რატომ უნდა ვიკითხოთ წიგნები(10 მიზეზი) და პატარა ქართველი გოგონას ისტორია

ეს არ არის მოსწაყენი პოსტი იმაზე თუ რატომ უნდა წავიკითხოთ წიგნები. სამწუხაროა, რომ ქართველი ერი ძალიან ცუდი კუთხით ვითარდება. პატარა ბავშვები სერიალებს უყურებენ, ნანუკას შოუს, მაია ასათიანის პროფილის, ჩემი ცოლის დაქალებს თუ რას არა. ნანუკას იმაში რომ საქართველოში წიგნებს არ კითხულობენ ბრალი არ მიუძღვის და ეს გადაცემების გასაკრიტიკებლად ან შესაქებად არ დამიწერია. უბრალოდ ასეთი სიტუაციაა დღეს საქართველოში.

გაზეთი ბათუმელების სტატიაში, რომელიც მდებარეობს შემდეგ ლინკზე http://www.netgazeti.ge/GE/105/News/11889/ იხილავთ ერთი გოგონას ისტორიას. პირობითი სახელია კატო. ის აჭარაში ერთ სოფელში ცხოვრობს. ამ სოფლიდან დაოჯახებულმა მამაკაცმა კატო რამდენჯერმა გააუპატიურა, დაემუქრა იარაღით და სხვა ცივი იარაღით, რომ მას და მის მშობლებს რამეს დაუშავდებდა. კატომ ხმა მხოლოდ მას შემდეგ ამოიღო რაც ეს მამაკაცი თურქეთში წავიდა სამუშაოდ და შიშის ფაქტორი გაუქრა იმ მომენტში თქმის. რა დამოკიდებულება წამოვიდა თქვენც შეგიძლიათ წაიკითხოთ. მშობლებმა კატო რამდენჯერმე ცემეს. პოლიციამ არ დაუჯერა რა თქმა უნდა და აქეთ აიგდეს. რა თქმა უნდა იმ მამაკაცმა მისი გაუპატიურების მომენტში თავი არ დაიცვა და იფიქრა რომ პატარა გოგონას შეიძლებოდა ორსულობა დაემალა. ხო დამავიწყდა მეთქვა კატო 16 წლისაა.
ხმა გაუვრცელა რომ ორსულად იყო. გოგონა კი ორსულად არ იყო.

კატო

მშობლემბა გოგონა ბევრჯერ ცემეს. რა გააკეთეს მეზობლებმა და ცუდი სახელი გაუდგეს, როგორც იციან საქართველოში ბოზის ანუ. მეზობლის ბიჭებმა აი ეს შემუთვალეს, უბრალოდ სიტყვა-სიტყვით გადმომაქვს ნაწერი.

“ნაზი: “ერთ დღეს ნათლია მოვიდა და მეზობლის ბიჭების შემონათვალი გადმოგვცა – გახეთქონ ამბავი, კატო ორსულად რომ არის, თორემ სოფლის ყველა ბიჭი მივალთ გოგოსთანო”. ”

გოჩას ცოლი, (გოჩა არის ის ვინც გააუპატიურა გოგონა) იმის მაგივრად რომ ქმარს დაშორებოდა და სახლიდან გაეგდო, აქეთ დასცინის საწყალ გოგოს და ცოლიან კაცთან ფლირტში ადანაშაულებს. ფაქტი ცხადია ცოლმა იცის, რომ კავშირი დაამყარა კატოსნთან მისმა ქმარმა და მისთვის სულერთია. ეს ქალი არის ძალიან გულისამრევი პიროვნება.

ნუ დედ-მამაზეც ხომ გული მერევა იმის მაგივრად რომ ამოდგომოდნენ შვილს მხარში პირიქით აქეთ ცემენ, იმ სოფლის ბიჭუკებზე, ერთმანეთზე რომ უნდა დააკლა ყველა კიდე უარესად გული მერევა. საწყალი გოგო გააუპატიურეს და ახლა ერთი იყო და ყველა ვიქნებით მაგ გოგოსთანო, ანუ ერთს თუ უფლება აქვს აწი ყველას უფლება გვაქვს მოვტყნათო. არ დავწერ მოტყვნის მაგივრად სექსის ქონას. მაგათ რაც უზის აზროვენბაში ეგ არის ტყვნა და არა სექსი. ეგ სოფელია მთლაიანდ ცხოველების ხროვა.

თვითონ დამნაშავეს არ უმტკიცდება დანაშაული, იმიტომ რომ პოლიცია ძალიან აბუჩად ეკიდება ამ გოგონას. ეს აღიარა დამნაშავემ და მაინც არ დაიჭირეს. ტექსტიდან ციტატა, საუბარია დამნაშავეზე – “ჩვენებაში თურმე უწერია – მე არ გამიუპატიურებია, ფეხებს შორის გავუთავეო”.

პოლიციელი უმტკიცებდა სოფლის მოარულ ჭორებს შენს შვილს 4 აბორტი აქვს გაკეთებულიო და ექსპერტიზაზე დადგინდა, რომ გოგონას არცერთი აბორტი არ აქვს გაკეთებული და სისხლის სამართლის საქმე დამნაშავის მიმართ აღძრულია თუ არა ჟურნალისტებმა ვერ გაარკვიეს. დამნაშავე, პედოფილი, საზიზღარი და გულის ამრევი პიროვნება თავისუფალია.

ხო რატომ ხდება ახლა ამდაგვარი სიბნელე სოფლებში? იმიტომ რომ ხალხი არის გაუნათლებელი და არ კითხულობს და არ აზროვნებს. საზოგადოების ამგვარმა გაუნათლებლომაბ მიგვიყვანა იქამდე, რომ ასეთი სიტუაცია გვაქვს დღეს საქართველოში. უცხოურ წიგნებს რომ თავი დავანაბეოთ ადამიანს რომელსაც წაუკითხავს ვაჟას მოთხრობები “შვლის ნუკრის ნაამბობი”, “ია”, “ქუჩი” ასევე პოემა ერთი თუნდაც “სტუმარ-მასპინეძელი” და ბევრი სხვა, გოდერძი ჩოხელის “მღვრიემდე გაგვიმარჯოს”, “თევზის წერილები” ადამიანი რომელიც ერთხელ უყურებს თენგიზ აბულაძის შესანიშნავ ფილმს, რომელიც გიორგი ლეონიძის ნაწარმოებს ეფუძნება ნატვრის ხეს, როგორ შეიძლება იყო ასეთი არაკაცი, როგორ შეიძლება ამ მოთხრობებმა მაინც არ მოგიტანონ იმ ქართული სულის და რეალური ტრადიციების მონაქროლი რაც მართლა იყო ქართული ტრადიცია. მე მრცხვენია, თქვენი მრცხვენია.

კითხვაზეც არ არის მარტო. იმდენად აწუხებს საზოგადოებას ეს კომპლექსები და შებოჭილობა და სექსის პრობლემა მთელი სოფელი ერთი 16 წლის გოგოზე აპირებს ემოციების დაცლას. აი შეგრცხვეთ. იმდენად გულის ამრევები ხართ როგორც ერთი იტყოდა ცოტა მოდიფიცირებას დავუკეთებ ღმერთო ნავთი მოწვიმე და ვულკანი ამოაფრქვიეო ეს მაქვს სანატრელი, ისე შემრცხვა ქართველობის და თქვენი ტრადიციების.

დაკავდით სექსით, განთავისუფლდით კომპლექსებიდან და ბევრი იკითხეთ.

paris, books, london, globes, books and traveling,

წიგნებს გადაყვახართ სხვადასხვა სამყაროში. წიგნების საშუალებით შეიძლება იმოგზაუროთ სხვადასხვა დროსა და სივრცეში, იყოთ წიგნის მთავარი გმირი და განიცადოთ წიგნშ მომხდარი მოვლენები.
წიგნები სხვადასხვა კლასიფიკაცია შეიძლება. 1.კარგი და სასიამოვნოდ წასაკითხი წიგნები, 2.ცუდი წიგნები და 3.საჭირო წიგნები, რომლებიდანაც ვიღებთ ცოდნას.
უამრავი წიგნი მოგცემთ ცოდნას. ბევრი წიგნის წყალობით ცხოვრებაში გამოცდილებას მიიღებთ, ფანტაზიას გაიფართოვებთ, გახდებით უფრო კეთილები და კარგები.
ცუდ წიგნებში კიდე ის კატეგორია გადის, რომლებიც უნიჭო ავტორის დაწერილია და კიდე უნიჭო იდეოლოგიას ქადაგებს და უნიჭო აზრებს, მაგალიად ასეთ წიგნებში ჰიტლერის წიგნიც გადის და ბავშვობაში ჩემს მიერ წაკითხული რომელიღაცა საბჭოთა ავტორის დაწერილი სრული იდიოტიზმი.

10 მიზეზი თუ რატომ უნდა იკითხოთ წიგნები
წიგნის კითხვის მიზეზების მინიმუმია ეს.

1.წიგნის კითხვა ტვინს ავარჯიშებს – ტელევიზორისგან გასახვავებით წიგნის კითხვის დროს რაღაცეებზე ფიქრი და გაგება გჭირდება და ეს ტვინის რუხ უჯრედებს ავარჯიშებს და უფრ ჭვიანს გხდის.

2.კითხვა ამუჯობესებს შენი სიტყვების მარაგის ცოდნას – გახსოვთ ან თუ გისწავლიათ სკოლაში ტექსტიდან დედუქციის მეთოდით სიტყვის მნიშმვნელობის გაგების სავარჯიშოებს აკეთებდნენ? სწორედ ასეა შესაძლებელი, რომ კითხვისას ბევრი სიტყვის მნიშმვნელობას მივხვდეთ და გავიუმჯობესოთ ჩვენი ლექსიკური მარაგი.

3.კითხვა გაძლევს შესაძლებლობას გაიგო სხვა ხალხზე და სხვა კულუტურაზე – ტელევიზორში მაქსიმუმი შეიძლება 2 საათიანი გადაცემა გააკეთო რომელიმე ერზე და კულტურაზე, როგორ გაიგებ სხვაგვარად ხალხის კულტურაზე, მათ ცხოვრებაზე, წესებზე, კოსტიუმებზე, და ა.შ. თუ არ წაიკითხე? გადაცემის დროს სახლში უნდა იყო და წიგნი კი ყოველთვის შეგიძლია იკითხო, შენთვის მოსახერხებელ დროსა და ადგილას.

4.წიგნი აუმჯობესებს შენს კონცენტრაციას და ფოკუსირების უნარს – ჟურნალებიდან და გაზაეთებიდან გასხვავებით სადაც მალევე შეგიძლია დუაბრუნდე აზრს, წიგნი დიდ მთლიან ისტორიას გიყვება და ამისთვის კოცნენტრაცია და ფოკუსურება გჭირდება. რაც დრო გადის წიგნის კითხვით ამას იუმჯობესებ.

5.წიგნების კითხვა აუმჯობესებს თვითრწმენას – რაც უფრო მეტს კითხულობ, მით უფრო მეტ ცოდნას იძენ და ხალხი ხშირად პასუხიებისთვის შენ მოგმართავს. ეს მეტ თავდაჯერებას გმატებს და საბოლოო ჯამში საკუთარ თავში უფრო დარწმუნებული ხარ.

6.აუმჯობესებს შენს მეხსიერებას – მეცნიერულად დამტკიცბულია თუ შენს ტვინს არ იყენებ მახსოვრობა გიუარესდება. ტვინის სავარჯოშოდ გამოიყენება ათასი სახის კროსორდები თუ სხვადასხვა მახსოვრობითი თამაშები. წიგნის კითხვა თამაში არ არის, მაგრამ რომ გაიგო გიწვეს დაიმახსოვრო შინაარსი, მოთხრობის გმირები, დეტალები, ფაქტები სხვადასხვა ლიტერატურული ფიგურები და ეს აუმჯობესებს შენს მეხსიერებას.

7.წიგნის კითხვა აუმჯობესებს შენს დისციპლინას – ვის ცალია მთელი დღე მხოლოდ წიგნები იკითხოს? რა თქმა უნდა თითქმის არავის, მაგრამ წიგნები უნდა ვიკითხოთ და ამისთვის დროს გამოვნახავთ ხოლმე და გრაფიკში ჩავსვამთ ხოლმე როდის შეგვიძლია წიგნის წაკითხვა, ამითი თვითდისციპლინა უმჯობესდება და უფრო აწესრიგებ დროს.

8.აუმჯობესებს შენი ფანტაზიის უნარს – წიგნში პერსონაჟები სიტყვებითაა აღწერილი და შენ მას წარმოიდგენ და ყველაფერს რაც წიგნშია აღწერილი. ეს ტვინის იმ ნაწილს რომელიც ფანტაზიაზეა პასუხისმგებელი აუმჯობესებს. შემდეგისთვის როცა კრეატიული იდეები დაგჭირდება უფრო ადვილად მოგივა თავში რამე საინტერესო და კრეატიული იდეა.

9.ყოველთვის გენქება სალაპარაკო თემა – ხშირად აღმოგიჩენია თავი, რომ სალაპარაკო არაფერზე გაქვს? წიგნები გაძლევს ბევრ ინფორმაციას, რომელიც შეგიძლია განიხილო და რომელზეც შეგიძლია ბევრი ილაპარაკო დაუსურულებლად. იმ წიგნებზეც კი რომელიც რამე კონკრეტულს გასწავლის შეგიძლია განიხილო და დაუსრულებლად ისაუბრო სხვადასხვა წიგნებზე. წიგნები გიხსნის ინფორმაციის ჰორიზონტს და უამრავი მასალა გაქვს სასაუბროდ.

10.მოწყენილობისგან განთავისუფლებს – ხშირად მოწყენილი ხარ და არ იცი რა აკეთო? აიღე რაიმე წიგნი რომელიც შენ გაინტერესებს და კითხვა დაიწყე, მოწყენილობის მაგივრად წიგნის იმ თემატიკით დაინტერესდები რა თემატიკიზეც შეარჩიე წიგნი.

ასე რომ თუ გინდა მოწყენილი, უაზრო, ზარმაცული, არაკრეატიული და უინტერესო ცხოვრებისგან თავის დაღწევა რაიმე წიგნი აიღე და წაიკითხე.

კიდე დავამატებ რამდენიმე სასაცილო, ჩვეულებრივ იდეებს თუ რატომ უნდა წაიკითხო წიგნები – ინტერნეტი, რომ გაგეთიშოს რამეს სხვა საქმე ხომ უნდა გქონდეს? წიგნის კითხვა სახალისოა, თვითმფირნავში მგვაზვრობისას ვერავინ ვერ გეტყვის შენი წიგნი გამორთეო :D , როდესაც კითხვა გიყვარს არასოდეს ხარ მარტო, წიგნში რეკლამები არ არის : D და წიგნი უფრო ნაკლებად ასუქებს ვიდრე შოკოლადი

და ბოლოს დავამატებდი, რომ წიგნები უნდა ვიკითხოთ, რომ გავხდეთ უფრო კარგები, კეთილები და ჭკვიანები. სიბნელემ გამოიწვია იმ პატარა გოგოს ისტორია რაზეც გული დამეწვა, გონების სიბნელემ. ამიტომ იკითხეთ წიგნები, გაინთავისუფლეთ აზროვნება და გახდით უფრო ბედნიერები. დასასრულს მინდა ლევან ბერძენიშვილის ეს ღია ლექცია დავამატო თემაზე თუ რატომ უნდა იკითხოთ წიგნები.

Advertisements
შემდეგი ჩანაწერი
დატოვე კომენტარი

17 Comments

  1. Frau von Welt

     /  აგვისტო 1, 2012

    ძალიან კარგი სტატიაა ნინა, დიდი მადლობა! ბატონი ბერენიშვილი ხომ გენიოსია, უდიდეს პატივს ვცემ ამ ადამიანს.
    გუშინ მეც წავიკითხე მაგ გოგონას ამბავი და შეძრა თავიდან ბოლომდე. არ მინდა დავიჯერო რომ ასეთ ჭაობში ვართ, ასეთი მყრალია სოფელი და საზოგადოება. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ სოფლებში გულისხმიერი ხალხი ცხოვრობს. ნამდვილად არ ვაპირებ ყველას ხაზი გადავუსვა, მაგრამ მაგ ერთ კონკრეტულ სოფელში მაინც ხალხთან კი არა ბრბოსთან გვაქვს საქმე. ბრბო, რომელსაც ერთი დასტვენა უნდა და ყველას და ყველაფერს გადათელავს.
    როგორ მინდა მიყვარდეს საქართველო, მაგრამ მიჭირს. მართლა მიჭირს.
    საქართველო არის ქვეყანა, სადაც გაუპატიურების მსხვერპლს დასცინიან და არამზადა გამოშვებული ხარივით დადის;
    საქართველო არის ქვეყანა, სადაც მოტაცებულ შვილებს კაცებთან ტოვებენ, რომლებმაც მათზე ძალა იხმარეს;
    საქართველო არის ქვეყანა, სადაც თვით პატრიარქი ოფიციალურად აცხადებს, რომ “ცოლმა ქმარს ფეხი უნდა დაჰბანოს”, მაშინ როდესაც ცოლების დიდი ნაწილი ისედაც მეუღლის კი არა მოახლის როლს ასრულებს;
    ჩვენ გვყავს საზოგადოება, რომელსაც საკუთარ ცხოვრებაზე მეტად სხვისი აინტერესებს;
    საქართველო არის ქვეყანა, სადაც ჭორს სიმართლეზე დიდი ძალა აქვს, თვით სამართალდამცავებს შორისაც კი.
    ამ ყველაფრის გამო საქართველო არის გულისამრევი ქვეყანა. ვწუხვარ რომ ამას ვწერ. დამიჯერეთ, მე ყველაზე მეტად მტკივა.

    პ.ს. რა ლამაზი თაობა წამოვიდა, ბ-ნი ლევანის ლექციაზე სულ კალმით ნახატი გოგო-ბიჭები სხედან. იმედი მაქვს ეგენი მაინც შეძლებენ თავიაანთ შესაფერის ლამაზ საქართველოში ცხოვრებას.

    პასუხი
  2. და ეს არაფერ შვაშია ნაკითხობასტან ბევრი “წაუკიხავი” ვიცი კაცი რომ არის და მისაბაძად ვთლი.. წაკითხვა სექსუალურ მოთხოვნილებებს ვერ დაგიკმაყოფილებს, პორნო ლიტერატურა და “ნძრევა” ვერ გიშველის, ელემენტარული შეგნება თუ არ გაქვს.. ეს ამ სოფლის კი არა საქართველოს პრობლემაა. გოგოს თუ ვინმესთა ქონია სექსი ზნაჩიტ იძლევა და უნდა მიხვიდე და შენც “მოტყნა”. ასეთი საუბრები მესმის უბანში და საზმაკაცოშიც კი მაგრამ თუ რაიმე ვთქი შენ ტრადიციები ხელს კრავო, ტრადიცია რა შვაშია ამ არაკაცობასტან.. ეს თუ ტრადიცია და დედაშევეცი მასეთი ტრადიცის და ყველაფრის. ზოგადად ქვეყანაში უსექსო სექსიზმია და ყველაფერი უკვე მარაზმს ემსგავსება.. სირებით აივსო ყველაფერი ეს ისე გოგების ბრალიც კი არის,. ტრაკს რო აატამაშებ სედეგზე უნდა იფქრო..

    ზოგადად კაი პოსტია, მაგრამ არ გეთანხმები რო წიგნები უშველის მაგ საკითხს!

    პასუხი
    • რეალისტი :)

       /  მარტი 11, 2014

      წიგნების კითხვა უშველის იმას ვისაც რაღაც ადამიანური პოტენციალი გააჩნია თორემ “გოჩას” მარტო დახვრეტა უშველის “ფეხებს შორის გათავებისთვის”.
      წიგნები საერთოდ ბევრ ასპექტზე ახდენს გავლენას და მათ შორის შეხედულებებზეც, მაგრამ სექსის გარეშე მართლა არაფერი არ გამოვა :)))))) ყველგან თავს იჩენს უკვე ეს პრობლემა და რას ელოდებიან ვერ ვხვდები :))))

      პასუხი
  3. წიგნების კითხვა ფანტაზიას ანვითარებს ახალ სამყაროს აღმოგაჩენინებს და რაც მთავარია ცხოვრებისეულ ფასეულობებს გასწავლის მაგრამ თუ ბუნებამ არ გიშველა იკითხე რამდენიც გინდა. სანამ ჩვენ სხვისი აზრის და შეხედულობების დაფასებას არ ვისწავლით, სანამ ადამიანს არ დავაფასებთ როგორც ჩვენ ვაფასებთ საკუთარ თავს, სანამ სიტყვა “მოვტყანის” “სიყვარულით დავკავდ-ით” არ შევცვლით და სექსის ერთ-ერთი მიშვნელოვანი მიზეზი “ალაფების ჩამოკიდება” იქნება არაფერი არ გვეშველება ჩვენ.

    პასუხი
  4. ადამიანს რომელსაც წაუკითხავს ვაჟას მოთხრობები “შვლის ნუკრის ნაამბობი”, “ია”, “ქუჩი” ასევე პოემა ერთი თუნდაც “სტუმარ-მასპინეძელი” და ბევრი სხვა, გოდერძი ჩოხელის “მღვრიემდე გაგვიმარჯოს”, “თევზის წერილები” ადამიანი რომელიც ერთხელ უყურებს თენგიზ აბულაძის შესანიშნავ ფილმს, რომელიც გიორგი ლეონიძის ნაწარმოებს ეფუძნება ნატვრის ხეს, როგორ შეიძლება იყო ასეთი არაკაცი, როგორ შეიძლება ამ მოთხრობებმა მაინც არ მოგიტანონ იმ ქართული სულის და რეალური ტრადიციების მონაქროლი რაც მართლა იყო ქართული ტრადიცია. მე მრცხვენია, თქვენი მრცხვენია.

    ამ ყველაფერში კი გეთანხმები მაგრამ შენ რომ ისაუბრებ ქართულ ტრადიციებზე ცოტა სასაცილო არაა??? :) :;D

    პასუხი
  5. აი ხო ყველაფერი ყველფერი მარა ბოლო კომენტარი რა შუაშია .. კაროჩე რა..

    პ.ს. კაკრას რო წიგნის კითხვა/არკითხვაზე გადის უამრავი ამორალური საქციელის ზღვარი…

    პასუხი
  6. მე-11 მიზეზი:
    წერტილ-მძიმის გამოყენება რომ (ვ)ისწავლოთ.

    პასუხი
    • შენ გვასწვალე :)
      კარგი შენიშნვაა. ჩემი სისუტეა პუნქტუაცია.

      პასუხი
      • რეალისტი :)

         /  მარტი 11, 2014

        საერთოდ, გრამატიკულ მხარეს მეტ ყურადღებას მივაქცევდი : )

      • au nina rac ufro mets gakvirdebi mgonia rom chemnairi cudi sisusteebis da sidzlieris adamians vxedav wvrilmanebshic ki. au vin xar… :) magari azrovneba da fantazia gaqvs , bevr ragaceebshi mjobixar kidec magram ar mshurs , isev yvelafer kargs gisurveb ;)

  7. ეკატერინე

     /  მაისი 30, 2014

    ჭკვიანი და ნაკითხი ადამიანის ნააზრევია. მე ძალიან მომეწონა. ყოჩაღ!

    პასუხი
  8. რა აღარ ხდება საქართველოში. სირცხვილი იმ სოფელს, რომ ამდენი არაკაცი ჰყავს. სათითაოდ არიან მოსაკლავები. ტელევიზიას რაც შეეხება მართლაც ძალიან ცუდია ასეთი მდარე გადაცემებით რომ არის სავსე ქართული ტელევიზია.ტელევიზია ხალხს უნდა ანათლებდეს და არ ადებილებდეს. აქ პირიქით არის. იოსებ გებელსმა(ნაცისტი) თქვა მომეცით საინფორმაციო საშუალებები და ნებისმიერ ერს ვაქცევ ღორების კოლტადო. აი საქართველოს კიდევ ესღა ეკლდა…….

    წიგნებზე გეთანხმები….

    პასუხი
  9. ჩემს ბავშვს ვუკითხავდი ამ სტატიას, ვიფიქრე ამით დავაინტერესებ, იქნებ ამის მერე ცოტათი მაინც მოუნდეს წიგნების კითხვა, იმდენი შეცდომაა გრამატიკული, რომ კინაღამ მეც გადამიყვარდა. სანამ გამოაქვეყნებ, გადაიკითხე.

    პასუხი
    • კარგი შენიშნვაა მადლობა. ჩავასწორებ დრო როცა მექნება. და იმედია ბავშვი ამ საიტზე არ შემოიყვანეთ იმიტომ რომ აქ ბევრი არასაბავშვო მასალა მიდევს.

      პასუხი
  10. saocrad momwons am gogos postebi detalebshi asaxavs qartul realobas…

    პასუხი

გააკეთე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

17maisitbilisi.wordpress.com/

17 მაისი | May 17

Interior Design - My bigget passion

Just another WordPress.com site

დაიჭირე წამი

"ცხოვრება ხანმოკლეა. დაარღვიეთ წესები, აპატიეთ სწრაფად, აკოცეთ ნელა, გიყვარდეთ გულწრფელად, იცინეთ მთელი გულით და არასდროს ინანოთ არაფერი, რამაც გაგაღიმათ",- მარკ ტვენი

გაძლიერდი და შეცვალე

მშობლები, რომლებსაც გვერიდება და გვრცხვენია ჩვენი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილის უფლებების დაცვა და მათთვის ბრძოლა, თავად ვარღვევთ ჩვენი შვილის უფლებებს ჩვენი პასიურობით

Double Illusion

Welcome To Merabino's Mind

Thought Catalog

Thought Catalog is a digital youth culture magazine dedicated to your stories and ideas.

ყველაფერი ღორობაზე

ქართული და არაქართული ღორობის არქივი

fashionmothers say:

ფეშენმაზერების დღიური - ღაღადი მოდაზე!

დეპრესია

- ` Bullshit.. because the world is full of it ))))

gvelesianidudda

A great WordPress.com site

სულელური თეორიის 9 წუთი

P.S გახსოვდეს ვინ ხარ.

Metro

Metro.co.uk: News, Sport, Showbiz, Celebrities from Metro

JamesMSama.com

Bringing dignity and integrity back to dating & relationships.

Online magazine - What I See

All what I see and find important

ვეინუ

''ქალდაკება შუა მუზეუმში''

ფეხბურთისფანები

საუკეთესო საფეხბურთო ბლოგი

SGH creative

The ugly truth by SGH

ანნას ბლოგი

ჩემეული

+18

შიშველი ბლოგი

Mariefille's Blog

ყველასთვის საინტერესო ბლოგი ცოტ-ცოტა ყველაფერზე :)

info mania news

შემოდი საქართველოში ყველაზე წარმატებულ და მხიარულ ბლოგზე. გახდი ჩვენი მკითხველი და გაუზიარეთ ის თქვენს მეგობრებს!

სოციოლოგის დღიურები

სოფლის სოციოლოგთა კლუბი

Gogonebi's Blog

Just another WordPress.com site

Dark Moonlight

empty room

ანონიმური

ყველაფერი-არაფერი (კერძოდ ანტონიმებზე)

geword.wordpress.com/

სოციალური ბლოგი

dulsinia

This WordPress.com site is the cat’s pajamas

Anwords

ჩემი ეზო

მათიუშის ბლოგი

Ⓐ Fuck copyrights, information for everyone

bashiachuki

This WordPress.com site is the bee's knees

Gijmaj-Press

ბლოგზე განთავსებული მასალები ავტორის საკუთრებაა და ნებისმიერი პოსტის დაკოპირება აკრძალულია ნებართვის გარეშე!

%d bloggers like this: