აზრები საზოგადოებაზე

 

ვიცი რომ ბლოგი დღიური არ არის. ადრე მქონდა ბლოგი ბლოგერზე და მისმაართი სულ 2-3 ადამიანმა იცოდა ჩემი გამოკლებით და ისე რომ არც იხედებოდნენ. რაღაცა მიკარგული სამყარო მქონდა და არვიცი რატომ მაგრამ მომწონდა.

მერე ასე ვთქვათ გავაბაზრე ჩემი ბლოგი, ოღონდ მას შემდეგ რაც აქ გადმოვიტანე.

და ხანდახან ხომ არის რომ არც ფეისბუქზე გეწერება, არც ფორუმზე და არც არსად და ახლა ბლოგი გახდა ასე ვთქვათ ჩემი თავშესაფარი, თან თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ფორუმიდან წამოვედი.

 

ხო ვინც არ იცის საუბარია თბილისის ფორუმზე. აქვს ფორუმს თავისი მუღამი, მაგრამ ერთ დღესაც ძალიან გბეზრდება და გღლის იქაურობა და მარად ბრძოლა სამართლიანობისთვის. როგორც ფორუმის ადმინისტრატორი იტყოდა წესებში  “ფორუმზე არ ყოფილა, არც არის და არც არასოდეს იქნება არანაირი დემოკრატია”. და ჩემი აზრით ერთი დიდი ჭაობია ფორუმი, თუმცა ის ქართული საზოგადოების ნათელი მაგალითია. ქუჩაში ჩვენი სოციალური ფენა, აზროვნება და განსხვავებულობა გვყოფს ყველა მხრივ, ჩაცმულობიდან დაწყებული, საზოადოებვრივი ტრანსპორტით დამთავრებული. აქ არ მაქვს მხოლოდ იმაზე საუბარი თუ რა ღირებულების ტანისამოსი გაცვია, უბრალო აი გიჟის ჩაცმულობა წარმოიდგინეთ, ასევე წარმოიდგინეთ ადიდის სპორტულები და წვეტიანი ტუფლები და აი მათში გამოწყობილი ადამიანი და ასევე სრულიად ნორმალურად ჩაცმული ადამიანი. მოკლედ ეს უბრალოდ მაგალითია, რომ ვიყოფით ყველანი. აი ინტერნეტ ფორუმებზე კი ეს არ ჩანს. შენ ესაუბრები ჭ ადამიანს, ჭ ნიკით, ჭ თემაზე. აქ შეიძლება იყვნენ, როგორც ნორმალური ადამიანები და არიან კიდეც ასევე ცხოვრებაზე დაბოღმილი, გამწარებული ადამიანები ან ისეთები, რომელთა ცხოვრებაც უაზროა და არაფერი აზრი არ აქვს მათ არსებობას ხშირად. ხო ძალიან მკაცრი ნათქვამია, მაგრამ ნუ სამწუხაროდ ესეა. და როგორც რეალობაშია შური და ბოღმა ისევეა ფორუმზეც. ოღონდ აქ ის განსხვავებაა, რომ ნიკს ამოფარებული შეუძლიათ ადამიანებს თავი გაასაღონ იმათ ვისაც რეალურად არ წარმოადგენენ და გეგონოთ ეს ადამიანები, კაი ტიპები და ა.შ. და ნორმალური ვინც შეიძლება იყოს კიდე ცუდ ადამიანად წარმოგიჩინოთ. ხოდა აი იმდენად დავიღალე ამ ინტრიგებისგან, შურისგან, ##ე ჭორებისგან, რომ გადავწყვიტე ეს ადგილი საერთოდ დამეტოვებინა. ადრეც მქონდა ეს სურვილი, მაგრამ “ლომკა” მქონდა ფორუმის და ისევ მივბრუნდი და ახლა არც ვათვალიერებ ხშირად. და იმდენად გული მერევა იქ უამრავ ადამიანზე, რომ შეხედვის სურვილი არ მაქვს უბრალოდ. ორი ეკრანის პირისპირ ზის ორი სხვადასხვა ადამიანი, ერთი წარმატებული/ნორმალური, მეორე კი ლუზერი/ცხოვრებაზე გამწარებული და მიდის ვირტუალური “ომი”. საწმუხაროა, რომ ინტერნეტმა წაშალა ეს საზღვრები. ასევე ცუდია, რომ ერთ სახელმწიფოში ადამიანების უმრავლესობა პატივს არ ცემს სხვის აზრებს და შეხედულებებს. ამით ვგულისხმობ ქართულ ტრადიუციულ საზოგადოებას, რომელიც არ იღებს და უარყოფს მისგან განსხვავებულად მოაზროვნეებს. კი ყველა საქვს უფლება იყოს, ისეთი როგორიც უნდა და მათ შორის არის ტრადიციულობაც, მაგრამ აი სხვისი უპატივცემულობა, მისი შეურაცხყოფა და თავზე გადავლა ეს უკვე აღარაა ნორმალურობა. ფორუმი იმ საზოგადოებისგან შედგება, რომელშიც არის საქართველოში და ძალიან ვწუხვარ რომ ქართული საზოგადოება ისეთია, რომ აღარ მინდა მისი ნაწილი ვიყო და უბრალოდ გულს მირევს მათი უსამართლო შეურაცხყოფა, უსამართლოდ განკითხვა და გაკიცხვა ჩემი, ჩემს ცხოვრებაში უნებართვოდ ცხვირის ჩაყოფა და ფორუმზე რაც გამოვლინდა ვირტუალურიდან რეალურში ჩემი ცხოვრების გაფუჭების ან ჩემთვის რაიმეს დაშავების მცდელობა. აი წარმოგიდგენიათ ადამიანში რამდენი ბოღმა და ბოროტება უნდა იყოს, რომ ინტერნეტში აღმოჩენილი/ნაპოვნი ადამიანისთვის რამეს დაშავება მოგინდეს?! და შენ თვითონ დაუწყო მტრობა ადამიანს, რომელიც არაფერს გიშავებდა, პირიქი დამეგობრებსაც კი  ცდილობდა და იკადრო უკადრისი და უღირსი საქციელი.

როცა საქართველოში ვცხოვრობდი ვერ ვგრძნობდი ამდენ ზიზღს. უბრალოდ ცხოვრობ საზოგადოებაში, რომელისთვისაც ხარ მიუღებელი და შენთვისაც მიუღებელია მათი აზროვნება და მათი საქციელი, რომელიც ნორმალურობის ფარგლებს ცდება და უცებ ხვდები ადამიანებში, რომლებიც შენსავით აზროვნებენ და გიჩნდება ზიზღი ამ სხვა საზოგადოების აზროვნების მიმართ. მე არ ვამბობ, იმას რომ აი მეზიზღებით ქართველები, არ არის ესე, მე თვითონაც ქართველი ვარ, უბრალოდ მაქვს ეს ზიზღი სიტუაციისადმი, რომელიც გამეფებულია და აზროვნებისადმი. როცა ვადარებ როგორ იქცევა ხალხი აქ, როგორია დამოკიდებულება და როგორი იყო მანდ აი, რაღაც უკმარისობის შეგრძნება მაქვს, იმისი კიდე რომ დრო დაიკარგა და რამდენი ტკივილი და დარდი მქონდა იმის გამო რომ ვიყავი ჩემთვის არაშესაფერის საზოგადოებაში.

 

გუშინ ავტობუსში ადამიანების ჯგუფთან ერთად მომიწა ჯდომა. სავარაუდოდ მეგობრები იყვნენ, გვერდით მჯდომი ბიჭი მიყურებდა და მიღიმოდა, წინ კიდე გოგონა იჯდა, რომელიც ესაუბრებოდა ამათ და ეს ბიჭიც და ერთმანეთში საუბრობდნენ მოკლედ და ამ გოგონასი შემშურდა თეთრი შურით, ვინატრე რატომ არ ვარ აქ დაბადებული მეთქი. ასევე ლამის შემიყვარდა(არა ქალ-ვაჟური სიყვარულით) ერთი ბიჭი, რომელიც გავიცანი, არის თეთრკანიანი და ყავს შავკანიანი მეუღლე და მასზე ბედნიერი და შეყვარებული არავინ არის მგონი. ვინატრე, რომ საქართველოშიც ესე იყოს.

 

ვნატრობ რომ სხვა საზოგადოება იყოს საქართველოში, ვნატრობ, რომ გული აღარ მერეოდეს ფორუმზე შესვლისას  და არ მქონდეს ამ რასისტი და სექსტი ადამიანების მიმართ წარმოუდგენლად დიდი ზიზღი. ვნატრობ, რომ საქართველოში დადგეს ის დღე, როცა გეის/ლესბოსელს/ბის მისი უფლებები ექნება და გეიზე უარეს დღეში მყოფ გოგონებსაც. გეიზე უარეს დღეში მე ვთვლი, რომ არიან არაქალიშვილები. ბევრი ორგინაციაზიაა, რომლებიც აფინანსებენ პროექტებს მათი უფლებების დაცვისთვის და არავის მგონი არ უფიქრია საქართველოში, რომ გოგონა, რომელსაც აქვს ქორწინებამდე სექსი უმცირესობას წარმოადგენს საქართველოში და გეის თუ იღებს საზოგადოება “ვაიმეე რა შაყუარელი ხარ” უწი პუწი ფრაზებიტ არაქალიშვილის რიყავს და საზიზღარ დღეში აგდებს და გააჩნია გოგონასაც რა თქმა უნდა და როგორ დადგება თავის პოზიციაზე(ნუ ეგრე გეისაც გააჩნია).

მტკივა თქვენი ჩამპალი აზროვნება, მტკივა ყოველი ადამიანის გათელილი უფლებები, მტკივა თქვენი ტკივილი. და ვიოცნებებ სანამ არ დავიღლები, რომ შეიცავლოთ.

 

———-

საღამოა და მოწყენილი ვარ. მაკ დონალსის ფასდაკლების კუპონებს ვუყურებ. ლატე მაკიატო მიმზიდველად მიყურებს. ალბათ ვიყიდი ხვალ დილით. მოწყენილი ვზივარ და ვფიქრობ მომავალზე, მალე ჩემს გამოცდებზე და ის თუ საით წამიყვანს ცხოვრება. არვიცი რატომ, მაგრამ ფეხებს მანდედ არ მოვყვარ, არ მინდა. არ მინდა მაგ საზოგადოებაში ცხოვრება და მინდა იფიქროთ რამდენია ჩემნაირი. და რანი იქნებით მალე, მინდა თქვენც იფიქროთ მომავალზე.

 

Advertisements
შემდეგი ჩანაწერი
დატოვე კომენტარი

7 Comments

  1. Frau von Welt

     /  მარტი 10, 2012

    გამარჯობა ნინა,

    რა კარგად გადმოეცი სათქმელი. ის, რასაც მეც ვფიქრობ. მეც ფორუმის ერთ-ერთი წევრი ვარ და დავიღალე სიმართლის და სამართლის ძიებით. იქნებ მეც შენსავით დამიხურია ქუდი და წამოვსულვარ, ხშირად ვფიქრობ ამაზე მაგრამ ჯერჯერობით თავს ვერ მოვერიე. თუმცა ახლა დავისახე რომ აუცილებლად გამოვერიდები ფორუმს, ყოველშემთხვევაში იმ დაავადებულ განყოფილებებს მაინც, რომელთა განკურნების იმედიც აღარ არსებობს.

    თავიდან მეგონა რომ ცოტა სინათლის შეტანა შემეძლო ამ ხალხის აზროვნებაში, მაგრამ
    იმდენად ბნელა რომ ყველა სინათლის სხივი იკარგება უკუნეთში. მენტალიტეტით შუა საუკუნეებში ჩარჩენილი საზოგადოება ვართ, რაც ძალიან, ძალიან მტკივა. კიდევ უფრო მტკივნეულია იმის გაცნობიერება, რომ სავარაუდოდ მე პირადად სხვანაირ ქართულ საზოგადოებას ვეღარც მოვესწრები (26 წლის ვარ). ალბათ ათობით და ასობით წლებმა უნდა გაიაროს კიდევ რომ დამკვიდრდეს საქართველოში ნამდვილი დემოკრატია. პიროვნების პიროვნებად აღქმა და მისთვის პიროვნული თავისუფლების მინიჭება. იმისდა მიუხედავად რომელ სექსუალურ ლიგაში “თამაშობს”: ცისფერი, ლეზბი, ქალიშვილი, არაქალიშვილი – ეს ყველაფერი რომ მთელი საზოგადოების საქმე და საკითხავი არ იყოს. რომ შეეძლოს ყველას იყოს ის, რაც უნდა რომ იყოს და ამის გამო არ განიკიცხოს.

    პატარაობაში ყოველთვის მეამაყებოდა ქართველობა, მაგრამ ახლა რამის არის შემრცხვეს. არ მინდა იმ საზოგადოების წევრი ვიყო, რომელიც ყველანაირ მარაზმს ქართველობით ამართლებს და კბილებით იცავს. დიდი კულტურის მქონე ერი ვართ, ძალიან გვეამაყება ჩვენი წარსული. რა სამწუხაროა რომ ამ წარსულის გარდა აღარაფერი შემოგვრჩა. ამ დიდი კულტურის მქონე ხალხს დისკუსიის, საუბრის, ერთურთის პატივისცემის კულტურა აღარ გააჩნია, ზოგი საწინააღმდეგო აზრს ვეღარ გამოთქვამს თავისი გენიტალიების ხსენების გარეშე. ვაი საქართველო.

    მაინც მინდა იმის იმედი დავიტოვო რომ რაიმე შეიცვლება უკეთესობისკენ, საზოგადოება დემოკრატიულად განვითარდება. ყველაფრის მიუხედავად მიყვარს ჩემი ქვეყანა და ვეცდები მე ჩემდა წილად რაც შემიძლია გავაკეთო მისთვის.

    პასუხი
    • იბრძოლებ, იბრძოლებ და ბოლოს დაიღლები. მე მართლა დავიღალე იმ უსამართლობით რაც მაგ ფორუმზე ხდება. სამწუხაროა, რომ ესეა. დაავადებულები ზოგ განყოფილებებში ჩანან უბრალოდ თორემ დამიჯერე რა განყოფილებაშიც არ უნდა გადახვიდე იქ უბრალოდ ამ თემებზე არ საუბრობენ, თორემ აბსოლიტურად იგივე სიტუაციაა. და ზოგი არის კი ისეთი განყოფილებები ძველი სასტავი, რომ არის მომჯდარი და მიდის მართლა საშინელება და გულის ამრევი სიტუაცია. კარგი იქნება თუ გინდა წამოსვლა და გეყოფა ამის ძალა. ფორუმიდან მე ადრე წავედი და მაინც ხშირად ვათავლეირებდი. ახლა იშვიათად ვათვალიერებ, ორი მიზეზი მაქვს საამისო, გული მერევა მათზე და მომბეზრდა. და ჩვენი თაოაბა ეგეთ ქართულ საზოგადოებას ნამდვილად ვერ მოესწრება, მეც ეგრე მგონია. და სამწუხაროა, მაგრამ სხვისი ლოგინის ამბები ყველას საჭორაო თემაა ხოლმე და არ შეცვლის მაგ სიტუაციას კარგა ხანი საქართველოში არაფერი, ვერ უფროსწორად.
      და მეც გეთანხმები, მთავარია ახლანდელი ჩვენი სახე, წარსულის სახეზე უფრო მეტად.
      და მეც ვცდილობ, რომ გავაკეთო, მაგრამ არც ისე ადვილია სამწუხაროდ. მაგრამ იმდეს არ მოვიშლი, რომ უკეთეს საქართველოს ვნახავ.
      დიდი მადლობა კომენტარისთვის :*

      პასუხი
  2. mec giertdebit;)chemi naazrevia gadmocemuli.martalia me forumebs ar vstumrob imitom rom tvins zedmetad ar vigli magat mainc araferi eshvelebat.mecodeba qartuli sazogadoeba xalxs shinagani kultura da ertmanetis pativiscema ar gaachnia..meore celia me saqartveloshi ar vcxovrob da simartle gitxrat sulac ar minda dabruneba..miyvars chemi qveyana magram iq sadactavisuflad ver var da ragaca makomplexsebs ar shemidzlia ver var saqartveloshi ise lagad rogorc aq..me ar vgulisxmob raime gansakutrebuls ubralod aq shinagand tavisufali var..mixaria garet gasvla seirnoba xalxis momgimare saxeebi…saqartveloshi kide saocaria da jer kidev Steinzeitia)chemtvis cota ariyos damakompleqsebelia xalxis gaocebuli tvalebi chemi misamartit mxolod imis gamo rom romelime bunebriv ferze ar maqvs tma;)ramdenime tvis cin viyavi saqartveloshi da imdenad meocxova ar mesiamovna bevri ramm rom …me es yvelaferi dzalian mtkiva magram magat jer araferi eshvelebat..da yvela problemaze rom vilaparakot dilamde ver davcer da ver davtev chems satqmels.ase rom getyvit giertdebit gogoenbo..

    პასუხი
    • აი ზუსტად ეგრე ვგრძნობ ხოლმე მეც თავს. არ მაკომპლექსებს სიტუაცია, მაგრამ თავს ძალიან შებოჭილად ვგრძნობ და თითქოს მაიმუნების გალიაში ჩამსვეს, ანუ მათ ჩემი არ ესმით და მე მათი არ მესმის. სანამ წავიდოდი მეც, მინდოდა წასვლა და ვეღარ ვძლებდი. არ მინდოდა დარჩენა ესეთ ქვეყანაში. აი ძალიან მესმის თქვენიც. მადლობა იმისთვის რომ მარტო არ ვარ.

      პასუხი
  3. ლიზა

     /  ივლისი 8, 2012

    მარტო არ ხარ ნამდვილად არსად არ არის ადამიანი მარტო,პირველ რიგში მალადეც რომ უძლებთ ფორუმებს ვერ ვერ გავუძელი ისეთი აღრევებია ლანძღვა,სხვისი მოკვლის სურვილი მერე რა სიამოვნებით და სიამაყით მოუწოდებენ სხვებსაც და ტვიტონ ისეთი გარყვნილი აზრები აქვთ ჩახედვისაც მეშინია,რამდენ ფენად უნდა დავიყოთ რა უბედურებაა,მოიცა ჯერ ვიზები გააუქმონ გადინება ნახეთ მერე ხალხის,არ ვიცი ეს კარგია თუ ცუდი ალბათ მეც წავიდოდი რომ შემეძლოს.დიდი ხანი იქნება ის აზრი უფროსი თაობისგან ჯერ კიდევ რომ მეუღლე საწოლის ფეხზე თუ არ გაბავს არ გცემს და ასე შემდეგ რას უჩივი ბედნიერი ხარ,ვიგაცის დადგენილი წესებით რატომ უნდა ვიცხოვრო თავისუფლება ცოდვაა?უსაქმურობაა გამეფებული და სხვისი ცხოვრების განხილვა არ მოითხოვს არაფრის ცოდნას და გამოცდილებას,ვერ ვიტან მათ კატეგორიულ აზროვნებას…გავჩერდები თორემ ნერვები მეშლება

    პასუხი
  4. მაშინ მიდით ყველას გზა თავისუფალია ნიკოფსიიდან დარუბანდამდე ნებათქვენია..
    ბინდზური აზრები კიდევ კაი არ მამოდზრავებს ჯამრტელი სულის ადამიანებს გაუმარჯოს. ვენაცვალე მათ

    პასუხი
  5. ar eshveleba shansii araa :):(: zewola yvelaze cudi da sxvisi azri ,fiqroben ase magram aketeben sxvas,,ar ician ra undatt , gaurkvevloba yvelazee sahishia, ar ici ra ginda an rogori ginda(ubralod miyvebi ra da bolos tavis tkivilebi gewyeba, bolos vegarc fiqrob da eshvebii, karocheeee daiviwye ra :)rac davwere ;)

    პასუხი

გააკეთე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

17maisitbilisi.wordpress.com/

17 მაისი | May 17

Interior Design - My bigget passion

Just another WordPress.com site

დაიჭირე წამი

"ცხოვრება ხანმოკლეა. დაარღვიეთ წესები, აპატიეთ სწრაფად, აკოცეთ ნელა, გიყვარდეთ გულწრფელად, იცინეთ მთელი გულით და არასდროს ინანოთ არაფერი, რამაც გაგაღიმათ",- მარკ ტვენი

გაძლიერდი და შეცვალე

მშობლები, რომლებსაც გვერიდება და გვრცხვენია ჩვენი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილის უფლებების დაცვა და მათთვის ბრძოლა, თავად ვარღვევთ ჩვენი შვილის უფლებებს ჩვენი პასიურობით

Double Illusion

Welcome To Merabino's Mind

Thought Catalog

Thought Catalog is a digital youth culture magazine dedicated to your stories and ideas.

ყველაფერი ღორობაზე

ქართული და არაქართული ღორობის არქივი

fashionmothers say:

ფეშენმაზერების დღიური - ღაღადი მოდაზე!

დეპრესია

- ` Bullshit.. because the world is full of it ))))

gvelesianidudda

A great WordPress.com site

სულელური თეორიის 9 წუთი

P.S გახსოვდეს ვინ ხარ.

Metro

Metro.co.uk: News, Sport, Showbiz, Celebrities from Metro

JamesMSama.com

Bringing dignity and integrity back to dating & relationships.

Online magazine - What I See

All what I see and find important

ვეინუ

''ქალდაკება შუა მუზეუმში''

ფეხბურთისფანები

საუკეთესო საფეხბურთო ბლოგი

SGH creative

The ugly truth by SGH

ანნას ბლოგი

ჩემეული

+18

შიშველი ბლოგი

Mariefille's Blog

ყველასთვის საინტერესო ბლოგი ცოტ-ცოტა ყველაფერზე :)

info mania news

შემოდი საქართველოში ყველაზე წარმატებულ და მხიარულ ბლოგზე. გახდი ჩვენი მკითხველი და გაუზიარეთ ის თქვენს მეგობრებს!

სოციოლოგის დღიურები

სოფლის სოციოლოგთა კლუბი

Gogonebi's Blog

Just another WordPress.com site

Dark Moonlight

empty room

ანონიმური

ყველაფერი-არაფერი (კერძოდ ანტონიმებზე)

geword.wordpress.com/

სოციალური ბლოგი

dulsinia

This WordPress.com site is the cat’s pajamas

Anwords

ჩემი ეზო

მათიუშის ბლოგი

Ⓐ Fuck copyrights, information for everyone

bashiachuki

This WordPress.com site is the bee's knees

Gijmaj-Press

ბლოგზე განთავსებული მასალები ავტორის საკუთრებაა და ნებისმიერი პოსტის დაკოპირება აკრძალულია ნებართვის გარეშე!

%d bloggers like this: