სწავლა გერმანიაში


მოკლედ ერთ-ერთ ფორუმზე დავდე პირობა, რომ დავწერდი გერმანიაში სწავლის შესახებ. უნივერსიტეტის შესახებ ადამიანი უფრო ფიქრობ სკოლის ასაკიდანვე სად უნდა სწავლა და როგორ. და ეს იმიტომ, რომ ბევრი კითხვა მომდიოდა ამასთან დაკავშირებით და გადავწყვიტე თავი მოვუყარო ამ ინფორმაციას.

ყველა ქვეყნას სწავლის სხვადასხვა სისტემა აქვთ, ზოგს ერთნაირი და მათ სისტემასთან შესაბამისად გერმანიაში წყვეტენ ვის რა პროცედურის გავლა მოუწევს გერმანიაში სასწავლებლად. ყველა ქვეყანაში გამოიძებნება ესა თუ ის ადამიანი, რომელიც ეხმარება მისი ქვეყნის მოქალაქეებს იმის გასაგებად თუ რა ჭირდებათ გერმანიაში სწავლისთვის და მეც დავწერ ქართველი სტუდენტობობის მსურველი ახალგზარდებისთვის.

პირველ რიგში მინდა დავიწყო იმით, რომ გერმანიაში იყო 13 წლიანი სწავლების სისტემა. ეს თვითონ გერმანელებისთვის შეიცვალა, მაგრამ ჩვენთვის იგივე დარჩა. ანუ ეს იმას ნიშავს, რომ სკოლის მოსწავლეს უნივერსიტეტში მოსახვედრად ჭირდება, რომ 13 წელი ქონდეს ნასწავლი. არის ბევრი მოსწავლე, რომელსაც 11 წლიანი ატესტატი აქვს და მას ჭირდება, რომ 2 წელი ისწავლოს საქათველოში უნივერისტეტში და მერე მოხვდება პირდაპირ უნივერსიტეტში გერმანიაში ენის სერთიფიკატის წარდგენის მერე (სერთიფიკატების თემას ქვემოთ დავუბრუნდები). ხოლო 12 წლიანი სწავლების შემდეგ საჭიროა 1 წელი რომ გქონდეთ საქართველოს უნივერსიტეტში დახურული.

გერმანიაში სკოლის სხვადასხვა ტიპია, ესენია თავიდან Grundschule, რომელიც დაწყებითი სკოლის მოსწავლებიისთვისაა. მერე მოდის Hauptschule, Realschule და Gymnasium. Hauptschule და Realschule საქართველოსთვის უცნობი სწვალის ტიპია. აქ ნაკლებად ღმად ასწავლაინ საგნებს და ამ სკოლებიდან გერმანელებს უნივერსიტეტში მოხვედრა უჭირთ. ისინი სხვა ტიპის უნივერისტეტებში ხვდებიან და ამაზე ვისაუბრებ მოგვიანებით და ჩვენი სკოლა უდრის Gymnasium ტიპის სისტემას და ამიტომაც არ გვაქვს იმდენად დიდი პრობლემა უნივერსიტეტში მოსახვედრად.
ეს იმიტომ მოვაყოლე, რომ არიან ადამიანები, რომლებიც გამოსულები არიან მე-9 კლასიდან მაგალითად და მერე აქვთ რაღაცა კოლეჯებში ნასწავლი და ეს ხშირად არ უდრის გიმნაზიას და ამიტომ კონკრეტულად თქვენი შემთხვევისთვის უნდა მიამრთოთ სხვადასხვა დაწესებულებებს. მაგალითად ბავარიაშია რსებობს სერთიფიკატის აღიარების ოფისი, სადაც მიგაქვთ ან აგზავნით თქვენს საბუთებს და ისინი გიდგენენ გაქვთ თუ არა უნივერსიტეტში სწავლის უფლება. მათ იციან საქართველოში სწავლის სისტემაზე და გაარკვევენ თქვენს კოლეჯზეც და შესაბამისად გასცემენ ცნობას. ამ კონკრეტულზე რომელიმე ინდივიდი ვერ გირჩევთ. აუცილებლად მათ უნდა მიმართოთ ან რომელიმე უნივერსიტეტს, სადაც ჩაბარება გინდატ უნდა დაურეკოთ და კითხოთ და აუცილებლად მიგითითებენ სად შეგიძლიათ მიხვიდეთ ამ საკითხთან დაკავშირებით.

რა ხდება იმ შემთხვევაში თუ ეს ერთი ან ორი წელი არ გაქვთ დახურული? თქვენ მოგიწევთ სპეციალურ კოლეჯში ჩაბარება, რომელიც განკუთვნილია უცხოელებისთვის და ეწოდება Studienkolleg. გერმანიაში ბევრი მიწაა და ამ მიწების შესაბამისად შტუდიენკოლეგში ჩასაბარებელი მოთხოვნები სხვადასხვაგვარია. ზოგ მიწაზე მოითხოვენ, რომ ჩააბაროთ B1 დონეზე გერმანული, მაგრამ ასეთი კოლეჯების რაოდენობა ყოველ წელს მცირდება, არიან სადაც მოითხოვენ B2 დონეზე ან C1 დონეზე. ხშირად იწერება, რომ B2 დონეს მოითხოვენ, მაგრამ სინამდვილეში ხშირად ამაზე ებვრად უფრო მაღალ დონეზე მოითხოვენ. თქვენი სპეციალობის მიხედვით შეიძლება მოგიწიოთ სხვა საგნის ჩაბარებაც გერმანულთან ერთად. ანუ თქვენი ცოდნა გამოცდების სახით მოწმდება.

მიუნხენის მაგალითით დავწერ კურსების ტიპებს. სხვა მიწებზე შეიძლება კურსის სახელი განსხვავდებოდეს, მაგრამ იდეით იგივეა.
G-Kurs – ამ კურსზე მოგიწევთ ჩაბარება თუ გსურთ ენების სწავლა მაგალითად გერმანისტიკა, ხელოვნება, სოციალური მეცნიერებები, ფსიქოლოგია, იურიდიული და ა.შ. ამ საგნებიდან შეიძლება ზოგი განეკუთვნებოდეს W-Kurs-ს რომელზეც ქვემოთ ვისაუბრებ. ამ კურსზე მოსახვედრად გჭირდებათ მხოლოდ გერმანულის ჩაბარება.

M-Kurs – ამ კურსზე მოგიწევთ ჩაბარება თუ გსურთ ისწავლოთ მედიცინა, ბიოლოგია, აგრონომია, სტომატოლოგია, ფარმაცია, ზოგჯერ ფსიქოლოგიას მოითხოვს ბევრი უნივერსიტეტი ამ კურსზე სწავლას, გეოლოგია, ქიმია ( თუ T-Kurs-ს არ მიეკუთვნება, ქვემით დავუბრუნდები) და ა.შ.
ამ კურსზე მოითხოვს ზოგი შტუდიენკოლეგი მათემატიკის ჩაბარებასაც. ეს ტექნიკური კურსია.

T-Kurs – ამ კურსზე მოგიწევთ ჩაბარება თუ გსურთ ისწავლოთ ინჟინერია, ფიზიკა, ქიმია, არქიტექტურა, ინფრომატიკა, მათემატიკა, გეოლოგია, გეოგრაფია და ა.შ. ამ კურსზე ჩასაბარებლად უნდა ჩააბაროთ გერმანულთან ერთად მათემატიკაც.

W-Kurs – ამ კურსზე მოგიწევთ ჩაბარება თუ გსურთ ისწავლოთ ბიზნესი, ეკონომიკა, სოციალური მეცნიერებები, იურიდიული, ბიზნესის ეკონომია და ადმინისტრაცია, ფინანსები და ბიზნეს მათემატიკა.
ამ კურსზე სწავლის მსურველებს მოუწევთ ინგლისურის ჩაბარებაც და ზოგან აბარებინებენ მათემატიკასაც.

ამ მისამართზე იპოვით შტუდიენკოლეგების მისამართებს. ელექტრონული მისამართებია და მათი სია. და იქ იპოვით რას ითხოვენ გამოცდებისთვის, როდის არის გამოცდები და ა.შ. შტუდიენკოლეგის გამოცდაზე მოსახვედრად ჯერ საბუთები შეგაქვთ გერმანულ უნივერსიტეტში და იქედან მოგდით მოწვევა შტუდიენკოლეგის გამოცდაზე. ეს არ დაგავიწყდეთ და არასოდეს გაუგზავნოთ თქვენი საბუთები შტუდიენკოლეგს.

ეს კი ვებსაიტი –> http://www.studienkollegs.de/de/09037/index.html

ბევრს აქვს კითხვა, რა განსხვავებაა Hochschule, Fachhochschule და Universität-ს შორის?
Fachhochschule არის უნივერსიტეტის ტიპია, ინგლისურად ითარგმნება როგორც University of applied sciences. აქ უფრო ბევრი პრქტიკული ცოდნის შესწავლა ხდება ვიდრე თეორიულის. მაგალითად აქ მიდიან ბევრნი ავტო ინჟინერიის შესასწავლად და გერმანიაში კომპანიებსაც ხშირად აყავთ სამუშაოდ აქ განათლება მიღებულები, რადგან დამსაქმებლებს ხშირად ესაჭიროებათ ვინმე უფრო პრაქტიკული ცოდნით. თუმცა ეს უნივერსიტეტს რა თქმა უნდა წონას ვერ უკარგავს. Fachhochschule-ს თავისი შტუდიენკოლეგები აქვს და არ აგერიოთ. როცა წერია FH ეს მათთვის განკუთვნილ შტუდიენკოლეგს ნიშნავს. ასეთი ტიპის შტუდიენკოლეგში ჩაბარება ბევრად უფრო ადვილია ისე.

Hochschule არის ერთი საგანში სპეციალიზირებული უნივერსიტეტის დონის სასწავლებელი. მაგალითად შეიძლება იყოს სამედიცინო სფეროში და მხოლოდ.

Universität კი ჩვეულებრივი უნივერისტეტია.

რა ენის სერთიფიკატები დაგჭირდებათ გერმანიაში უნივერსიტეტში მოსახვედრად?
ეს სერთფიკატებია DSH, TestDaf, C2 (Goethe) ეს სამი უმთავრესია. არსებობს სხვა სერთიფიკატებიც, ყველა უნივესიტეტს თავისი მოთხოვნები აქვთ. ამის გამო უნდა შეხვიდეთ უნივერსიტეტის ვებ საიტზე და თავად ნახოთ რას გთხოვენ.
თუ ეს რომელიმე სერთიფიკატი გაქვთ შეიძლება მოიხსნათ შტუდიენკოლეგის გერმანულის გამოცდიდანაც. გააჩნია შტუდინეკოლეგსაც, რომელ გამოცდას და რა დონეზე ითხოვს.

ვიზა და საბუთების შეგროვების პროცედურები
თუ გერმანაიში ჩამოხვალთ ენის კურსებით და არ აქვს მნიშმვნელობა ენის კურსების მერე სად გინდათ ჩაბარება მოსამზდებელი პერიოდი არის 2 წელი. მაქსიმუმ 2 წელიწად ნახევარი. ამ ნახევარ წელს თავისი ნება-სურვილის მიხედვით ან გაძლევენ ან არა.
ეს პერიოდი ითვლება ხოლმე სწავლისთვის მოსამზადებელ პერიოდად. თქვენ შეგიძლიათ 2 წელი იყოთ კურსებზე, მაგრამ შტუდიენკოლეგით ვიზას აღარ გაგირძელებენ თუ ეს ორი წელი გავიდა. ამიტომაც ან პირველივე წელს უნდა ჩააბაროთ ანაც წელიწადნახევარში, ოღონდ მაინც გაგირთულდებათ ცოტა ვიზის მიღება. ანუ ასე უნდა გათვალოთ შტუდიენოლეგისთვის ერთი წელია ენის კურსებისთვის კი ერთი წელი. მე ჩემს რჩევას დასკვნის სახით დავწერ ბოლოში. აუცილებლად გაითვალისწინეთ ვიზასთან დაკავშირებული საკითხები, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
და არასოდეს დაბრონოთ კურსები ადრე. თუ გერმანიაში გსურთ წამოსვლა გათვალეთ, რომ კურსები უნდა დაბრონოთ თვენახევრის შემდეგ სასწავლებელი, გრძელვადიანი ვიზის გაცემისთვის გერმანია 1 თვეს ითხოვს და ასევე შეიძლება იყოს, რომელიმე საბუთთან დაკავშირებული პრობლემა. მოკლე ვადიანი ვიზები, მაგალითად ტურისტული სასწავლო ვიზით არ გრძელდება.
ესეც აუცილებლად გაითვალისწინეთ.

ხოლო საბუთები კი საქართველოში ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული არ გამოგადებათ. საბუთები უნდა გადაგითარგმნოთ დაფიცებულმა თარჯიმანმა და ესეთი არიან გერმანიაში. იმას უკვე ნოტარიულად დამოწმება აღარ ჭირდება. საქართველოში ნათარგმნს არ ცნობენ როგორც წესი. ეს თითქმის ყველა ოფიციალურ ორგანოს ეხება.
მე არავის ვუკეთებ რეკლამას, მაგრამ ჩემი პირადი გამოცდილებით ყველაზე კარგი თარჯიმანი, რომელიც მეორე დღესვე აკეთებს საბუთებს და არის ძალიან პატიოსანი, პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე თარჯიმანი და ასევე თავისი საქმის ძალიან კარგი მცოდნე არის ბადრი სარქუა. თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ სხვა თარჯიმანს, მე ამაზე პრობლემა არ მაქვს, მე უბრალოდ ამ კაცს ვუწევ რეკომენდაციას და დავწერ საკონტაქტო დეტალებსაც.
Badri Sarqua

Am alten Sportplatz 8
67434 Neustadt

Telefon : 0049 6321 – 92 97 97
Fax: 0049 6321- 9 333 333
Mobil: 0049 173 – 34 43 100
E-Mail: bsarqua@aol.com
http://www.georgisch-dolmetscher.net
Skype: Margali

http://anabin.kmk.org/  – ეს საიტი და მისი დიზაინი ძალიან შეცვალეს და ახლა მიჭირს კონკრეტული მითითებები მოგცეთ, როგორ უნდა მოძებნოთ თქვენთვის სასურველი ინფრომაცია, უბრალოდ წაიკითხეთ აქ მოცემული ინფორმაცია და აქვე იპოვით იმის პასუხს არის თუ არა აკრედიტირებული თქვენს მიერ დამთავრებული, სკოლა, კოლეჯი თუ უნივერსიტეტი. ამის ცოდნა დაგჭირდებათ თუ მაგალითად აბარებთ უნივერსიტეტში.

დაფინანსება და სტიპენდიები

დაფინანსება საერთოდ თვითონ უნდა მოახერხოთ, მაგრამ თუ სტიპენდიებს ეძებთ გაითვალისწინეთ, რომ ჩვენი ტიპის ქვეყნებისთვის დაფინასება მხოლოდ მაგისტრატურაზე აქვთ ხოლმე ძირითადად. თუმცა არის რამდენიმე ფონდები და გრანტები, ოღონდ უნდა მოიძიოთ. თუ გსურთ ბაკალავრზეც დაგაფინანასონ გაიტვალისწინეთბ უნდა გქონდეთ გერმანული ენის ცოდნის ან ინგილურის ( თუ ინგლისურად აპირებთ სწავლას ) სერთიფიკატი და უნდა მიგიღოთ უნივერსიტეტმა და უნდა გყავდეთ ძალიან კარგი ნიშნები. ანუ თუ ოდესმე გრანტი გინდათ სკოლიდანვე უნდა დაიწყოთ ამაზე ფიქრი, რომ გყავდეთ კარგი ნიშნები, არ გამოტოვოთ ოლიმპიადები ან რაიმე სახის ტურნირები ეს წაადგება თქვენს გრანტის მოპოვების შანსს. ასევე რაც შეგიძლიათ გააკეთოთ არის რამდენიმე ფონდი, რომელიც აფინანსებენ სტუდენტებს, რომლეთაც მიღებული აქვთ ისეთ საქმიანობაშI მონაწილეობა როგორც არის ცხოვრელთა თავშესაფარში მოხლისედ მუშაობა, ან მოხალისის სტატუსში ხეების დარგვა და ა.შ.
ერთ-ერთ უნივერსიტეტს შეგროვებული აქვს ამაზე ინფორმაცია და გადახედეთ ლინკებს.

http://portal.mytum.de/studium/studienfinanzierung/stipendien

http://portal.mytum.de/studium/studienfinanzierung/stiftungen

ეს ორი ლინკია ბევრუ სტიპენდიებით და ფონდებით, თქვენ დრო და დრო თავად უნდა ეძებოთ ისინი ინტერნეტში. ზოგი უნივერისტეტი რამდენიმე სპეციალობაზე აცხადებს რამდენიმე ადამაინზე სტიპედიას. საქართველოში კი განთქმულია უფრო DAAD-ის სტიპენდიებიც.

ხო დაფინანსებაც მინდა დავამატო ახლა. ბევრს უჩნდება კითხვა, რომ ჩამოვიდეს და ჩააბაროს თავისი მუშაობით რამდენად შეძლებს თავის გატანას და შეძლებს თუ არა საკუთარი თავის დაფინანსებას. ალბათ ეს ყველა სტუდენტის ოცნებაა. ისე გააჩნია რომელ ქალაქში აპირებთ სწავლას. ზოგ ქალაქშI ნაკლებია სამსახურებიც და ხელფასებიც. ამ მხრივ ბავარია და მიუნხენია ცნობილი, აქ სამსახურებიც მეტია და ანაზღაურებაც. თუმცა ცხოვრებაც ძვირია.
თქვენ თავად უნდა აირჩიოთ ქალაქი.
მუშაობის უფლება ახლა ჩემი ბოლო ცნობებით გაზარდეს და 120 დღეა წელიწადში. თუმცა ეს არ გეყოფატ. თავიდან ენის კურსებზე რომ ჩამოდიხართ ხშირად მხოლოდ შაბათ კვირას და უქმეებში გაძლევენ მუშაობის უფლებას. სტუდენტის სტატუსით უკვე შემდეგ გაძლევენ მუშაობის უფლებას რამდენი დღეც დავწერე იმდენს. თუმცა ეს თავის შესანახად საკამრისი არ არის. არალეგალურ სამუშაოზე ნაკლებს გადაგიხდიან და შესაძლებელია არ გეყოთ ეს თანხა. თანაც უფრო მძიმე სამუშაოს შესრულება მოგიწევთ არალეგალურ სამუშაოზე. უნივერსიტეტში სიმბოლური გადასახადია ხოლმე, ეს სახელმწიფო უნივერსიტეტებს ეხება, მაგრამ თვითონ ცხოვრებაა ძვირი ანუ საცხოვრებლის გადასახადი, დაზღვევა, ტრანსპორტი, საკვები და ა.შ. მაგალითად მიუნხენში ერთ-ერთი კარგი უნივერსიტეტი სემესტრში ღირს 550 ევრო და ორი სემესტრია. დამეთანხმებიტ და კავკასიის ბიზნეს სკოლის და რობაქიძის უნივერსიტეტებთან შედარებით ბევრად დაბალი ფასებია და რაც მანდ სწავლა უჯებატ ამდენი ნამდვილად არ დაუჯდებათ სწავლა და ცხოვრება ერთად გერმანაიში და ხარისხიც რა თქმა უნდა უკეთესია. ამიტომ ფირობს ბევრი სტუდენტი გერმანაიში წასვლაზე. რა თქმა უნდა ბრიტანეთშიც კარგია, მაგრამ იქ რომ გაქაჩოს გადახდა ადამიანმა შეიძლება ერთი წლის გადასახადისთვის მხოლოდ ბინის გაყიდვაც კი მოუწიოს და ამიტომაც არის უფრო გერმანია და მისი მეზობელი ქვეყნები და ზოგადად ევროპა სწავლისთვის უფრო მიმზიდევლი სტუდენტებისთვის.
ბინის ქირაობას რაც შეეხება ეს ცოტა ძვირია და ცხოვრობენ ძირითადად ოთახებში, ანუ ერთ სახლში ოთახებს ქირაობს სხვადასხვა ხალხი და სამზარეულოს და აბაზანას სხვებთან იზიარებენ. ფასები მერყეობს იმის მიხედვით თუ რამდენ ადამიანთან გიწევთ ბინის გაზიარება, სად არის და რამდენად კომფორტია.
ბინის ყველაზე იაფად შოვნის ვარიანტი არის დახმარების სანაცვლოდ ოთახის მოცემა. ეს ნიშნავს, რომ რომელიმე მოხუცი გაძლეთ თქვენ ოთახს ან საერთოდ უფასოდ ან სიმბოლურ ფასად და თქვენ ამ მოხუცს ეხმარებით საყიდლების გაკეთებაში, თუ რამე აქვს საყიდელი სხვა, ექიმთან წასვლა, ჭურჭლის დარეცხვა და ნუ მინიმალური საქმე და ამ მოხუცთან საუბარი. ხშირად კომპანიონის გამოც აკეთებენ ამას. ეს არ არანაირად არ გავს ოპერის შემთხვევას. და აქ არც ოპერის კონტრაქტი იდება. უბრალოდ ცოტათი ეხმარებით და ის გაძლევთ ოთახს. ასთივე შეიძლება იყოს მაგალითად ინვალიდ ადამაინთან.
თუმცა თქვენი თავი თვითონ დააფინანსოთ და პარალელურად ისწავლოთ ძალიან რთულია და ნუ გათვლით ამაზე დიდად. ფინანსური დახმარება დაგჭირდებათ. ვიზის მისაღებად 8000 ევრო დაახლოებით უნდა გაყინოთ ანგარიშზე და მისი მეთორმეტედის გამოტანის უფლება გექნებათ მხოლოდ ყოველ თვე და ეს იქნება ბლოკირებული ანგარიში. თქვენ თქვენი თავი, რომც გაიტანოთ ეს თანხა ყოველ წელს დაგჭირდებათ ვიზის მისაღებად.

ცოტა რამ მაგისტრატურაზე წამომსვლელთათვის

აუციელბად უნდა თარგმნოთ, თქვენი დიპლომი და ნიშნები და უნდა გქოდნეთ საკმარისი კრედიტები, რომ მიგიღონ უნივერისტეტებმა. სკოლის ატესტატიდან დაწყებული, უნივერსიტეტის დიპლომით დამთავრებული ყველაფერი დაგჭირდებათ. ასევე ნაფიც თარჯიმანთან უნდა ათარგმნინოთ და უნდა აღიარებინოთ ეს დიპლომები ან ანაბინზე, რომლის ლინკი დავდე აქ იპოვოთ არის თუ არა აკრედიტირებული თქვენი უნივერსიტეტი, რომელშიც სწავლობდით. უმეტესობა სახელმწიფო უნივერისტეტებისა არის. ასევე ვინც სამედიცინოზე მოდის, იმ ფაქტსაც უნდა შეეგუოთ, რომ რამდენიმე წელს სწავლას თქვენსას არ ცნობენ და უკან დაგაბრუნებენ რამდენიმე წლით. ენის სერთიფიკატები თქვენც მოგეთხოვებათ, იმის შესაბამისად რა დონეზე გიწევთ სწავლა. სკოლის 11-12 წლიანი სერთიფიკატი ხელს არ შეგიშლით იმათგან განსხვავებით ვისაც ბაკალავრზე უნდა სწავლა. მედიცინის სფერო ძირითადად გამონაკლისია. თუმცა უნივერსიტეტსაც გააჩნია და მის მოთხოვნებსაც.
გრანტები თქვენთვის ბევრი არის და ამიტომაც შეგიძლიათ ეცადოთ მოიპოვოთ გრანტი.

სხვადასხვა საკითხებზე

არ დაგავიწყდეთ რომ გერმანიაში არსებობს Numerus Clausus ეს ნიშნავს რომ ამ სპეციალობებზე მოხვედრა შეზღუდულია, ბევრი აბარებს და საუკეტესოებს არჩევენ. არის საგნები, რომელზე განაცხადზეც უპრობლემოდ გიღებენ, იმიტომ რომ იმ საგნებზე არ ყავთ ბევრი სტუდენტი. შეზღუდულ სპეციალობებზე როცა აბარებთ გაითვალისწინეთ, იმიტომ რომ უნდა იყოთ საუკეთესო იქ მოსახვედრად. ეს ყველა უნივერსიტეტს სხვადასხვა აქვს და წერია უნივერსიტეტის ვებ საიტზე, რომელ საგნებში აქვთ ეს.

უნივერისტეტები შეგიძლიათ საძიებო სისტემაში იპოვოთ თუ რომელი უნივერისტეტია თქვენს სფეროში ყველაზე კარგი ან როგორი რეიტინგებია აქვთ გამოიყენეთ მაგალითად ეს საიტი და სიაში გერმანული უნივერისტეტები მოძებნეთ.

http://www.topuniversities.com/

არის პატარა პროფესიებია Ausbildung სახელით ცნობილი. ეს სპეციალური პროფესიებია, უნივერსიტეტი არ არის. აქ ხდება სწავლა და მუშაობა ერთად. ამით ვიზის მიღებაზე არც იფიქროთ, მაგრამ თუ ჩამოხვალთ შეიძლება გააგრძელებინოთ ამითი. თუმცა ამისი ძალიან ძალიან მცირე შანსია. თუმცა თუ ვიზაზე პრობლემა არ გაქვთ შესაძლებელია. ეს დავამატე, უბრალოდ თქვენ რომ ინფორმაცია გქონდეთ ამ საკითხზე იმიტომ.

ჩემი რჩევა იქამდე სანამ წამოხვალთ

აუციელებლია ჩემი აზრით, რომ დაამთავროთ ის უნივერსიტეტის პირველი კურსი. გაითვალისწინეთ, რომ სასურველია იმ სფეროს მიხედვით რომლის სწავლაც მომავალში გსურთ. და ასევე რაც შეიძლება კარგად ისწავლეთ საქართევლოშივე ენა და ეს ყველაფერი რატომ ახლავე დავაკონკრეტებ.
ბევრ შტუდიენკოლეგში არის შესარჩევი სისტემა ანუ გამოცდას აბარებს 300 ადამიანი და აქედან აარჩევენ 30 საკუთესოს. ანუ თქვენ შეიძლება ჩააბაროთ, მაგრამ არ აგირჩიონ. ყოველ წელს ამ შტუდიენკოლეგში ჩაბარება უფრო რთუდლება და გამოცდაზე 100%-დან უმაღლესი ქულა აჩვენოთ, რომ აგიყვანონ. ამიტომაც გაითვალისწინეთ ეს, რადგან თუ ვერ ჩააბარებთ ვიზაზე შეგექმნებათ პრობლემა. ზოგ შტუდიენკოლეგში ეს არ არის, მაგრამ შეიძლება, რომ მალე იყოს ამიტომაც თქვენთვის იქნება უფრო ადვილი ერთი კურსი, რომ დახუროთ უნივერსიტეტში.
რაც შეეხება რატომ უნდა ისწვალოთ ენა მანამდე, იმიტომ რომ გერმანიაში სწავლა შეიძლება უფრო გაგიჭირდეთ, რადგან მსობლიურ ენაზე არავინ აგიხსნით და ასევე დროში გაიწელება თქვენი სწავლის პროცესი, დრო კი ფულია, ენის კურსები კი ძალიან ძვირია და ამ პერიოდის განმავლობაში ასევე ის მოსამზადებელი ორი წელიც გადის და აუცილებლად უნდა ჩააბაროთ უნივერისტეტში და დროში იჭედებით და მერე მოდის ვიზაზე პრობვლემები, ნერვიულობა და ა.შ. ენის სერთიფიკატებიც კი სასურველია საქართველოში აიღოთ, იმის გამო, რომ საქართველოში მათი ჩაბარება ბევრად უფრო ადვილია ვიდრე გერმანიაში.
მთავრი პრობლემა არის ვიზა და ყველაფერი უნდა გააკეთოთ, რომ მალე ჩააბაროთ და არ გქონდეთ პრობლემა დარჩენა არ დარჩენის და არ გაგიფანტოთ ამან ასევე სწავლაზე მიპყრობილი ყურადღება.
და დაფინანსებას რაც შეეხება თუ მართლა გინდათ და ასევე ნიჭიერი ხართ ან მონდომებული და გინდათ გერმანიაში სწავლა და თქვენი თავის დაფინანსება შეიძლება შეძლოთ, მაგრამ ძალიან რთული გზა გელით წინ. და ასევე მთავარია კონტაქტები. კონტაქტების გასაჩენად აუცილებელია ფლობდეთ ენას, რომ დაუმეგობრდეთ ადამაინებს და სხვა ტიპის გზით გააგრძელოთ ვიზა და მოიპოვოთ სამუშაო ნებართვა და ა.შ.

თუ რაიმე კითხვები გაქვთ კიდევ დაწერეთ კომენტარებში და თუ რამ ვიცი გიპასუხებთ.
გისურვებთ წარმატებებს!

p.s.შემდეგში შესაძლებელია რამდენიმე ენის სერთიფიკატზე დავამატო დეტალური ინფორმაცია უფრო.

Advertisements
წინა ჩანაწერი
დატოვე კომენტარი

91 Comments

  1. ძალიან დიდი მადლობა !
    კარგი ადამიანი ხარ, ბევრი რამე გავიგე რაზეც აქამდე კითხვები მქონდა .
    წელს ვამთავრებ სკოლას და ის ვერ გადავწყვიტე თუ რომელ პროფესიას მინდა დავეუფლო.
    მოკლედ 2 წელი მაქვს და ამ ორ წელიწადში ბევრი რამე უნდა მოვასწრო : (

    პასუხი
  2. სახლის ტელეფონზე სხვაგან მოვხდი არაა სწორი ეგ ნომერი და სკაიპიც არაა რეგისტრირებული

    პასუხი
  3. მაგისტრატურას ვაპირებ.. სავარაუდოდ ჩემით.. დაადის დრო არ მაქვს, დავაგვიანე და შეგიძლია დამეხმარო? რამდენიმე კითხვა მაქვს. saya.sullivan@yahoo.com მადლობ წინასწარ ^^

    პასუხი
  4. skolas cels vamtavreb tumca universitetshi chabarebas ar vapireb..ukve gadacyvetili makvs rom 2 celi goeteshi movemzado B1 setipikatis asagebad da shemdeg cavide germaniashi da ik gavagrdzelo scvla.. natesavebi aravin myavs da vfikrob ojaxshi vicxovro ( tan davexmaro ojaxis diasaxlis da tan otaxi momcen sacxovreblad) studenturi samushao minda vishovo da tan viscavlo kolejshii.. tumca cota davibeni am statiis cakitxvis shemdeg… inglisuri kargad vici FCE is sertipikatic makvs da ar vici rameshi damexmareba tu ara..xom ar ici shesadzlebeli aris tu ara raime kolejshi inglisur enaze gavagrdzelo scavla.. da ramdenad realuria chemi gegmebii?? :dd

    პასუხი
    • ვიცი ეგ ინგლისურის გამოცდა და შესაბამისი დონე. ეგ არ არის საკმარისი დონე აქ უნივერისტეტში მოსახვედრად ინგლისურით და ასევე კოლეჯი რაზეც დავწერე მხოლოდ გერმანულადაა. სხვა მხრივ არ გაქვს ცუდი გეგმები. თუმცა ოპერობის დროს ბავშვებთან გიწევს ყოფნა და სხვა სამსახურის შოვნა ან ამ პერიოდში უნივერისტეტშიც სიარული და სწავლა ძალიან რთულია. აქ ეგ ოჯახები გოგონებს დაფინანსების ცნობის აღებაში ეხმარებიან და მერე ისე სწავლობენ თორემ ოჯახებში აღარ რჩებიან მერე. ენის სასწავლებლად კი გამოგადგება ეგ პერიოდი მხოლოდ.

      პასუხი
  5. რა ენაზეა დაწერილი ეს ტექსტი, ვერაფერი ვერ გავიგე, ან წერტილი და მძიმე დაგესვათ…

    პასუხი
  6. gmadlob, rom gaisarje da met naklebad informacia mogvawode..didi madlobaa

    პასუხი
  7. გერმანიაში სწავლის მსურველებს კომპანია BRIDGE TO GERMANY ეხმარება
    –> http://www.bridge-to-germany.de გერმანული ფირმაა და ქართველები გემსახურებიან, საიმედო და სანდო ხალხია.თან ადამიანური ფასები აქვთ. თავად ძალიან კმაყოფილი დავრჩი და მინდა ყველას ვურჩიო ეს ფირმა…

    პასუხი
  8. icit ra mainteresebs, studienkolegshi rom iswavli 1 weli, shemdeg kide 4 weli unda iswavlo universitetshi chveulebriv? is erti weli ikargeba, ase gamodis :/

    პასუხი
    • 3 წელი უნდა უნივერსიტეტის ბაკალავრს და 1 ან 2 მაგისტრატურას. ბაკალავრი უფრო დიდი ხანიც შეიძლება იყოს. კი იკარგება ეგ წელი, მართალი ხართ.

      პასუხი
  9. ბესო

     /  ივნისი 3, 2013

    ბაკალავრიატი 3 წლიანია და არა ოთხი როგორც ვიცი.

    პასუხი
    • კი ესეა, მაგრამ გააჩნია ფაკულტეტს. აქ იურიდიული სამედიცინოსავითაა და დიდხანს მოუწევს ადამიანს სწავალა თუ იურიდიული აირჩია.

      პასუხი
  10. icit ra mainteresebs, germaniashi tu ari inglisurenovani universitetebi da ra jdeba ik swavla an sad sheidzleba dawvrilebit movidzio informacia? da kidev mainteresebs ra sabutebia sachiro? ikneb mitxrat tu sheidzleba dzalian mchirdeba :) madloba winaswar…

    პასუხი
    • ინგლისენოვანი უნივერსიტეტები ცოტაა, არაპოპულარულია და არც ისე ბევრია. თქვენ გჭირდებათ ნორმალური უნივერსიტეტი. აქ ბევრ უნივერსიტეტს ბევრი საგნის ბაკალავრის სწავლება აქვს უცხო ენაზე. შეხვალთ უბრალოდ უნივერსიტეტის საიტზე, გაეცნობით ბაკალავრის პროგრამას და იქ არის ასარჩევი სწავლება რომელ ენაზე გაიმართება. საბუთები დიპლომი უნივერსიტეტიდან, ნათარგმნი შედეგები უნივერსიტეტიდან და ასევე სკოლის დიპლომი, ნიშნები და ა.შ. დამოკიდებულია უნივერისტეტზეც თვითონ.

      პასუხი
  11. meotxe kursi davamtavre da vedzeb sad sheidzleba gaviaro magistratura sazgvargaret, yvelam germania mirchia magram germanuli saertod ar vici samwuxarod :(

    პასუხი
  12. dzalian minda shentan gasaubreba, sakontakto inpormacia versad vnaxe. tu shedzleb rame inpormacia damitove rom dagikavshirde

    პასუხი
  13. დიდი მადლობა ავტორს კეთილი სურვილისათვის, დაეხმაროს თანამემამულეებს გზის გაკვლევაში, მაგრამ ერთ-ერთი კომენტარის ავტორის არ იყოს, ვერაფერი გავიგე. გუგლში ხომ არ გითარგმნიათ ეს ტექსტი? თუ გერმნაულის ცოდნასაც იმ დონეზე ითხოვენ, როგორი ქართულითაცაა ეს ტექსტი დაწერილი, გამოდის, არ მოგვეთხოვება გერმანული ენის ცოდნა. დიდი მონდომებით ჩავიკითხე ტექსტი, მაგრამ ვერაფერი გავიგე: არავითარი პუნქტუაცია და სტილი, არანაირი აზრის თანმიმდევრობა და გამართულობა. ერთადერთი გასაგები პასაჟია ის, რომ ბ-ნი ბადრი კვალიფიციური და სანდო თარჯიმანია და საკონტაქტო ინფორმაციაც გარკვევით წერია (ამისთვის დიდი მადლობა). თუ ვინმესთვის გასაგებია ამ ტექსტის შინაარსი, გთხოვთ გასაგებ ენაზე მოგვაწოდოთ. დიდი მადლობა წინასწარ.

    პასუხი
  14. zustad xom ar ici marto inglisuris codnitac tu sheidzleba germanisashi wasvla? dzlian mainteresbs da aseti programebi insglisurit rom agzavnidnen, sad sheidleba movdebno xom ver damexmarebit?

    პასუხი
    • რაზე გინდა ისწავლო, ბაკალავრი გინდა თუ მაგისტრატურა?! ცოტა თუ ვერ დაკონკრეტდები რთულია პასუხის გაცემა. და გაგზავნაში რას გულისხმობ რომ დაგაფინანსონ? დაად აფინანსებს თუ შენ ინგლისურ ენოვან ფაკულტეტზე ჩაირიცხები მათ მითითებულ უნივერიტეტებში ოღონდ რა თქმა უნდა, უნდა გქონდეს ინგლისური ენის სერთიფიკატი.

      პასუხი
      • magistraturaze minda rom gavagrdzelo, exla arqiteqturaze swavlob meore kursze. xo ra tqma unda inglisur enovan fakultetze unda chaviricxo aba germanuli xom ar vici, nu iq ro chaval da mere tu viswavli germanuls arvici. da sertifikats avigeb ra tqma unda. da madloba pasuxistvis :)

  15. saintereso blogia.me mainteresebs rezidenturastan dakabshirebit nebismieri informacia

    პასუხი
  16. Au pair rom wavide mere rame shansi meqneba swavis dawyebis ?
    Anu erti weli enas rom swavlobde da mere romleime universitetshi rom chavabaro magitraturaze, momtkhoven saqartvelodan yvelafers tu pirdapir mati gamocdit shevzleb chabarebas da swavlis gagrzelebas ?

    პასუხი
    • დათო

       /  იანვარი 6, 2014

      აუ პაირ კარგია მაგრამ ბიჭისთვის უძნელესია წასვლა. მე ერტი წელი ვცდილობდი წასვლად მაგრამ დასკვნა გამოვიტანე რო შეუძლებელია ან რამე სასწაული უნდა მოხდეს რო წახვიდე:) ჯერ ერთი რო ბიჭები ნაკლებად უნდათ და მერე კიდე არაევროკავშირიდან, რადგან ვიზას უნდა ელოდო 2-3 თვე. სააგებნტოები არც კი განიხილავენ შენ საბუთებს რო გაუგზავნი, მე au pair world ზე ვიყავი დარეგისტრირებული მაგრამ მაინ ვერ წავედი, კვირაში ერთხელ ვიღაც მწერდა მაგრამ საქმე საქმეზე რო მივიდოდა უარს ამბობდნენ, იმიტო რო უამრავი ვიღაც წერთ ევროკავშირის ქვეყნებიდან ვისაც პერობა უნდა, ბოლოს ნერვები ამეშალა და დავანებე თავი, იმათთან უაზრო ჭორაობის და ერთიდაიგივეს წერის თავი არ მქონდა, ერთობიან თან, ხან სკაიპში ხან ისე, და კარგად იყავი მერე გეტყვიან, ვინმე გოგოს ნახავენ ოპერად:) მითმუტეს გერმანული საკმაოდ კარგად ვიცი და ინგლისურიც, თან პრავაც მაქვს. მეც არ მჯეროდა რო ეგეთი ძნელი იყო მაგრამ დავრწმუნდი რო არავის არ უნდა ჯერ ბიჭი და მერე საქართველოს ნაირი ქვეყნიდან

      პასუხი
      • OK. დიდი მადლობა. au pair world-ზე მეც დავრეგისტრირდე მარა ეგრევე დამბლოკა, მონაცემები არ მოეწონა ჩემი

      • დათო, მე და ჩემი ქმარი მივდივართ ეხლა ოპერებად ცალ ცალკე ოჯახში, და არანაირი პრობლება არ შექმნია როგორც ბიჭს, გვყავს ძაან კარგი აგენტი რომელმაც ეს ყველაფერი მოაგვარა , 5 თვე ვემზადებოდით ამ ქალთან გერმანულში და უკვე ოჯახებიც გვყავს, გოეთეს სერთიფიკატებიც ავიღეთ.საკონსულოც გაიარა გიორგიმ უკვე და იანვრამდე მივივართ და არაერთი ბავშვი გაუშვია უკვე ამ ადამიანს მშვიდობით გერმანიაში ყველანაერი პრობლების გარეშე. ბიჭებიც და გოგოებიც. შეუძლებელი არაფერია უბრალოდ ნორმალური ადამიანი უნდა ნახო რომელიც დაგეხმარება წასვლაში.თუ დაგჭირდეს იმეილზე მომწერე ketiluashvili@gmail.com და ჩვენი აგენტის ნომერს გეტყვი დაელეპარაკე .

  17. gamarjobat! maqvs shekitxva avstriis shesaxeb tu gaqvt informacia abiturientistvis?

    პასუხი
  18. ბააკა ბაბუნაშვილი

     /  აპრილი 6, 2014

    გამარჯობა, მინდა შემდეგ წელს გერმანიაში გავიარო მაგისტრატურა და ვეძებ საჭირო ინფორმაციას. ენის პრობლემა არ მაქვს ამ ეტაპზე B2 მაქვს აღებული და C1 ს თავისუფლად მოვასწრებ უბრალოდ GPA -ს არ ვაქცევდი ყურადღებას თსუ-ში იმიტომ რომ აქ სასარგებლო და ღირებული ვერაფერი დიდი ვერ ვნახე. მაინტერესებს მოკლედ რამდენად შესაძლებელია დაბალი GPA -ით რომ გავიარო მაგისტრატურა დაფინანსებების და გრანტების გარეშე, ანუ უნივერსიტეტს რომ დავხურავ მექნება სტანდარტულად 240 კრედიტი და შემდეგ რა გამოცდები უნდა ჩავაბარო და სად რომ შევძლო გერმანიაში მაგისტრატურის გავლა?

    პასუხი
  19. me 5 weli vcdilobdi operad wamosvlas da movaxerxe ra wamovedi ,,exla minda swavla gavagrzelo mara dafinansebis problema maqvs da ar vici rafer moviqce

    პასუხი
  20. ნინა შეგიძლიათ თქვენი საკონტაქტო მეილი ან skype მომცეთ მინდა დაწვრილებით გავიგო ბაკალავრიატთან დაკავშირებით, gmdzi2012@agruni.edu.ge ამ მეილზე მომწერეთ, ვალში არ დაგრჩებით

    პასუხი
  21. Nina am chamonatwalidan chemi sutuacia cotati gansxwawebulia, magram tkweni daxmareba dzaliam mchirdeba. dzalian gtxow ar daizarot da damekontaket. E-Mail: mai_maikuna@mail.ru (Maia)

    პასუხი
  22. ატესტატისა და დიპლომის გარდა სხვა რა საბუთებია კიდევ საჭირო მაგისტრატურაში ჩასაბარებლად?!

    პასუხი
  23. დიდი მადლობა ნინა ამდენი რომ იწვალე და ნამდვილად საჭირო ინფორმაციები მოგვაწოდე. მე მაქვს პირადი შეკითხვა და E-mailს დავტოვებ. ძალიან გთხოვთ არ დამტოვოთ უპასუხოდ. irina.k64@mail.ru

    პასუხი
  24. Wels davamtavre universiteti da jer operad minda wasvla da mere magistraturaze chabarebas vapireb…Magistraturaze chasabareblad ra aris sachiro (enis sertifikatebs vgulisxmod)

    პასუხი
  25. Gamarjoba, pirvel rigshi madloba amdeni sachiro informaciisatvis. Eseigi exla chems shesaxeb: shemdeg wels vamtavreb skolas da minda germaniashi wasvla, konkretulad berlinshi, iq sacxovrebeli uzrunvelyofili meqneba , radgan natesavi myavs. ise germaniashi davibade, mama myavs germaneli magram ise moxda rom aq chamosvla mogviwia, dabadebis mowmobac germanuli maqvs. germanulshic vemzadebi rom C1 donemde mivide, jer shuashi var, minda iuridiulze chabareba. sheni rcheva mchirdeba dzalian da 1) mainteresebs kide romeli saxis mowveva gavaketebino? 2 ) sjobs aq avigo enis sertifikati Goetheshi? tu Germaniashi? madloba winaswar :* dzalian damexmarebi tu mipasuxeb.

    პასუხი
  26. გამარჯობათ, დავამთვრე თბილილის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტი და ახალ მინდა მაგისტრატურის გაგრძელება გერმანიაში, სამწუხაროდ არ მაქვს გაყინულია ანგარიში და ვფიქრობ ჯერ აუ პაიერად წავიდე და შემდეგ დავრჩე მაგისტრატურის გასაგრძელებლად.თუ შეგიძლიათ მირჩიოთ, რამდენად შესაძლებელია ჩემი გეგმის ამ გზით განხორციელება

    პასუხი
    • chems gogos akvs bakalavris diplomi da unda specialobis migeba sazgvargaret magistraturaze rogor sheidzleba am gegmis ganxorcieleba an tu gakvt programa germanuli emis kursebi germaniashi da r asakamdea aris 32 clis

      პასუხი
      • ქალბატაონო მანანა ასაკი დაბრკოლებას არ შეუქმნის. გააჩნია რა დაამთავრა. გერმანული ენის ცოდნა დაჭირდება რა თქმა უნდა კურსების გავლა გერმანიაშიც არის შესაძლებელი ანაც საქართველოში შეუძლია მანამდე ისწავლოს. ასევე ინგლისურადაც შეუძლია სწავლა უნივერსიტეტს და პროფესიას გააჩნია.

  27. ნინა, ვარ პირველ კურსზე და მიდა სწავლა გერმანიაში . გერმანულს ვსწავლობ.

    პასუხი
  28. მჩირდება უფრო დაწვრილებით ინფორმაცია და სად შეიძლება რომ შეგეხმიანო იქნებ მაილზე მომწერო ? nikaasambiani17@mail.ru აქ შემეხმიანე მაგრად მჭირდება შენი დახმარება
    :) :)

    პასუხი
  29. ნინა, გერმანიაში სამედიცინო უნივერსიტეტში მაგისტრატურაზე მოვხვდები თუ სკოლის ნიშნები მაგალი არ მაქვს, მაგრამ ბაკალავრიატი წარჩინებული მაქვს? მადლობა წინასწაარ

    პასუხი
  30. ნინა, ძალიან გთხოვთ თუ დრო გაქვთ მეილზე რამდენიმე კითხვას დაგისვამთ მაგისტრატურასთან დაკავშირებით რაა ძალიან მჭირდებაა. ketimaisashvili@ymail.com მადლობა დიდიი

    პასუხი
  31. salome chabradze

     /  დეკემბერი 4, 2014

    ნინა,დიდი მადლობა ამ ინფორმაციისთვის.რამდენიმე კითხვა მაქვს და თუ შეგიძლია მომწერე.მე ვარ ახლა პირველ კურსზე და მინდა მაგისტრატურა დავამთავრო გერმანიაში.ვსწავლობ სამართალზე და მაინტერესესბ ამ ფაკულტეტზე მაგისტრატურის ხანგრძლივობა რამდენია.გარდა ამისა მაინტერესებს,დავუშვათ,ტუ არ მაქვს 8000 ევრო,შემიზლია თუ არა რომ როგორმე ვისწავლო გერმანიაში

    პასუხი
  32. ნინა ძალიან ბევრი საჭირო ინფორმაცია გავიგე, ამისათვის მადლობა. თუმცა ჩემი სიტუაცია ცოტათი განსხვავდება. რამოდენიმე შეკითხვა მაქვს და თუ შეგიძლია მაილზე დამეკონტაქტო ძალიან გთხოვ… თქვენი დახმარება მჭირდება tatia.komakhidze@gmail.com

    პასუხი
  33. ნინა, მადლობა ინფორმაციისთვის. თუმცა მეც რამოდენიმე კითხვა მაქვს და თუ შეგიძლიათ დამიკავშირდით nucico.co@gmail.com წინასწარ გიხდით მადლობას

    პასუხი
  34. მოვედი მოკლედ ამ პოსტამდე :)) კითხვები მაქვს ბევრი და დიდად მადლობელი დაგრჩები, თუ პასუხებს გამცემ.
    მოკლედ, აღარ ვარ სტუდენტი, მაგისტრატურა მაქვს უკვე დამთავრებული და ვმუშაობ წლებია. და ახლა მინდა გერმანიაში წასვლა. ბაკალავრიც და მაგისტრატურაც მაღალ ქულებზე მაქვს დამთავრებული საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. ჩემი სპეციალობისგან აბსოლუტურად განსხვავებული სპეციალობა მინდა შევისწავლო: PR ანუ საზოგადოებასთან ურთიერთობა. ჩემი სპეციალობა ძალიან მომბეზრდა და იმიტომ. PR-ში 2 კარგი კურსი მაქვს გავლილი და ეს იმედია დამეხმარება. ყველაზე მეტად დიუსელდორფს ვუმიზნებ. ჰოდა, შენი რჩევები და ა.შ. ყველაფერი მაინტერესებს. წელს გამომივა საერთოდ რამე? 6-7 წლის წინ ვსწავლობდი გერმანულს კერძოდაც და გოეთეშიც. B1.2 დავხურე, მაგრამ მერე მუშაობა დავიწყე და დავანებე თავი და ნუ მოკლედ. ამ დღეებში ვიწყებ მასწავლებელთან სიარულს და აზრი რამდენად აქვს არ ვიცი. სრული ნუბი ვარ ამ ყველაფერში და ისიც არ ვიცი ღირს თუ არა ეს მცდელობა.
    ა და კიდევ, 2012 წლის პოსტია და იქნებ გადახედო და განაახლო, თუ რამეა შეცვლილი გერმანიაში და ამ პოსტშიც ჩაასწორო.

    პასუხი
  35. ნინა,დიდი მადლობა ინფორმაციისთვის,ერთი პრობლემა მაქვს,საბუთების მოწესრიგებას და გაგზავნას ვერ ვახერხებ სტუდიენკოლეჯებში, ხომ არ იცით ვის მივმართო თბილისში

    პასუხი
  36. nino pirvel rigshi didi madloba am blogis tvis , bevri saintereso informacia mivige.sheni azri mainteresebs them situaciis mier, da egeb raime rtheva momce.
    skola davamtavre,thavabare kavkasiis biznes skolashi da ojaxuri pirobebis gamo 6 tvis scavlis mere gamovedi univeridan.exla operad var germaniashi da dzalian minda scavla umagleshi( englisuri sertifikati,) sad shemidzlia ,an ra nairad shemidzlia viscavlo.?
    inglisuri,rusuli ,berdznuli,exla davicxe da germanuli vlaparakob tavisuplad
    egeb rame idea momacodo(them tavs ver vapatieb tu ver viscavli turizmi minda dzalian .)
    didi madloba cinascar

    პასუხი
  37. ნინა მოგესალმებით,
    პირველ რიგში დიდი მადლობა ასეთი ამომწურავი ინფორმაციის თავმოყრისთვის….
    ეხლა საქმეზე გადავალ:
    ჩემი შვილი 1 წლიანი სასკოლო გაცვლითი პროგრამით სწავლობს გერმანიაში, გიმნაზიაში მე-9 კლასში, აგრეთვე ის კარგად თამაშობს კალათბურტს და ვარჯიშობს კარგ საკალათბურთო კლუბში, მას დიდი სურვილი აქვს მომდევნო სასწავლო წლიდან სწავლა ისევ იმ გიმნაზიაში გააგრძელოს ( პროგრამა ითვალისწინებს მხოლოდ 1 სასწავლო წელს), თუ შეგიძლიათ რაიმე ინფორმაციის მოწოდება სკოლის მოსწავლეებთან დაკავშირებით, მომწერეთ თქვენი საკონტაქტო khatuna.buchukuri@mail.ru
    წინასწარ დიდი მადლობა

    პასუხი
    • Ausbildungis gaketeba mindoda radgan axlobeltan chamovedi romeltanac sastumroshi vmushaob mimgebshi da tan enis kursebi gavakete , kontraktic maqvs IHK dasturic,skolac magram ausländershi mitxres ro wadi sa saqartvelodan scade radgan zweck shecvla ar sheidzleba marro unishi shegidzlia swavlao,xoda wavide da uari mitxran rogoria :)

      პასუხი
  38. gamarjobat, eseigi mainteresebs ramenairad tuaris shesadzlebeli sertifikatebis agreshe da germanuli enis gareshe movxde germaniis romelime universitetshi , minda vissvwalo germaniashi tushegidzliat damexmaret an mosamzadebeli kursbei tu arsebobs ?/

    პასუხი
  39. საღამო მშვიდობისა!ვარ ოპერ გოგონა,ვცხოვრობ ბადენ ვუნდერბერგის მიწაზე.თუ შეგიძლიათ ვინმემ ინფორმაცია მომაწოდოთ,საქართველოში დავამთავრე ბაკალავრი.ფაკულტეტი-ინფორმატიკის და მართვის სისტემები.რამდენად არის შესაძლებელი ჩემი ბაკალავრით მაგისტრატურის გერმანიაში გაგრძელება,ან აუსბილდუნგის გაკეთება რა სპეციალობებზეა შესაძლებელი?

    პასუხი
  40. ძალიან მარტივი კითხვა მაქვს,ძალიან ბევრი რამ წავიკითხე თქვენს მიერ დაწერილი ინფო და მართლაც რომ საინტერესო და სასარგებლოა,მაგრამ მე მაინტერსებს ერთი თან ზოგადი ინფორმაცია: დავამთავრე საქართველოში კერძო აკრედიტებული უნივერსიტეტის ბაკალავრის საფეხური,მაგისტრატურის გერმანიის ამა თუ იმ უნივერსიტეტში გაგრძელების შემთხვევაში თუ მეკარგება წელი და რამდენი?დავამთავრე სამართლის ფაკულტეტი.ამჟამად მაქვს ბ1 სერთიფიკატი. ა2,ბ1 და ბ2 დავამთავრე გოეთეში….თუ უიმ ბ2-ით მიიღო საბუთები შესაძლებელია თუ არა თვითონ უნიში იარო მაგალითად ამა თუნიმ პროფესიული გერმანულის კურსებზე,მააგლიტად იურიდიულის და წლის ბოლოს ც1 გამოცდის ჩბარების შემთხვევაში მიღებულ იქნეს ესა თუ ის მსურველი უნიში?

    პასუხი
  41. იურიდიულზე ვფიქრობ სასურველია არამარტო ც1 (რომელიც ვფიქრობ არაა საკმარისი სამართლი ფაკულტეტის გასაქაჩად),არამედ მააგლითად ენის პროფერსიული კურსები,რომ ადვილად დაიძლიოს ამ ფაკულტეტის პროგრამა.რადგან იურიდიული პრაქტიკულად უუურთულესია ვფიქრობ დაქ საოცნებო მანდ გასაგრძელებლად…და ერთი ერთ წლიანი მაგისტრატურის რა ტიპის სისტემაა რა პირობებითა და ფორმით?

    პასუხი
  42. gamarjoba.germaniashi vapireb wasvlas shekvarebultan ertad. tu shesadzlebelia gamagebiet. 9klasis atestatit tu shesadzlebelia wasvla. germanuli sheswavla da sertipikatis ageba. da rogorc operad wasvla

    პასუხი
  43. გამარჯობათ, მაინტერესებს დიპლომს რამდენად ექცევა ყურადგება გერმანიაში, მე მაქვს არალიცენზირებული უნივერსისტეტის დიპლომი და მინდა მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელება მაქვს თუ არა შესაძლებლობა ამ დიპლომით? გმადლობთ წინასწარ!)

    პასუხი
    • germanul;i enis shemscavleli kursebze rogor unda viza

      პასუხი
      • ქალბატონო ირმა – დიპლომს დიდი ყურადღება ექცევა. თუ არალიცენზირებულია აუცილებლად მოგიწევთ ბაკალავრის ხელახლა გაკეთება. //// ქალბატონო მანანა ენის კურსები უნდა დაჯავშნოთ ინტერნეტიდან, გახსნათ ანგარიშ გერმანულ ბანკში თუ როგორ ამის მითითებებს გასცემენ საელჩოში გაყინოთ 8000 ევრო ანგარიშზე და შეიტანოთ ვიზაზე. შეიძლება გერმანულის საქართველოშიც რაღაც დონეზე დაუფლება და მერე წასვლა.

  44. გამარჯობათ,
    კმჭირდება რჩევა. მოკლედ წელს ჩავაბარე, Hochschule Zittau-ში, მაგრამ მომავალი წლიდან მინდა უნივერსიტეტის შეცვლა, ვაპირებ Fachchohschule Koln-ში Dual Studium გავაკეთო, ანუ ausbildung და Studium რომ არის ერთდოულად. ვინმეს თუ გაქვთ გამოცდილება უნივერსიტეტის გამოცვლასთან ან კონკრეტულად ამ Dual Studiumtan დაკავშირებით, მომწერეთ რამდენად შესაძლებელია.

    პასუხი
    • საბა იგივენაირად ხდება დუალ შტუდიუმიც. ანუ აღიარება საბუთების მაინც გჭირდება. როცა აუსბილდუნგთან ერთად არის ცოტა სხვანაირად სწავლობ და ა.შ. ყველაფერი უწერიათ თვითონ კონკრეტულ პროგრამაზე. არ გამიკეთებია, მაგრამ გადამიხედავს მსგავსისთვის.

      პასუხი
  45. sad sheileba dagekontaqtoo ragacis kitxva minda piradad

    პასუხი
  46. ოპერად ვარ გერმაბიაში სწავლის გაგრძელება მინდა აქ. საქართველოში 12 წელი ვისწავლე სკოლაში და უნიში 2 წელი მე4 წელი გადის რაც სტუდენტის სტატუსი შევიჩერე. ანგარიშზე თანხა რომ მქონდეს და ენის ცოდნის სერთიფიკატები მაქ შანსი ვისწავლო გერმანიაში მომავალ წელს?

    პასუხი
    • კი რა თქმა უნდა. ბოდიში დაგვიანებული პასუხისთვის. სწავლის უფლება გაქვს. დაგჭირდება მარტო ენის ცოდნის დამადასტრუებელი სერთიფიკატი, სტუდენტის სტატუსს არავინ უყურებს მტავარია რომ ორი წელი ისწავლე

      პასუხი
  47. გამარჯობათ, ჩემი ჯმა აბარებს გრძელვადიან ვიზაზე გერმანიაში კურსების მიზნით. ახლა სთხოვეს რო დაცეროს აპირებს თუ არა იქ სწავლას კურსების შემდეგ. კი დაუცერია რო ეგ შესაძლებელია, მაგრამ საელჩოს ეს არ ჰყოფნის და უნდათ რო კონკრეტულად დაცეროს კი თუ არა. რას მირჩევთ? კი თუ დაცერს იქნებ არ გაუშვებენ ?

    პასუხი
    • რავიცი მეც იგივე სიტუაცია რომ მქონდა ვუთხარი რომ კი ვაპირებ და კონკრეტული უნივერსიტეტიც კი დავუსახელე და ჩამირტყეს ვიზა.

      პასუხი
  48. დიდი მადლობა ავტორს, ძალან ბევრ კითხვაზე მივიღ პასუხიი! მადლობა კიდევ ერთხელ და ბეევერჯერ!

    პასუხი
  49. გამარჯობა მაინტერესბს სამედიცინოზე რა საგნები ბარდება გერმანულის გარდა და რამდენ წლიანია სასწავლო სისტემა ჩვეულებრივ 6 იანი როგორც ჩვენთანა?

    პასუხი
  50. გამარჯობათ, მაინტერესებს თუ არის შესაძლებელი ჯავახიშვილის უნივერსიტეტიდან საბუთები გადავაბარო და სწავლა გავაგრძელო hochschule-ში, ანუ ვიცი რომ Universitat-ში შესაძლებელია მაგრამ არ ვიცი თუ არის შესაძლებელი Hochschule-ში. მადლობა წინასწარ.

    პასუხი
  51. გამარჯობა.
    ნინა თუ უკვე აღებული გვაქვს დიპლომი აქ (საქართველოში), გერმანიაში სტუდენტად ჩარიცხვის შანსი მაინც არის? ( მითხრეს, დამთავრებული არუნდა გქონდესო უნ.. რო იქ ისწავლოო).
    p.s. სასწავლო უნივერსიტეტში ვსწავლობ, თან ახალი დააარსებულია და რეკომენდაციისთვის ძალიან მჭირდება თქვენი დახმარება (დამატებითი კითხვები გამიჩნდა) :/ ძალიან გთხოვთ მომწერეთ gujabidze_mariam@mail.ru

    პასუხი
  52. Gamarjobat skolas wels vamtavreb avige b2 sertifikati da mainteresebs ramdenad sakmarisia es done imistvis ro mand gavagrdzelo swavla universitetshi pirveli kursis daxurvis shemdeg iuridiul fakultetze

    პასუხი
  53. Nina me maqvs damtavrebuli magistratura witel diplomze qutaisshi, stajireba energetikis saministroshi.amjamad vmushaob,minda praqtikebis gavla germaniashi.var energetiki da vmushaob jinrad.shegidzliat pasuxi momwerot am meilze levan.arqania.87@mail.ru

    პასუხი
  54. Gamarjoba,me nina var sakartvelodan wuppertalshi var operad.minda vizis shecvla da mainteresebs tu vhs shi avigeb intensiur germanulis kursebs gamigrzelebn vizas studenturi vizit tu aucilebelia unibersitetshi chabareba ?madloba

    პასუხი
  55. სამედიცინოზე ვსწავლობ, მაგისტრატურა მინდა რომ გავიარო გერმანიაში და რამდენ წელს დავკარგავ, ან თუ არის შანსი, რომ საერთოდ არ დამეკარგოს წელი.კიდევ მაინტერესებს რომელია უნივერსიტეტებშია მედიცინა უფრო მოთხოვნადიი. მადლობა :*

    პასუხი
  56. ჰაი ნინა, თუ შეძლებ იქნებ მიპასუცო. ვარ ოპერა, მიუნხენში, 12 წელი სკოლაში და 4 სემესტრი უნივერსიტეტში გერმანისტიკა ვისწავლე, აქ ენის კურსზე ლუდვიგ მაქსიმილიანში დავიწყე სწავლა და არ გავაგრძელე ჯერჯერობით. (B2.1 ის დასაწყისი) . ოპერობოდან 6 თვის მერე გასვლა მინდა და და უნივერსიტეტში სწავლის დაწყება. თუ შეგიძლია მირჩიე როგორ გავაგრძელო ვიზა,რა მოთხოვნებია, და უნივერსიტეტისთვის ან ჰოხშულესთვის მჭრდება თუ არა ენისკურსები c1/b2 სწავლა. ჩემი მაილია Apoolinaa@gmail.com. მადლობა წინასწარ დიდი.

    პასუხი
  57. Mogesalmebit me batumidan var 17 clia tamari minda germaniashi swavlis gagrzeleba. Ar makvs finansuri sashualeba. Vemzadebi germanul enashi da gtxovt damakvalianot. Skolis damtavrebistanave minda germaniashi wamosvla. Inglisuri da rusuli sashualod vici. Gtxovt damexmaret. Imis mixedvit gadaveyvito chemi momavali.

    პასუხი
  58. Nina, germaniashi swavlas vapireb biznesze, erti weli ak viswavli universitetshi, germanulis da inglisuris ra donis sertifikati damchirdeba?

    პასუხი
  59. Mogesalmebit, vinc saertod ar icis germanuli daaxloebit ramdenxanshi shedzlebs sashuslod codnss elementarul salaparakos vgulisxmob?

    პასუხი
  60. გამარჯობა ნინა

    პირველ რიგში მადლობა ინფორმატიული სტატიისთვის. წელს ჩავაბარე hochschule-ში camphill განათლებასთანაა კავშირში, ვისწავლი heilerziungspflegerin. ორივეგან მიმიღეს სამუშაო ადგილზეც და სასწავლო სკოლაშიც. სწავლა 2017-ის სექტემბერში მეწყება. რაიმე ინფორმაცია ხომ არ გაქვთ გრძელვადიან ვიზაზე პრობლემებს თუ უქმნიან fachschule-ს სტუდენებს? საქართველოში ბაკალავრიტს ვამთავრებ წასვლამდე მენეჯმენტის მიმართულებით.

    პასუხი
  61. gamarjoba nina,didi madloba srulfasovani statiistvis,tumca mainc meqneba konkretuli itxvebi da gtxov iqneb mipasuxo da momce rekomendacia … damtavrebuli maqvs sdasu,humanitarul mecnierebata fakulteti,germanistika,davamtavre 2008 shi da wavedi operad germaniashi.iq gavdiodi c2 mosamzadebel kursebs ,chavabare zepiri gamocda,werashi damaklda qulebi,exla saqartveloshi vabareb c1 da shemdgeb vapireb sabutebis gagazavnas universitetshi..tu gaqvs informacia ,daojaxebuli mdgomareobis shemtxvevashi qmar shvili igebs vizas ,tu me maqvs mowveva universitetidan? an rogor xdeba am shemtxvevashi,gtxov damakvaliane..anu didi survili maqvs qmar shvilit wavide egreve ,sxva valdebulebebi vicii… madloba winaswar…

    პასუხი
  62. ძაან საჭირო ინფორმაიცია მომაწოდე , მე აქ მაქვს ბაკალავრი 4 წლიანი დამთავრებული და მინდა იქ გავაგრძელო სწავალ და რა მაიტერსებს ანუ იქ რო ჩავაბარო უნივერსტეტში შემეძლება კერძდ ვიმუშაო , როგორც ფრილანსერმა , ანუ მაგალითად შეკვეთებზე ? ვიდეო აგდაღებასთან დაკავშირებით ? ამასთან დაკავშირებით თუ გაქ რაიმე ინფორმაცია და კიდე ხო 8 ათასი თუ არმაქ ვერ გამიგრძელებენ ვიზას სხვა ალტერნატივა არ არსებობს , მაგალითად ოჯახმა რო თქვას რო თვითონ აიღებენ ჩემი რჩენის პასუხისმგებლობას ან მსგავსი?

    პასუხი

გააკეთე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

17maisitbilisi.wordpress.com/

17 მაისი | May 17

Interior Design - My bigget passion

Just another WordPress.com site

დაიჭირე წამი

"ცხოვრება ხანმოკლეა. დაარღვიეთ წესები, აპატიეთ სწრაფად, აკოცეთ ნელა, გიყვარდეთ გულწრფელად, იცინეთ მთელი გულით და არასდროს ინანოთ არაფერი, რამაც გაგაღიმათ",- მარკ ტვენი

გაძლიერდი და შეცვალე

მშობლები, რომლებსაც გვერიდება და გვრცხვენია ჩვენი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილის უფლებების დაცვა და მათთვის ბრძოლა, თავად ვარღვევთ ჩვენი შვილის უფლებებს ჩვენი პასიურობით

Double Illusion

Welcome To Merabino's Mind

Thought Catalog

Thought Catalog is a digital youth culture magazine dedicated to your stories and ideas.

ყველაფერი ღორობაზე

ქართული და არაქართული ღორობის არქივი

fashionmothers say:

ფეშენმაზერების დღიური - ღაღადი მოდაზე!

დეპრესია

- ` Bullshit.. because the world is full of it ))))

gvelesianidudda

A great WordPress.com site

სულელური თეორიის 9 წუთი

P.S გახსოვდეს ვინ ხარ.

Metro

Metro.co.uk: News, Sport, Showbiz, Celebrities from Metro

JamesMSama.com

Bringing dignity and integrity back to dating & relationships.

Online magazine - What I See

All what I see and find important

ვეინუ

''ქალდაკება შუა მუზეუმში''

ფეხბურთისფანები

საუკეთესო საფეხბურთო ბლოგი

SGH creative

The ugly truth by SGH

ანნას ბლოგი

ჩემეული

+18

შიშველი ბლოგი

Mariefille's Blog

ყველასთვის საინტერესო ბლოგი ცოტ-ცოტა ყველაფერზე :)

info mania news

შემოდი საქართველოში ყველაზე წარმატებულ და მხიარულ ბლოგზე. გახდი ჩვენი მკითხველი და გაუზიარეთ ის თქვენს მეგობრებს!

სოციოლოგის დღიურები

სოფლის სოციოლოგთა კლუბი

Gogonebi's Blog

Just another WordPress.com site

Dark Moonlight

empty room

ანონიმური

ყველაფერი-არაფერი (კერძოდ ანტონიმებზე)

geword.wordpress.com/

სოციალური ბლოგი

dulsinia

This WordPress.com site is the cat’s pajamas

Anwords

ჩემი ეზო

მათიუშის ბლოგი

Ⓐ Fuck copyrights, information for everyone

bashiachuki

This WordPress.com site is the bee's knees

Gijmaj-Press

ბლოგზე განთავსებული მასალები ავტორის საკუთრებაა და ნებისმიერი პოსტის დაკოპირება აკრძალულია ნებართვის გარეშე!

%d bloggers like this: