როგორ ვისწავლოთ ღამე

ყავა, ღამე სწავლა

მალე ახლოვდება გამოცდები და შენ კი დრო არ გყოფნის სწავლისთვის? ღამე ძილი გერევა? რამდენიმე გამოცდილი ხერხია თუ როგორ არ უნდა დაგეძინოს ღამე სწავლისას და რამდენიმე ხერხი კონცენტრირებისთვის. რა თქმა უნდა პირადი გამოცდილებიდან და ცოტა მიღებული ცოდნიდან.
9 მარტივი რჩევა იმისთვის, თუ როგორ გავძლოთ ღამე და გავახადოთ მაქსიმალურად ნაყოფიერი.

განწყობის ფსიქოლოგია
როგორც ქართველი ფსიქოლოგი და ფილოსოფოსი დიმიტრი უზნაძე თვლიდა, განწყობა მართლაც ძალიან მნიშმვნელოვანია. მაგალიად როცა ხედავთ დაულაგებელ ლოგინს, შეიძლება ამ დროს განეწყობოდეთ ძილისთვის. დაღლილი როცა მოხვალ და საშინლად გეძინება და ამ დროს გადაშლილ საბანს, ფუმფულა ბალშის დაინახავთ რა თქმა უნდა ძილი მოგინდებათ. ამიტომ შეეცადეთ თქვენი სამუშაო გარემო ისე მოაწყოთ, რომ ძილისთვის არ განეწყობოდეთ და მოაწყვეთ გარემო ისე, რომ განგაწყოთ სწავლისთვის. აალაგეთ ლოგინი, ნუ წამოწვებით ბალიშზე მოხერხებულად მეცადინეობისას და ა.შ.

თბილა ანუ მეძინება
ეს მეორე პუნქტიც განწყობას უკავშირდება, მაგრამ დარწმუნებული ვარ ბევრს დაავიწყდება. მაგალითად ზამთარში თბილ ოთახში, გამთბარ რადიატორთან უფრო მოგინდებათ ძილი ვიდრე, მაშინ როცა ფანჯარაა ღიაა და ცივა. სიცივე აფხიზლებს, ასე რომ ოთახში ნუ შეიქმნით ზედმეტ კომფორტს.

ყურადღება, რომ არ გაგვეფანტოს
თავიდან მოიშოორეთ ნივთები, რომლებიც გიფანტავთ ყურადღებას და გართმევთ დროს. ასეთი მობილური და კომპიუტერია. თუ სწავლისას კომპიუტერი გჭირდებათ გამორთეთ სოციალური ქსელები, სკაიპი და ყველა ის საიტი, რომლებიც გჭირდებათ გართობისთვის. და თამაშებზეც არ უნდა დაკარგოთ დრო რა თქმა უნდა. ღამე ისევ თქვენი მეგობარი თუ გწერთ რაღაც სისულელეს მობილურ ტელეფონზე და შეიძლება დილითაც უპასუხოდ და მოიმიზეზოთ, რომ გეძინათ. :D (გეპეის ერთი ძველი ანეგდოტი გამახსენდა დავურეკავ ერთ საყავრელს და ვეტყვი არ მცალიაო, დავურეკავ მეორე საყავრელს და იმასაც ვეტყვი არ მცალიაო, დავურეკავ ცოლს და ვეტყვი არ მცალია და არ მოვალო და მერე დავჯდები და ვხაზავ და ვხაზავო).

კვება და სასმელები
ხშირად გამოფხიზლებისთვის საჭიროა კოფეინი და სწორი კვება. ბევრის ჭამის შემდეგ ბევრ ადამიანს ძილის სურვილი ერევა. თუ აპირებთ მეცადინეობას მოერიდეთ ბევრის ჭამას და ნუ მიეძალებით ნახშირწყლებს და ტკბილეულს. ტკბილეული კი საჭიროა, მაგრამ არც ისე. თუ ძალიან მოგშივდათ და წახემსება გინდათ ხოლმე ამისთვის საკმარისია ხილი, ბოსტნეული, ცილოვანი საკვები ან რძის პროდუქტები(ეს სასურველია დიდი რაოდენობით არა, თუ რატომ ქვემოთ წაიკითხეთ). და საკვები არავითარ შემთხვევაში დიდი რაოდენობით, ძღომის შემდეგ მართლაც ბევრ ადამიანს უჩნდება ძილის სურვილი. თუ მაინც გძლევთ ჭამის სურვილი ცოტა-ცოტა ჭამეთ 2-3 საათიანი ინტერვალებით.

ახლა რაც შეეხება ყავას. ძალიან დამტკბარი და რძიანი ყავა ვერ გამოგაფხიზლებთ. საერთოდ კალცი, რომელსაც შეიცავს რძე, ანეიტრალებს კოფიენს, ამიტომაც დავწერე რძის პროდუქტები დიდი რაოდენობით არასასურველია მეთქი. ასევე არასასურველია შაქარიც. ყველაზე მაგარი ყავა რაც კი შეგიძლიათ დალიოთ არის ცივი ყავა და გამოფხიზლებისთვის საუკეთესოა, ენერგეტიკული სასმელების შემდეგ. და შაქარს რაც შეეხება და ნახშირწყლებს კი გონებისთვის კარგია, მაგრამ რაც მიღებული გექნებათ იმ დღეს ისიც საკმარისი იქნება.

ცივი  ყავა

ცივი ყავის რეცეპტი მარტვია. თუ გაქვთ რაიმე თერმოსის ტიპის სადაც შეგიძლიათ წყალი შეანჯღიოთ კარგია, თუ არადა არ წარმოადგენს ეს პრობლემაც, ბოთლიც საკამრისია. ყავა დაახლოებით 2 კოვზი და შაქარი არასასურველია, თუმცა შეგიძლიათ დამაატოთ და რძესაც უშვებიან თუ გამოფხიზლებისთვის არ ჭირდებათ იმდენად, მაგამ ჩვენთვის სასურველია ყავა ახლა მხოლოდ და თუ გაუძლებთ 2 კოვზზე მეტს რამდენიც გინდათ იმდენი ჩაყარეთ.
ამის შემდეგ ვასხამთ ცივ წყალს, ვუხურავთ თავსახურს ბოთლს და ვანჯღრევთ. მალე დაინახავთ, რომ დაუყენდება ქაფი, რაც უფრო დიდხანს შეანჯღრევთ მით უფრო მაგარია ყავა. შემდეგ გადმოასხით ჭიქაში და სურვილისმებრ დაამატეთ ყინულები.

ცივი ყავა ბევრად უფრო აფხიზლებს ვიდრე მაგალითად კაფუჩინო ან ლატე მაკიატო. სხვა ყავა თუ უფრო გაფხიზლებთ შეგიძლიათ ის მიირთვათ. ასევე ძალიან კარგია ესპრესოც გამოფხიზლებისთვის (100 მგ კოფეინი ერთი ჭიქაში).

ენერგეტიკული სასმელებიც ამ დროს კარგი გამოსავალია. არსებობს რამდენიმე ენერგეტიკული სასმელი.
ეს მათი სახელწოდებები და კოფეინის შემცველობაა.

Bawls Guarana 16 oz 100mg
Red Bull 8.4 oz. 80 mg
Monster 8 oz. 80 mg
Rockstar 16oz 160mg
NOS 16 oz. 260 mg
5-Hour Energy 2 oz. 207 mg

არ დაგავიწდეთ ასევე კოფეინის შემცველი სასმელები, მაგალითად ისეთი როგორიც არის კოკა-კოლა, სპრაიტი. ჩემი რეკომენდაცია კოკა-კოლა ზეროს, დაბალი შაქრის შემცველობის და 0 კალორიის გამო.

ასევე შეგიძლიათ დალიოთ კოფეინის შემცვალი ტაბლეტები. აფთიაქში იყიდება და რეცეპტის გარეშე არის შესაძლებელი მათი ყიდვა.

როგორ არ ჩაგვეძინოს
გამოფხიზლდით, ცივი წყალი მიიშხურეთ სახეზე, აივანზე გადით რამოდენიმე წუთი, ტუალეტში თუ გინდათ დიდხანს ნუ შეყოვდნებით და აუციელბლად დაიცალეთ სითხეებისგან. ისეც სვით წყალი. გადით ასევე აივანზე თუ შესაძლებლობა გაქვთ ამის 2-3 წუთი. გადაღლისას შეეცადეთ 3-4 წუთიანი შესვენება მისცეთ საკუთარ თავს და არავითარი ფრაზები აი სულ 2 წუთით დავხუჭავ თვალებს და მერე გავიღვიძებ. ყველა ასე იწყებს ჩაძინებას.
და ჩართეთ ოთახში შუქი, მხოლოდ მაგიდის ნათურის შუქზე ნუ იმეცადინებთ.

1-2 ან 3 საათი ძილი სიფხიზლისთვის
თუ მაინც ძალიან გეძინებათ და უკვე ვერ ძლებთ, დაიძინეთ 2-3 საათით. დააყენეთ მაღვიძარა და შემდეგ ადექით და იმეცადინეთ, ეს ერთ-ერთი ცნობილი ხერხია და ახალი ძალებით იმდენად აღარც მოგინდებათ დაძინება. მაღვიძარა სასურველია თქვენგაც ცოტა მოშორებით დადოთ რომ გამორთვისთვის ადგომა დაგჭირდეთ.

თემების ცვლა
როცა სწავლობთ და რომელიმე თემა მოსაწყენი და მონოტონურია და თქვენში ძილის შერძნებას იწვევს გადადით ცოტა ხნით სხვა თემაზე და მერე მოგვიანებით დაუბრუნდით იგივე თემას, ან ორი წუთით გააკეთეთ სხვა რამე. არაფერია მონოტონურობაზე ძილის მომგვრელი და შეეცადეთ კითხვისას აზრი დაატანოთ იმას თუ რას კითხულობთ და არ წაიკითხოთ ზედპირულად, თორემ ძილი გარანტირებული გაქვთ.

თვალების დასვენება და საუკეთესო პოზა სწავლისთვის
თვალების დასვენებისთვის გახედეთ ყველაზე შორ წერტილს ოთახში და მიაშტერდით ცოტა ხანი. ასევე თუ თვალის გარსის სიმშრალე გაწუხებთ გამოიყენეთ დამანოტივებელი სპეციალური სითხე თვალებისთვის. აფთიაქში გაიცემა ესეც ურეცეპტოდ. და თვალების სიჯანსაღისთვის მოერიდეთ დაწოლილი კითხვას. წნევა აწვება ამ დროს თვალებს და მხედებლობას აფუჭებს.
ასევე სისხლის უკეთესად მიწოდებისთვის ტვინისთვის ფეხები რამეზე შემოაწყვეთ. მაგალითად თუ ზიხართ ფეხები შემოაწყვეთ მეორე სკამზე. ამ პოზაში სისხლი უკეთ მოძრაობს და უკეთ მიეწოდბა ტვინს და უკეთესად აზროვნებთ.

სექსი და ჰორმონები
ნუ გადაყწვეტთ სექსის მერე ღამის გათენებას ან თუ იცით რომ ღამე უნდა გაათითო სექსს და მასტურბირებას მოარიდეთ თავი. დაკმაყოფილების შემდეგ ხშირად ისეთი ჰორმონები წარმოიქმნება, რომელიც ძილზე აგებს პასუხს.
ასევე შეიძლება ძილის სურვილის დროს ცოტათი ვარჯიში და მოძრაობა გამოზაფხიზლებლად.

იმედია გამოგადგებათ ეს რჩევები. სასურველია ღამე სწავლას მოერიდოთ და არ მიიღოთ ბევრი კოფეინი. ღამე სწავალა უნდა იყოს დროებითი და არა მუდმივი. წარმატებებს გისურვებთ კარიერულ ასპარეზზე.

Advertisements
დატოვე კომენტარი

4 Comments

  1. ნინა, გამარჯობა!
    თქვენი ეს პოსტი აღმოვაჩინე სხვა საიტზე – http://kobessaxli.weebly.com/21/category/eb9526df67/1.html
    მაინტერესებს, თქვენი ნებართვით მოხდა მისი კოპირება თუ არა. ამ საიტზე სხვა ბლოგერის პოსტიც იდო, რომელიც ამჟამად წაშლილია. სავარაუდოდ, მას შემდეგ წაიშალა, რაც ავტორმა მისწერა.
    შეგიძლიათ, მისწეროთ თქვენც და მოითხოვოთ წაშლა. ბლოგისთვის “ბლოგერები პლაგიატის წინააღმდეგ” ახლა ვამზადებ პოსტს, სადაც ეს საიტიც ფიგურირებს და თუ თქვენთვისაც მნიშვნელოვანია ეს საკითხი, სიამოვნებით დავუცდი თქვენი გამოხმაურების შედეგს საიტის ადმინისტრაციის მხრიდან. მადლობა წინასწარ!

    პასუხი
    • ბოდიში ახლა ვნახე ეს. არა მე არ მიმიცა ამის ნებართვა. მაინც ვერ აქაჩავს იმ უცხო საიტს. და რომ მივწერო, რატომ ვიშალო ნერვები.
      მალე გავუკეთებ ამას ქოფირაითს, რაღაცა სპეციალური რაღაც ხომ არსებობს ბლოგებისთვის. აი იმას და მერე იმედია ვეღარ მოიპარავს.

      პასუხი
      • კი ბატონო, უბრალოდ, იგივე ბლოგზე სხვა პოსტიც ვიპოვეთ, რომლის შესახებაც უკვე დავწერეთ: http://netplagiarism.wordpress.com/2012/05/22/four-plagiarists/… უბრალოდ, თუკი მისწერთ, სავარაუდოდ წაშლიან, დანარჩენი უკვე თქვენი ნებაა :)

  2. მივწერე და იმედია წაშლის. ჩემი აზრით ჩემი ეგ პოსტი ireporter.ge-იდან აიღო

    პასუხი

გააკეთე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

17maisitbilisi.wordpress.com/

17 მაისი | May 17

Interior Design - My bigget passion

Just another WordPress.com site

დაიჭირე წამი

"ცხოვრება ხანმოკლეა. დაარღვიეთ წესები, აპატიეთ სწრაფად, აკოცეთ ნელა, გიყვარდეთ გულწრფელად, იცინეთ მთელი გულით და არასდროს ინანოთ არაფერი, რამაც გაგაღიმათ",- მარკ ტვენი

გაძლიერდი და შეცვალე

მშობლები, რომლებსაც გვერიდება და გვრცხვენია ჩვენი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილის უფლებების დაცვა და მათთვის ბრძოლა, თავად ვარღვევთ ჩვენი შვილის უფლებებს ჩვენი პასიურობით

Double Illusion

Welcome To Merabino's Mind

Thought Catalog

Thought Catalog is a digital youth culture magazine dedicated to your stories and ideas.

ყველაფერი ღორობაზე

ქართული და არაქართული ღორობის არქივი

fashionmothers say:

ფეშენმაზერების დღიური - ღაღადი მოდაზე!

დეპრესია

- ` Bullshit.. because the world is full of it ))))

gvelesianidudda

A great WordPress.com site

სულელური თეორიის 9 წუთი

P.S გახსოვდეს ვინ ხარ.

Metro

Metro.co.uk: News, Sport, Showbiz, Celebrities from Metro

JamesMSama.com

Bringing dignity and integrity back to dating & relationships.

Online magazine - What I See

All what I see and find important

ვეინუ

''ქალდაკება შუა მუზეუმში''

ფეხბურთისფანები

საუკეთესო საფეხბურთო ბლოგი

SGH creative

The ugly truth by SGH

ანნას ბლოგი

ჩემეული

+18

შიშველი ბლოგი

Mariefille's Blog

ყველასთვის საინტერესო ბლოგი ცოტ-ცოტა ყველაფერზე :)

info mania news

შემოდი საქართველოში ყველაზე წარმატებულ და მხიარულ ბლოგზე. გახდი ჩვენი მკითხველი და გაუზიარეთ ის თქვენს მეგობრებს!

სოციოლოგის დღიურები

სოფლის სოციოლოგთა კლუბი

Gogonebi's Blog

Just another WordPress.com site

Dark Moonlight

empty room

ანონიმური

ყველაფერი-არაფერი (კერძოდ ანტონიმებზე)

geword.wordpress.com/

სოციალური ბლოგი

dulsinia

This WordPress.com site is the cat’s pajamas

Anwords

ჩემი ეზო

მათიუშის ბლოგი

Ⓐ Fuck copyrights, information for everyone

bashiachuki

This WordPress.com site is the bee's knees

Gijmaj-Press

ბლოგზე განთავსებული მასალები ავტორის საკუთრებაა და ნებისმიერი პოსტის დაკოპირება აკრძალულია ნებართვის გარეშე!

%d bloggers like this: