pink.ge და ადამიანის გამოყენება

ახალი საიტი გამოჩნდა ქართულ ინტერნეტ სივრცეში pink.ge . შევედი და ნამდვილად არ დავრჩი უკმაყოფილო, ვგულისხმობ სტატიებს, დიზაინს და ა.შ.
გადავხედე კიდევ ერთხელ და  მართლაც არაფერი დაეწუნება გარდა რამდენიმე რამისა. ვკითხულობ თუ როგორ ხდებიან ადამიანები pink.ge-ს ავტორები. რა თქმა უნდა სრულიად უფასოდ ძნელია ადამიანის მოტივაცია. საიტის ადმინისტრატორი ან დამფუძნებელი არის ძალიან ჭკვიანი გოგონა/ქალბატონი ამასაც ვაღიარებ. მართლაც რომ შთამეჭდავი მოტივაცია მოიფიქრა როგორ მკითხველებისთვის ასევე ავტორებისთვის. ოღონდაც ჩემი სურვილი იქნება რამდენიმე რამ განვუმარტო როგორც ავტორებს.
საიტზე წავიკითხე და კონკრეტულად კი აი აქ –> http://pink.ge/help/points/. მინდა მოვიყვანო ციტატა.

“1.ყოველი ახლად დარეგისტრირებული მომხმარებელი საჩუქრად იღებს 100 ❀ ქულას.
2.ავტორს ახალი სტატიის გამოქვეყნებისთანავე ერიცხება 100 ❀ ქულა.
3.ყოველი ახალი კომენტარის გაკეთებისთანავე მომხმარებელს ერიცხება 2 ❀ ქულა.
ავტორს თავის სტატიაზე სხვების მიერ გაკეთებული ყოველ ახალ კომენტარისთვის ერიცხება 1 ❀ ქულა.
4.მომხმარებლები იღებენ 20 ❀ ქულას გამოკითხვაში მონაწილეობისთვის.
5.შემოსვლა საიტზე – ყოველ 24 საათში 5 ❀ქულა”

რას ვიღებთ ამ ქულების სანაცვლოდ? ანუ რატომ უნდა დავაგროვოთ ეს ქულები. იმ ლინკიდან, რომელიც უკვე მივუთითე გადავდივართ აუქციონზე, რომელზეც დაგროვილი ქულების მიხედვით შეგვიძლია ამა თუ იმ ნივთების შეძენა.
ახლა რა ნივთები იყო ეს. სულ ვნახე 4 ნივთი თვალის ჩრდილები(2 ცალი სხვადასხვა) – 2000 ქულა ან მეორე 1850, ფეხსაცმელი კონკრეტული ზომა 3500, კაბა ასევე კონკრეტული ზომა 3000.

მოდი განვიხილოთ მხოლოდ ფეხსაცმელი. ყველაზე ძვირი ეგ ღირდა ანუ ყველაზე ბევრი ქულა. ვთქვათ მარტო სტატიები ჩავთვალოთ ანუ ეს ქუელბი სტატიების დაწერით მოაგროვეთ. ამ ფეხსაცმლის სანაცვლოდ თქვენ უნდა დაწეროთ 35 სტატია. (3500 / 100)
შეგიძლიათ სხვა სახითაც მოაგროვოთ ქულები, ეს ყველაფერი გათვლილია იმაზე, რომ თქვენ ყოველდღიურად ესტუმროთ საიტს, წეროთ კომენტარები და ა.შ. ანუ გარდა იმისა, რომ თქვენ ქმნით პროდუქტს, თქვენ თვითონვე ხართ პროდუტი ანუ ვიზიტორი, რომელსაც უნდა შეთავაზო უამრავი სახის რეკლამა და რომელის ვიზიტსაც მიყიდი კომპანიას, რომელსაც უდნა თავისი პროდუქცია მოგყიდოს შენ.

ეს ყველაფერი ერთი შეხედვით მიმზიდველად გამოიყურება.
როცა დავინახე ფეხსაცმელი და კონკრეტული ზომა ჩემს თავს კითხვა დავუსვი, ჰმ… კონკრეტული ზომა რატომ? ასეთი ტიპის გაყიდვებზე ამომიტივტივდა გონებაში ფორუმ.გე-ს ონლიან შოფინგის განყოფილება, რომელიც არც თუ ისე დიდი ხანია გამოეყო სილამაზისა და მოდის განყოფილებას და იქ არის ერთი თემა, ჩვენი მაღაზია. ამ “მაღაზიაში” შეგიძლია მხოლოდ გაყიდო ნივთები, რომლებიც გამოიწერე უცხოური საიტებიდან და არ მოგერგო, არ მოგეწონა და ა.შ. საიტის ადმინისტრატორი, არის ფორუმელი და მისი ფორუმული ნიკია Sweet Baby Girl და რა თქმა უნდა იმ თემაში მისი პოსტებიც მახსოვს. მოვძებნეთ ეს ჩვენი ლეგენდარული ფეხსაცმელი, რომელიც სვითიმ 2010 წელს იყიდა და შეიძლება ცოტათი კიდე უფრო ადრე და რამდენჯერმე ეცადა მის გაყიდვას. ესეც სქრინი.

სურათის სრული რეზოლუციის სანახავად დააჭირეთ ფოტოს. არა არის გამორიცხული, რომ ამ პოსტის მერე ეს პოსტი წაიშალოს იქ სადაც არის.

სქრინზე ვხედავთ რომ სვითი წერს, რომ ისევ იყიდება, ანუ მანამდეც ცადა გაყიდვა და ვერ გაყიდა, როგორც ჩანს ახლაც ჯერ-ჯერობით ვერ გაყიდა. მოდი ახლა გადავიდეთ სვითი მიერ დადებულ ლინკზე და იქ ვნახოთ რა ხდება ანუ რა ღირს ეს ფეხსაცმელი რეალურად.

ფოტო სამწუხაროდ აღარ ჩანს, ბოლოს და ბოლოს ორი წლის წინანდელი პროდუქტია, მაგრამ კარგად შეგიძლიათ გაარჩიოთ ფასი 12.20 $. ჩამოატანა ამისი დაახლოებით ჯდება 7.5$ ანუ ჯამში 19,7$.
ახლა მოდი გადავიყვანოთ ეს ლარებში ან დოლარებში დავთვალოთ თქვენი ერთი სტატიის ფასი. მიახლოებით ერთი სტატია გამოგდით 0.5$ და ახლანდელი კურსით ლარებში კურსი ახლა ამჟამად არის 1.65 თუ ასე არ არის, შემისწორეთ, ოღონდ ამ სტატიის დაწერიდან დიდი ხნის მერე არა. ანუ გამოდის რომ ერთი სტატია ჯდება 82,5 თეთრი.
რამდენ დროს ხარჯავთ სტატიაზე? დავიჯერო მხოლოდ ნახევარ საათს? ჯერ ერთი დაწერას უნდა დრო, მანამდე მოფიქრებას, ასევე იქ ფოტოების ჩასმას, გალამაზებას, შეცდომების ჩასწორებას, ხშირად ინტერნეტში ინფორმაციის მოძიება ან თარგმნა გჭირდებათ და ა.შ. ჩემი აზრით 1 საათს მაინც დახარჯავთ და გააჩნია სტატიასაც. მარშუტკაში იმაზე ფიქრი თუ რაზე დაწეროთ სტატია, ესეც თქვენი დროა.
ანუ საათში თქვენ იღებთ 82 თეთრს. უფრო სამართლაინი იქნებოდა ასევე ის ჩემი აზრით, რომ სვითის გაეგრძელებინა იმ ნივთების სხვაგან გაყიდვა რომელიც, არ მოერგო, არ მოეწონა, უხარისხო გამოდგა და ა.შ. და იმის არჩევანი მაინც გქონოდათ სიტყვაზე, რომ თქვენი სასურველი ზომა მაინც შეგერჩიათ. ახლა არის ორი ვარიანტი, ან იყიდოთ შემოთავაზებული კოსმეტიკა , რომლიც უნივერსალურია და არაა ისე როგორც ტანისამოსი ან ფეხსაცმელი ან ის ნივთები, რომელიც საიტის ადმინისტრატორს არ მოერგო და დაიწუნა. დაწუნებულში შეიძლება კოსმეტიკაც გადიოდეს, მაგალითად თვალების ჩრდილის ფერი არ იყო ისეთი, როგორიც ეგონა.
1 საათში შეიძლება ბევრად მეტი სასარგებლო საქმე გააკეთო ან უფრო ანაზღაურებადი სამსახური იპოვო ვიდრე ეს. ის, რომ თუნდაც ისწვალო და გააკეთო შენი საქმე, რომელიც მომავალში დაგეხმარება ბევრად უფრო უკეთესია, ვიდრე ეს სამსახური ჩემი აზრით. ალბათ რომ შემოეთავაზებინა 80 თეთრი ერთ სტატიაში, (თავს უფლებას მივცემ და ცოტა დავამგრვალებ) ალბათ არ დათანმხდებოდით თუმცა დათანხმდით ბრჭყვიალა ნივთებს (გოგონებს უყვართ ბჭყვიალა ნივთები), რომელის ისტორია ალბათ არ იცოდით. დარწმუნებული ვარ სხვა ნივთებზე, რომ მოვძებნო მსგავს ინფორმაციას ვიპოვი.

კი ისიც მესმის, რომ ახალი საიტია და რა თქმა უნდა ბევრს ისეც არ იხიდან საქართველოში ადამიანის შრომაში, მითუმეტეს წერაში, მაგრამ შეიძლება ადამიანს შესთავაზო ის მაინც, რომ ვთქვათ ერჩივნოს ფული, რაც არის მაგალითად 20$-მდე თანხა 35 სტატიაში ანაც შესთავაზო, რომელიმე ნივთი და მიცე ზომის ამორჩევის შესაძლებლობა, მაგრამ სვითის აშკარად ბევრი გასაყიდი ნივთი დაუგროვდა, რომელიც არ მოეწონა ან არ მოერგო. შეუძლია დაიხმაროს, მისივე ნაცნობ მეგობრები, რომლებიც ასევე სარგებლობენ ონლიან შოპინგით.

მე მიმაჩნია, რომ ეს გოგო ძალიან ჭკვიანია და ძალიან კარგად მოიფიქრა, როგორ გააკეთოს მისი რამდენიმე საქმე ისე, რომ თქვენ კმაყოფილად გრძნობდეთ თავს და თვითონაც სარგებელი ნახოს საიტიდან.
მართლა არ ვარ შური, ბოღმა, ღვარძლიანი და ა.შ. ბლოგოსფერო ეს თავისუფალი სივრცეა და ყველას შეუძლია დააფიქსიროს თავისი აზრი და რა თქმა უნდა მეც ვაფიქსირებ.

ასევე თქვენი ნებაა თქვენს თავისუფალ დროს როგორ გამოიყენებთ, გახდით მას თქვენთვის უფრო სარგებლის მომტანს, დაწერთ თუ დახარჯვათ სვითის დაწუნებული ფესხაცმლისთვის 35 სტატიის დაწერით.

წარმატებებს გისურვებთ საიტის ადმინისტრატორსაც და ავტორებსაც.

Advertisements
შემდეგი ჩანაწერი
დატოვე კომენტარი

3 Comments

  1. ბაჩო

     /  მარტი 13, 2012

    ნინ, ძალიან კარგად ჩაწვდი საქმის არსს. არისერთ ნიუანსი რომელსაც არ ითვალისწინებ თუ არ გინდა დაინახო, არ ვიცი.
    კარგი მენეჯერიც ის არის ვინც უკეთესად დააჯერებს ადამიანებს თავის მიერ მიცემულ დავალების სისწორე-სამართლიანობაში და ამით თვითონ ნაკლებად დაიტვირთავს თავს. :)
    არმეთანხმები? მე არ ვამბობ სიზარმაცეზე. ჰოდა სვითიც ასე დააჯერებს ადამიანებს რომ, ისენი ქმნიან პროდუქტს და ეს ფეხსაცმელი, კაბა თ თვალის ჩრდილები – არც მეტი და არც ნაკლები – მოსაპოვებელია :)

    შენ ფორუმის რიგით იუზერზე ამბობ ასე და ასე ქნაო, ურბანისტი ვარ და მთელ მერიას შენიშვნები შემიძლია მივცე, მაგრამ რა? :(

    პასუხი
    • მერე კი არ მითქვამს სულელია მეთქი. ძალიან ჭკვიანია, იმიტომ ახერხებს ისე გააკეთოს, რომ ამის გამო წერონ. მე უბრალოდ მინდოდა დამეწერა. და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ადამიანი არაა ერთადერთი შემთხვევა. პირველად გამჩნდა სურვილი, მაგრამ თუ სურვილი გენქება მითხარი და ემაილზე, რომელსაც უთითებ ჩემი ფეისბუქის მისამართს გამოგიგზავნი და ვიმეგობროთ.

      პასუხი
      • გამარჯობა :)) ახლა ვიპოვე ეს პოსტი და კარგი იქნებოდა ადრე მეპოვა, რომ პასუხი გამეცა. გეტყობა, რომ Pink.ge-ს მაშინდელ სპეციფიკას არ იცნობდი დეტალურად, რაც პრინციპში კარგიცაა, იმაზე “დიდები” გეგონეთ, ვიდრე ვიყავით.

        პირველ რიგში, მაშინ სულ რაღაც 10-მდე ავტორი ვიყავით და ყველანი თავიდანვე ვმეგობრობდით, აუქციონზე დადებული ფეხსაცმლის და თვალის ჩრდილის გამო არავინ დარეგისტრირებულა საიტზე და არც მაგ მიზეზის გამო დაგვიწყია წერა. აუქციონები ჩვენთვისვე გასართობად მოვიგონეთ და ყველას მოგვწონდა ეს თამაში: მაშინ როცა სტატიებს ისედაც უფასოდ ვწერდით მე და ჩემი მეგობრები, თანმდევად ქულების დაგროვებაც დავიწყეთ და ეს სახალისო და სასიამოვნო იყო.

        მაშინ არა მხოლოდ “დაწუნებულ” ფეხსაცმლის, (რომელიც სულაც არ იყო დაწუნებული, არამედ ზომა არ მომერგო და აბსოლუტურად უხმარი ყუთით მედო სახლში), არამედ ნებისმიერი ნივთის დადება შეიძლებოდა აუქციონზე და თანაც ნებისმიერი ავტორის მიერ. ასეთი სისტემის წყალობით რამდენიმე ავტორმა აუქციონის სახით “გაყიდა” მისთვის უსარგებლო, თუმცა სხვებისთვის სასარგებლო ნივთები.

        სხვათაშორის, ეს აუქციონები და ნივთების გაცვლის აუცილებლობა იმითაც იყო სასარგებლო, რომ ის გვავალდებულებდა თვეში მინიმუმ ერთხელ შევხვედროდით ერთმანეთს, გვესაუბრა სამომავლო გეგმებზე და კიდევ უფრო დავმეგობრებულიყავით.

        არავის არ გასჩენია (და თავს არ ვაპატიებდი, ასე რომ მომხდარიყო) იმის შეგრძნება, რომ სტატიებს წერენ აუქციონზე დადებული თვალის ჩრდილის გამო იმიტომ, რომ ეს იქნებოდა დიდი ტყუილი. სტატიების წერა პირველ რიგში ყველა ავტორს მოსწონდა და ეხალისებოდა. ეს მათი მოწოდებაა დღემდე და იმ დროინდელი ავტორებიდან 90% დღემდე წერს Pink-ზე.

        Pink-ის ავტორების რაოდენობა დღეს 30-ს აღწევს და არავინ იღებს ფულად ჰონორარს. მათ სხვა, ხელშეუხებელი მოტივაციები ამოძრავებთ, რაც ჩემგან და ნებისმიერი ადამიანისგან პირველ რიგში დასაფასებელი და პატივსაცემია. Pink.ge არ არის სამსახური და არც არასდროს შევპირებივართ ვინმეს, მაღალ ანაზღაურებად სამსახურს. Pink.ge – ერთგვარი ცხოვრების სტილია და ან იმსახურებ მას, ან – არა. :)

გააკეთე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

17maisitbilisi.wordpress.com/

17 მაისი | May 17

Interior Design - My bigget passion

Just another WordPress.com site

დაიჭირე წამი

"ცხოვრება ხანმოკლეა. დაარღვიეთ წესები, აპატიეთ სწრაფად, აკოცეთ ნელა, გიყვარდეთ გულწრფელად, იცინეთ მთელი გულით და არასდროს ინანოთ არაფერი, რამაც გაგაღიმათ",- მარკ ტვენი

გაძლიერდი და შეცვალე

მშობლები, რომლებსაც გვერიდება და გვრცხვენია ჩვენი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილის უფლებების დაცვა და მათთვის ბრძოლა, თავად ვარღვევთ ჩვენი შვილის უფლებებს ჩვენი პასიურობით

Double Illusion

Welcome To Merabino's Mind

Thought Catalog

Thought Catalog is a digital youth culture magazine dedicated to your stories and ideas.

ყველაფერი ღორობაზე

ქართული და არაქართული ღორობის არქივი

fashionmothers say:

ფეშენმაზერების დღიური - ღაღადი მოდაზე!

დეპრესია

- ` Bullshit.. because the world is full of it ))))

gvelesianidudda

A great WordPress.com site

სულელური თეორიის 9 წუთი

P.S გახსოვდეს ვინ ხარ.

Metro

Metro.co.uk: News, Sport, Showbiz, Celebrities from Metro

JamesMSama.com

Bringing dignity and integrity back to dating & relationships.

Online magazine - What I See

All what I see and find important

ვეინუ

''ქალდაკება შუა მუზეუმში''

ფეხბურთისფანები

საუკეთესო საფეხბურთო ბლოგი

SGH creative

The ugly truth by SGH

ანნას ბლოგი

ჩემეული

+18

შიშველი ბლოგი

Mariefille's Blog

ყველასთვის საინტერესო ბლოგი ცოტ-ცოტა ყველაფერზე :)

info mania news

შემოდი საქართველოში ყველაზე წარმატებულ და მხიარულ ბლოგზე. გახდი ჩვენი მკითხველი და გაუზიარეთ ის თქვენს მეგობრებს!

სოციოლოგის დღიურები

სოფლის სოციოლოგთა კლუბი

Gogonebi's Blog

Just another WordPress.com site

Dark Moonlight

empty room

ანონიმური

ყველაფერი-არაფერი (კერძოდ ანტონიმებზე)

geword.wordpress.com/

სოციალური ბლოგი

dulsinia

This WordPress.com site is the cat’s pajamas

Anwords

ჩემი ეზო

მათიუშის ბლოგი

Ⓐ Fuck copyrights, information for everyone

bashiachuki

This WordPress.com site is the bee's knees

Gijmaj-Press

ბლოგზე განთავსებული მასალები ავტორის საკუთრებაა და ნებისმიერი პოსტის დაკოპირება აკრძალულია ნებართვის გარეშე!

%d bloggers like this: