟიშვილი არაა ქორწინებამდე და არ მრუშობს, არც ქალიშვილობა უნდა მიაჩნდეს სირცხვილად. ორმაგი სტანარტებია ეს, ვითომ ვაი რწმენით გამართლებული.

      პასუხი
  27. me ar mainteresebs sazogadoeba ras fiqrobs, chemi azri davcere, mrushoba mrushobaaa ra mnishveloba aqvs bichi imrushebs tu gogo

    პასუხი
    • სიძვა ქვია მაგას. მრუშობა არი ცოლი ან ქმარი რო სხვასთან წევს. დაუოჯახებელ ადამიანი რო წევს სხვასთან მაგას სიძვა ქვია

      პასუხი
  28. magram qalebs mainc ufro meti mogvetxoveba, gvinda es tu ara. ar mesmis im qalebis vinc cdilobs rom kacebs gautoldnen

    პასუხი
    • “ქალი შეიქმნა კაცის ნეკნისგან და არა ფეხისგან რომ დამცირებული ყოფილიყო ნეკნისგან ხალხო რომ მისი ტოლი იყოს” ეს როგორ გამორჩა ზოგიერთს ვინც ნამდვილ ქრისტიანობას იბრალებს?

      პასუხი
  29. ქეთი

     /  აპრილი 5, 2014

    ნინა ძალინ მომეწონა შენი პოსტები რაც წავიკითხე, კიდევ გადავიკითხავ ნელ ნელა მივყვები ყველას,მიხარია რომ შენი სახით კიდევ ერთი ადამინია რომელიც ასეთი საღად მოაზროვნეა,ბევრი გაგიჟდება, გაგლანძრავენ კიდეც ,ბოღმითაც გასკდებიან ქართველი კომპლექსიანი და არაფრის მაქნისი კაცები რომ მართლაც ბიჭუკელები არიან და არაფერი შეუძლიათ, იმის გარდა რომ ქალში მარტო აპკი დაინახონ. მთავარია ქალები იყვნენ დამოუკიდებლები და თავდაჯერებულები და ისეთი მამაკაცი იპოვონ რომელიც ზუსტად შეეფერება მათ ,ბევრი ქალიც მინახავს რომელიც ქართველ ტიპიურ მუტრუკს უბრალოდ იმსახურებს, იმიტომ რომ თვითონ აძლევს იმის საშუალებას რომ მასზე იძალადონ, ასევე 3 ლარიან ბოზებში იაროს, კაცია და გაივლისო :D თვითონ ქალების აზროვნებაა შესაცვლელი და მერე კაცებიც გადმოეწყობიან სწორ გზაზე :)) ნინა წარმატებებს გისურვებ,თვალს ვადევნებ ყველა შენს პოსტს,ნამდვილად ღირს წაკითხვა და მერე ყველასთვის გაზიარება :)))

    პასუხი
  30. qali mamakacis neknisgan imitom sheiqmna, rom misi toli yofiliyo es modzgvars ar utqvams? P.S nina kargad wer,imedia qartvelebis problemebze weras sxvebic gaagrdzeleben…

    პასუხი
  31. სოფო

     /  აგვისტო 28, 2014

    მომეწონა სტატია და უმეტესწილად ვეთანხმები, თუმცა არის რაღაც ცალკეული მომენტები რაზეც საპირისპიროს ვფიქრობ (მაგალითად ბევრთან სექსი მაინც და მაინც არ ჟღერს მაცდურად). თუმცა არც ერთი წამით არ მინანია სექსი რომ მქონდა! ყველაფერი თავისთავად და ბუნებრივად მოხდა, ყოველგვარი დაგეგმვის გარეშე. არა და მე ყოველთვის ვიყავი გოგო, რომელიც “მხოლოდ ქმარს აკოცებდა!” (ამას მე თვითონ ვამბობდი ხოლმე), თუმცა წლების ნაცნობობამ იმ ადამიანში დამანახა ის ნდობა, რომელსაც შემდეგ უკვე მოყვა ეს სიახლოვე..
    ზოგადად გოგონების უმეტესობა თხოვდება იმიტომ, რომ “ორგანიზმი თხოვს” და ნუ იტყვით რომ არ არის ასე )))) და როდესაც “ორგანიზმს თხოვნა შევუსრულე”, გარდა იმისა, რომ ბევრად სხვანაირად შევხედე ყველაფერს და მივხვდი, რომ არსად გამექცევა გათხოვება, შვილები და ქმარი – ჯერ საკუთარი თავის რეალიზება მინდა მოვახდინო, რომ ოჯახის შექმნისას საკუთარი სტაბილური შემოსავალი მქონდეს! ასევე გავიხსენი ამ ადამიანთან სრულიად სხვაგვარად, ზედმეტი ვალდებულებების და მოვალეობების გარეშე და მიხარია რომ ჩემი პარტნიორიც ზუსტად ჩემსავით აზროვნებს..

    სხვათაშორის რამოდენიმე ჩემს გათხოვილ მეგობარს ან უახლოეს ადამიანს გულდაწყვეტით აღუნიშნავს, რა მეჩქარებოდა ამდენი ვალდებულებების აკიდება, მეცხოვრა შეყვარებულთან და ბოლომდე მეგრძნო თავისუფლებაო..

    პასუხი
  32. ძალიან მომწონს შენი სტატიები :) კომენტარები წავიკითხე და ზოგ-ზოგიერთზე გამეცინა.. როდემდე უნდა გვყავდეს ვითომ ქრისტიანები ამ ქვეყანაში და ბრმად მორწმუნეები.. ერთი წიგნი არ აქვთ წაკითხული და ენა მხარზე აქვთ გადებული.. ვისი რა საქმეა მე ვისთან რა მექნება მართლა მაინტერესებს.. არამკითხეებსა ჭორიკანების ქვეყანაში ვცხოვრობთ… :დ

    პასუხი
  33. ერთ რამეში გეთანხმები ავტორო, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში უფრო ბედნიერად ცხოვრობენ სადაც, მემგონი სექსით დაკავებას სკოლის ასაკიდან იწყებენ,ვიდრე რელიგიურ ქვეყნებში სადაც ასკეტურად ცხოვრობენ, საქართველოშიც სექსი ტაბუდადებული თემაა, თუმცა სექსი რათ ქმა უნდა გარკვეული ასაკის შემდეგ ყველა ქართველ გოგოს და ბიჭს უნდება, მაგრამ ზოგიერთები ძირითადად გოგონები თავს იკავებენ და იტანჯებიან და რისი გულისთვის აკეთებენ ამას, რომ საზოგადოებამ ბოზად არ გამოაცხადოს? სისულელეა, ამერიკელები ჩვენზე განვითარებული და წინ წასული ხალხია, მაგრამ იქ ყველას ჰყავს სექსუალური პარტნიორი, სწორედაც ამიტომ არიან განვითარებულები იმიტომ აქვთ მსოფლიოში ყველაზე მაგარი უნივერსიტეტები, კეთილმოწყობილი ქალაქები, ყველანაირად იდეალური ქვეყანაა.დაუკვირდით განვითარებულ ქვეყნებში სადაც თავისუფლებაა ხალხი ბედნიერია, მკაცრ მუსულმანურ თუ სხვა რელიგიურ ქვეყნებში კი ადამიანები იტანჯებიან და ჩვენც რა ძალა გვადგია, თუ გვინდა სექსით დაკავება, დავკავდეთ ამით უფრო ბედნიერები ვიქნებით და ქვეყანას უფრო ავაშენებთ, ქართველებს ყველაზე მეტად სექსი აკლია, იმიტომაც საუბრობს ყველა ქალიშვილობის ინსტიტუტზე, კარგია თუ ცუდი, მე პირადად ტრადიციულ ოჯახში გავიზარდე მაგრამ ადამიანს არასოდეს განვიკითხავ იმ მიზეზით თუ მას გათხოვებამდე ეყოლება სექსუალური პარტნიორი, ჩვენი ქვეყანა იმიტომ ვერ მიდის წინ ,რომ დაუკმაყოფილებელია ერი, სირცხვილი სექსი არ არის, სირცხვილია ქურდობა, ნარკომანობა, ადამიანები რომლებიც სექს ამორალურობად თვლიან, ალბათ როგორ ოცნებობენ გულის სიღრმეში ხშირად დაკავდნენ ამ საქმიანობით. განა ყველა ადამიანი სექსის შედეგად არ გაჩნდა მე პირადად ძალიან მომწონს ბოიფრენდის და გელფრენდის ინსტიტუტი, ძალიან დიდი იმედი მაქვს მალე საქართველოში ეს საკითხი ტაბუდადებული აღარ იქნება და ერი დაკავდება სექსით აქტიურად, მაშინ გვეშველება.

    პასუხი
  34. მოკლედ რაც წავიკითხე კარგი იყო მომეწონა. ეს პრობლემა კი ნამდვილად არის დღეს. ნუ მე ბიჭი ვარ და არ ვყოფილვარ ბოზებში, რადგან არ მინდოდა პირველად მანდ მივსულიყავი :დ მაგრამ არ ვარ ისეთი ტრადიციების მოყვარული და რაღაც, არა კი ვცემ პატივს მაგრამ სახლშიც კი ხშირად ვითომ ხუმრობით მითქვამს, რომ თუ გოგო შემიყვარდება-მეთქი ორსულად რომც იყოს სხვისგან მაინც მოვიყვან და მამობას გავუწევ თქო. ამაზე რა თქმა უნდა დედაჩემს ნერვები ეშლება და ჭკუაზე არ არის ხოლმე, მაგრამ ეს ჩემი გადასაწყვეტია და არა მისი, ამიტომ მე ისე არ ვიქცევი ხოლმე, როგორც საზოგადოებაში არის მიღებული და ისეთ რამეებსაც ვაკეთებ რაზეც შეიძლება სხვებმა გამჭორონ, მე კი მკიდია მაგრად ხოლმე.
    და ჩემი პოზიციებიც მაქვს, რომელსაც ახლა აქ არ დავწერ. მეზარება უბრალოდ.
    მოკლედ ვფიქრობ, რომ გოგო იმის გამო არ უნდა მიატოვო მხოლოდ, რომ შენთან გულწრფელია და აღმოჩნდება რომ არ არის ქალიშვილი. რაც წარსულში მოხდა უნდა დაივიწყო და მთავარი ისაა რომ მას შენთან უნდა, რომ არ დომოდა არც შეგიყვარებდა და არც მოგცემდა. :დ
    ხო და კიდევ მე პირადად იმ გოგოსთან ისევ ისეთ ურთიერთობას შევინარჩუნებდი აი საერთოდ ყველაფერი რომ მითხრას თავისი წარსულის შესახებ მაინც. იმიტომ რომ მე ყველაზე მეტად გულწრფელობას ვაფასებ მაინც და ნდობას. თუ მენდობა და ყველაფერს მომიყვება უფრო მეტადაც შეიძლება შემიყვარდეს :დ ასეთი გოგო უკვე გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში და არა მგონია ნანობდეს ჩემთან ურთიერთობას. არ მიყვარს საკუთარ თავში ჩაკეტილი გოგოები და ისეთები, რომლებიც უხერხულად არიან ხოლმე ამ თემასთან მაინც. ეგენიც გასაგებია რატომ არიან კარგად გიწერია, მაგრამ მაინც.
    მიყვარს სიგიჟეების ჩადენა და ამაში ჩემს მეგობრებიდან არავის ეჭვი არ ეპარება ხოლმე. ყველა არანორმალურს და გიჟს მეძახის. სწორედ ამიტომაც მაქვს ეს ბლოგი გაკეთებული. :D :D ხოდა მირჩევნია რომ ყველაფერი გიჟურად წარიმართოს და არა ისე, რომ მასთან ლაპარაკისას არ იცოდე რა თქვა, უხერხულდ იგრძნო თავი იმის გამო რომ გულწრფელად არ გელაპარაკება და მაინც დამეთანხმებით ალბათ ასეთი ურთიერთობა არც მაინცდამაინც არაა სასიამოვნო ხოლმე.
    გოგოსთან ურთიერთობისას მე მოვითხოვ ალბათ იმას, რომ ყველაფერი მომიყვეს რამდენთან იყო და ა.შ. ამის გამო არ გავკიცხავ და ამიტომ. ჩემთვის მნიშვნელოვანია რამდენთან იწვა და რამდენთან ქონია სერიოზული ურთიერთობა. თუ არაფერს დამიმალავს ხომ კარგი და ყველაფერი კარგად და იდეალურად იქნება, მაგრამ თუ ვგრძნობ რომ მიმალავს იმასთან არც მე ვიქნები გულწრფელი და ასეთი ურთიერთობა არ მსიამოვნებს.
    კარგი ბლოგია ნინა ნამდვილად და შენს გულწრფელობას ნამდვილად ვაფასებ ;) ასე გააგრძელე.
    ამდენი ვილაპარაკე და ნამდვილად არ მაინტერესებს სხვისი აზრი, ვინ რას იტყვის. ქალში ნდობას ვაფასებ და სილამაზეს პირველ რიგში!.

    პასუხი
  35. ხო და კიდევ ყველას აქვს თავისი აზრი და მე ჩემი დავაფიქსირე. ზოგს არც გააჩნია საკუთარი. მე კი ნამდვილად მაქვს საკუთარი აზრი და ვთქვი კიდეც!
    ისეთი ბიჭები, როგორებიც მხოლოდ ქალიშვილებს მოიყვანთ ცოლად და შეგიძლიათ დიდი სიყვარულის მიუხედავად რომ გაგიმხილოს გოგომ ყველაფერი და მიატოვოთ აქ რატომ შემოდიხართ საერთოდ.
    ერთი კომენტარი წავიკითხე აქ, არ მახსოვს ვინ დაწერა. ზუსტად ამ თემასთან. 4 წელი ვუყვარდი და მიმატოვა გულწრფელობა რომ გამოვიჩინეო. აი ასე როგორ შეგიძლიათ არ მესმის :\

    პასუხი
  36. ჩვენს ცხოვრებას ჩვენ თვითონვე ვქმნით ისეთს როგორიცააა. ვისაც უნდა საინტერესოს გახდის, ვისაც არ უნდა ხომ ვერ დააძალებ :D ემო ან როკის მსმენელი და ეგეთი გიჟი არ გეგონოთ, ვინც საყურეებს და პირსინგებს იკეთებს, ან თმებს იღებავს :დ ეგეთი ბიჭები მეც არ მევასება მაგრამ ხომ ვიცი სიგიჟეს მაგასთან დააკავშირებენ :დდ ძალიან კარგი ცხოვრება მაქვს და ჩემს ცხოვრებას საინტერესოს სწორედ ის ხდის რომ სხვებს არ ვგავარ და სხვებივით ნორმალურად არ ვიქცევი – არასდროს!!

    პასუხი
  37. სურვილა.

     /  იანვარი 29, 2015

    visac seqsi ainteresebs shemexmianet. gogoebo.

    პასუხი
  38. .....TAVISUFALI....

     /  ივნისი 16, 2015

    მართალი ხარ, ყველას ჩვენი თავი და ჩვენი პირადი ცხოვრება ჩვენ გვეკუთნის და არა საზოგადოებას, ტრადიციას თუ საუკუნოვან სტერეოტიპებს. ყველამ თვითონ უნდა გადაწყვიტოს, როგორ წაიყვანს თავის ცხოვრებას, სექსი ექნება, დაამასტურბირებს, მონაზვნად აღიკვეცება, თავისუფალი და დამოუკიდებელი იქნება თუ მშობლებზე დამოკიდებული, მე ბიჭი ვარ და ვიცი თავისუფლებით ტკბობის გემო და ხიბლი. ამ ქვეყნად ერთხელ ვცხოვრობ და არავის და არაფელს მივცემ უფლებას გამაკონტროლოს, ამიტომ იგივეს გირჩევთ ყველას. ხალხნო, ადამიანნო, უბრალოდ იყავით “თავისუფალნი” ყველასი და ყველაფრისაგან, არა აქვს მნიშვნელობა ტრადიციული ხარ, არატრადიციული, ძველმოდური თუ თანამედროვე, უბრალოდ დაიკიდეთ ეს დედა აფეთქებული, უსამართო, ძუკნა, სასტიკი, ეგოისტი და ალბედითი “ცხოვრება”, ჩვენი ბედი წინასწარ განსაზღვრული არაა, ჩვენ ჩვენს ბედს თვითონ ვქმნით………..

    პასუხი
  39. chemtvis qartveli mmakaci amowuruli temaa, kartveli mamakacebi saertod araferi araa ai rogorc haeri isea, ar vakcev yuradgebas arc ert kartvel mamakcs, rogori simpatiuri an evropuli azrovnebis iyos, zustad vici rom taviaant kompleksebs mitomda evropuli azrovnebit nigbaven, tkvenc girtchevt, kartvel mamakacisgan ar elodot rame gansakutrebuls, mat samwuxarot ar akvt kalis pativiscemis unari,

    პასუხი
    • ......TAVISUFALI...

       /  ივლისი 25, 2015

      უკაცრავად რა გოგონი, ერთი-ორის გამო მთელი მასის გალანძღვა რა წესია ვერ გავიგე? თქვენ თუ ვინმემ გული გათკინათ იმას არ ნიშნავს რო ყველა ერთ ქვაბში უნდა მოგვხარშოთ, რა მნიშვნელობა აქ ეროვნებით ვინ ჯანდაბა იქნები ქართველი, ევროპელი, აფრიკელი, ჩინელი თუ ვაბშე უცხოპლანეტელი, მთავარია კაცი იყო და კაცურად ცხოვრობდე, და ვინც გირსი იქნება იმასაც დააფასებს მთელი ცხოვრება, შენი ჭკუის სწავლებას არ ვაპირებ და არც სურვილი მაქ, უბრალოდ გჯეროდეს რომ განსაკუთრებულებიც არსებობენ. პირიქით რო მსჯელობს ნახევარზე მეთი იმიტომაა რომ, თქვენ ნახევარზე მეტს ადგილი კუხნაში გაქვთ მისჯილი, ეს ერთი ორი ადამიანის განსასჯელი თემა არაა, ასე რომ უბრალოდ დაფიქებაც საჭიროა და ღირს ხოლმე იმ კონტექსტში რომ ადამიანურად აზროვნებ, რომ სანამ დასკვნებს გამოითანდე მარტო ერთ-ორ ფაქტსა თუ შემთხვევას არ უნდა დაეყრდნო….

      პასუხი
  40. roca giyvars da uyvarxar iq vin iyo an vin xar bolo adgilzea da tu ara bolo adgilze esegi siyvaruli ara sulac ara sajiro mogiyvanos colad mtavaria uyvarde da giyvardes ar iyos tyuili da galati esa mtavari . ert rames mivxvdi dzegls aravin dagidgavs imistvis rom aravin gaichine xalxi rboa da ar unda miaqcio yuradgeba ici rato isetebi joraoben visac undat da ver aketeben da dzvrebian sxvis saqmebshi

    პასუხი
  41. შალვა

     /  იანვარი 14, 2016

    ჩემი აზრით ყველა ქალი ძალიან მსუბუქია, ვისაც უსიყვარულოდ აქვს სექსი და უწვება ვინც გარეგნულად მოეწონება ყველას. ასეთ ქალს რეალურად პატივს არავინ სცემს და ყველა იყენებს.
    მაპატიე ნინა, :D მეტ ერთგულებას გისურვებ საკუთარი თავისადმი. P.S. კაცის ფსიქოლოგიაში ოროსანი ხარ

    პასუხი
  1. რა ვქნა? – ანუ ქალიშვილი გოგონას ფიქრები |

გააკეთე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

17maisitbilisi.wordpress.com/

17 მაისი | May 17

Interior Design - My bigget passion

Just another WordPress.com site

დაიჭირე წამი

"ცხოვრება ხანმოკლეა. დაარღვიეთ წესები, აპატიეთ სწრაფად, აკოცეთ ნელა, გიყვარდეთ გულწრფელად, იცინეთ მთელი გულით და არასდროს ინანოთ არაფერი, რამაც გაგაღიმათ",- მარკ ტვენი

გაძლიერდი და შეცვალე

მშობლები, რომლებსაც გვერიდება და გვრცხვენია ჩვენი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილის უფლებების დაცვა და მათთვის ბრძოლა, თავად ვარღვევთ ჩვენი შვილის უფლებებს ჩვენი პასიურობით

Double Illusion

Welcome To Merabino's Mind

Thought Catalog

Thought Catalog is a digital youth culture magazine dedicated to your stories and ideas.

ყველაფერი ღორობაზე

ქართული და არაქართული ღორობის არქივი

fashionmothers say:

ფეშენმაზერების დღიური - ღაღადი მოდაზე!

დეპრესია

- ` Bullshit.. because the world is full of it ))))

gvelesianidudda

A great WordPress.com site

სულელური თეორიის 9 წუთი

P.S გახსოვდეს ვინ ხარ.

Metro

Metro.co.uk: News, Sport, Showbiz, Celebrities from Metro

JamesMSama.com

Bringing dignity and integrity back to dating & relationships.

Online magazine - What I See

All what I see and find important

ვეინუ

''ქალდაკება შუა მუზეუმში''

ფეხბურთისფანები

საუკეთესო საფეხბურთო ბლოგი

SGH creative

The ugly truth by SGH

ანნას ბლოგი

ჩემეული

+18

შიშველი ბლოგი

Mariefille's Blog

ყველასთვის საინტერესო ბლოგი ცოტ-ცოტა ყველაფერზე :)

info mania news

შემოდი საქართველოში ყველაზე წარმატებულ და მხიარულ ბლოგზე. გახდი ჩვენი მკითხველი და გაუზიარეთ ის თქვენს მეგობრებს!

სოციოლოგის დღიურები

სოფლის სოციოლოგთა კლუბი

Gogonebi's Blog

Just another WordPress.com site

Dark Moonlight

empty room

ანონიმური

ყველაფერი-არაფერი (კერძოდ ანტონიმებზე)

geword.wordpress.com/

სოციალური ბლოგი

dulsinia

This WordPress.com site is the cat’s pajamas

Anwords

ჩემი ეზო

მათიუშის ბლოგი

Ⓐ Fuck copyrights, information for everyone

bashiachuki

This WordPress.com site is the bee's knees

Gijmaj-Press

ბლოგზე განთავსებული მასალები ავტორის საკუთრებაა და ნებისმიერი პოსტის დაკოპირება აკრძალულია ნებართვის გარეშე!

%d bloggers like this: