FAQ: გერმანიაში სწავლასთან დაკავშირებით

faq_small

მოკლედ მომდის უამრავი შეკითხვა გერმანიაში სწავლასთან დაკავშირებით და უბრალოდ დრო არ მაქვს ყველას ერთად ვუპასუხო და ამიტომ შევეცდები ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებს გავცე პასუხი.

რამდენი წლიანია რომელიმე ფაკულტეტი?

ეს უნდა მოიძიოთ ინტერნეტში, რადგან განსხვავდება სწავლების წლები საქართელოს და სხვა ქვეყნებთან შედარებით, მაგალითდ იურიდიული ხშირად 7 წელი ისწავლება.

არის თუ არა ინგლისურად სწავლა?

რა თქმა უნდა არის. თუ იმდენი ინგლისური იცით უნდა მოიძიოთ ინფრმაცია. ზეპირად ვერავინ ვერაფერს გეტყვით თქვენი სასურველი სპეციალობა რომელ უნივერისტეტბში ისწავლება. თუ იმდენი ინგლისური ქრ იცით რომ გუგლში ინფორმაცია მოიძოთ მაშინ დაივიწყეთ აქ ინგლისურად სწავლის იდეა.
ასევ გაითვალისწინეთ რომ მხოლოდ ინგლისურის ცოდნით გერმანიაში შორს ვერ წახვალთ. სამსახურიც კი შეიძლება ვერ დაიწყოთ სტუდენტურ სამსახურს ვგულისხმობ თუ მხოლოდ ინგლისური იცით.
რატო აგიყვანთ დამსაქმებელი თქვენ რომელმაც ენა არ იცის და რატომ არ აიყვანს სხვას რომელმაც გერმანულიც იცის და ინგლისურიც შესანიშნავად.

რა დონეზე უნდა იცოდეთ ენა რომ ჩააბაროთ?

ჭ კლასის უნივერსიტეტებში მოთხოვნა არის B2. ნორმალურ უნივერსიტეტბში ითხოვნ C1 დონეს. სამედიცინოზე უნივერსიტეტების 99.99% C1-ს ითხოვს, ზოგი C2-საც კი.

au pair-ად წასვლა და მერე სწავლის გაგრძელება შესაძლებელია?

კი რა თქმა უნდა. უბრალოდ გაითვალისწინეთ რომ ენის სწავლაზე მეტად ოჯახის მოვლა გიწევთ და სასწავლად არც ისე ბევრი დროა. ამიტომ მაქსიმალურად კარგი გერმანულის ცოდნით წამოდით თუ მერე სურვული გაქვთ ქვეყანაში დარჩეთ და ისწავლოთ. ერთ წელში A1 დონიდან C1-ზე არაინტენსიური კურსების პირობებში პრაქტიკულად შეუძლებელია რომ აიღოთ.

მაინტერესებს მოკლედ რამდენად შესაძლებელია დაბალი GPA -ით რომ გავიარო მაგისტრატურა?

ყველა უნივერსიტეტი არ ითხოვს მაღალ ნიშნებს. არის უნივერსიტეტები, რომლებიც დიდ ყურადღებას აქცევენ და არიან რომლებიც ამხელა ყურადღებას არ აქცევენ და ამიტომ ჯობია რა თქმა უნდა ბევრ უნივერსიტეტში გააგზავნოთ და შანსიც უფრო მაღალია მოხვედრის.

რა ენის სერთიფიკატები მჭირდება და სად ჯობია ავიღო?

DSH ან TestDaf რომელ ლეველს მოგთხოვენ უწერიათ უნივერსიტეტს თვითონ და მნიშმვნელობა არ აქვს სად აიღებთ. ეს ორი მთავარი სერთიფიკატია. არის სხვებიც, რომლის საშუალებითაც იღებენ ასევე.

რა საბუთები მჭირდება უნივერსიტეტში ბაკალავრზე ან მაგისტრატურაზე ჩაბარებისას?

სკოლის ნიშნები აპოსტილით დამოწმებული ბოლოს სამი წლის
საბოლოო ნიშნებიც სკოლის არ მოწმდება აპოსტილით
ატესტატი აპოსტილით დამოწმებული
უნივერსიტეტის დიპლომი ან ცნობა რამდენ ხანს სწავლობდით და უნივერსიტეტში მიღებული შეფასებები ყველა აპოსტილით დამოწმებული რაც მოწმდება
ორ ენოვან საბუთებს თარგმნა არ უნდა ანუ ინგლისურიც რომ იყოს უბრალოდ ნოტარიული დამოწმება დანარჩენებს უნდა აქ გერმანიაში ნაფიც თარჯიმანტან თარგმნა რომელიც ასევე ამოწმებს. თარგმნისას აპოსტილიც ითარგმნება.

უმეტესობა ითხოვს აპოსტილს.ეს კეთდება თბილისში.

ასევე ენის დამადასტურებელი სერთიფიკატი.

განსხვავებული მოთხოვნები აქვთ უნივერსიტეტებს საბუთების მოთხოვნის ამბავში, მაგრამ ეს ზოგადად ყველა უნივერსიტეტს ჭირდება.

იღებენ თუ არა საქართველოში ნათარგმნს?

ზოგჯერ კი, მაგრამ უმეტესად არა

რა არის uni assist?

გაერთიანება რომელიც სახელმწიფო აკრედიტირებულ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობს და მათ უგზავნით საბუთებს, ისინი ამოწმებენ გაქვთ თუ არა უფლება სწავლის გერმანიაში და უნივერსიტეტს სადაც თქვენ დაწერთ თქვენ მიღებაზე ეგზავნება ასევე მოთხოვნა თქვენგან. უნივერსიტეტი კი თვითონ ღებს თქვენს მიღებაზე გადაწყვეტილებას. თუ არ გაქვთ სწავლის უფლება მოგდით პასუხი, რომ არ გაქვთ და ა.შ.
ასევე შეიძლება ისე გადამოწმებაც გაქვთ თუ არა სწავლის უფლება.
ეს არ არის უფასო.

არის თუ არა შესაძლებელი ანგარიშზე თანხის გაყინვის გარეშე დავრჩე გერმანიაში?

კი რამდენიმე ქალაქში იღებენ დაფინანსების ცნობებს მე როგორც ვიცი ფრაიბურგში, რეგენსბურგში, მგონი ბერლინშიც, კიოლნში.
მოკლედ ეს თითეოული ქალაქის უცხოელების ბიუროს საიტზე უნდა ამოიკითხოთ.
ქართული დაფინანსების ცნობა ჭრის ანუ.

სამედიცინოზე ჩაბარება როგორ ხდება?

რამდენიმე წელს არ აღიარებს ხოლმე გერმანია და რამდენიმე წელი ისევ მოგიწევთ ისწავლოთ. ზოგს ყავს ნაცნობი აქ და პირდაპირ აწყებინებს სამსახურს და ა.შ. ყველას ეგ არ გამოდის.
ბევრი უკვე ჩამოყალიბებული ექიმი ისეც შოულობს ნაცნობების და ყველაფერის გარეშე სამსახურს თუ ენა იცის.
ჭირდებათ აქ ექიმები.
ზუსტად რამდენ წელს გიღიარებენ შეგიძლიათ გაარკვიოთ მაგალითად uni assist-ში.
ასევე ენა უნდა იცოდეთ ძალიან კარგად და კარგი ნიშნებიც მოთხოვნაა. სამედიცინო ერთ-ერთი ყველაზე მოთხვნადი საგანია გერმანიაში.

არ დამიმთავრებია სკოლა მაქვს უფლება სწავლის?

ინდივიდუალურად არის გასარკვევი ეს. წინასწარ პასუხს ვერავინ გეტყვით.

რა არის Ausbildung და გვაქვს თუ არა გაკეთების უფლება?

ეს არის მცირე პროფესიები, მუშაობთ და სწავლობთ მაგალითად პროფესია გამყიდველი, ელექტრიკი და ა.შ.
ყველაზე არ აძლევენ უფლებას. მთავარი სიტყვა ეკუთვნის Arbeitsamt-ს ანუ სხვა გერმანელებს შესთავაზებენ დამსაქმებელს და თუ არცერთ გერმანელს არ უნდა მაშინ მოგცემენ უფლებას. სხვა შემთხვევაში კი ამ სპეციალობების სწავლაზე არის 100%იანი კი.

ხელფასს გიხდიან მცირეს და თან მუშაობთ და nebenjob-ის გაკეთების უფლებაც გაქვთ. ეს არის 450 ევრო თვეში მცირე სამსახური. Ausbildung-ზე პროფესიის მიხედვით განსხვავებულ ხელფასებს იხდიან. პირველ წელში ცოტაა და მერე იზრდება მაგალითად ასე 750, 950 და 1050. გააჩნია პროფესიას.

სასურველია გერმანული იცოდეთ საშუალო დონეზე მაინც.

ეს კონკრეტულად თქვენ უნდა მოძებნოთ გუგლში და ძალიან გთხოვთ დამატებით უამრავ კითხვას რისი მოძებნაც ამაზე გუგლში არის შესაძლებელი ნუ მომწერთ.

http://www.arbeitsagentur.de/web/wcm/idc/groups/public/documents/webdatei/mdaw/mta4/~edisp/l6019022dstbai447048.pdf?_ba.sid=L6019022DSTBAI447051

აქ არის პროფესიების ჩამონათვალი, რაზეც 100%-იან კის მიიღებთ.

ეს უფლება მხოლოდ წელს დაგვრთეს.

არის თუ არა შესაძლებლობა თან ვიმუშავო თან ვისწავლო ოფიციალურად?

კი. მოიძიეთ ინფორმაცია გუგლში duales Studium-ზე.
ინფო ძევს აქაც. აქ უნივერსიტეტში ცოტა განსხვავებულად სწავლობთ ძირითადად იმას რაც დამსაქმებელ კომპანიას ჭირდება, მაგრამ მაინც სწავლობთ და თან მუშაობთ.
არვიცი ვიზაზე როგორ იქნება ეს. იმდენად არ ვიცნობ ადამიანებს ვინც ეს გააკეთა რომ ამაზე ინფორმაცია არ გამაჩნია.

http://www.wegweiser-duales-studium.de/

და ბოლოს გთხოვთ თუ რამე კითხვები გექნებათ დასვით ოღონდ შეეცადეთ იმეილებიც მიუთითოთ თქვენი ცალკე კომენტარში.

Advertisements
დატოვე კომენტარი

12 Comments

  1. ნინა, შეგიძლია მეილზე მომწერო ? მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას ვაპირებ ჩემს პროფესიასთან დაკავშირებით და დახმარება მჭირდება შენგან, რახან ერკვევი გერმანიაში სწავლის საკითხებში. მადლობა წინასწარ. lela-abuladze@hotmail.com

    პასუხი
  2. გამარჯობათ ნინა. უმორჩილესად გთხოვთ დამიკავშირდეთ sgurtskaia@gmail.com გერმანიაში მინდა მაგისტურის გაგრძელება მაგრამ უკვე დეპრესიაში ვარ იმიტომ რომ არავის შეუძლია დამეხმაროს, ხოლო ინტერნეტი სავსეა სიცრუით და არარსებული უნივერსიტეტებით, რომელთა მიზანია კერძო ინფორმაციის მოძიება და მეტი არაფერი. კიდევ ერთხელ უმორჩილესად გთხოვთ დამეხმარეთ.

    პასუხი
  3. Nana shezleb imeilze damikavshirde

    პასუხი
  4. მოგესალმებით, მაინტერესებს სოციალის გაკეთება როგორ ხდება გერმანიაში?

    პასუხი
  5. Gamarjoba nina,
    Cels gadavedi 12 klasshi dzalian minda germaniashi scavlis gagrdzeleba medicinis gamxrit, ukve makvs b1 clis bolomde avigeb b2 da vici ro kursebi unda gaviaro da mere chavabaro universitetshi da upro dacveilebit rom mitxra rogor unda cavide sakartvelodan sad unda mivide aris tuara rame organizacia sadac damexamrebian sabutebze germaniashi binis modZebnaZe da a.sh

    პასუხი
  6. nuki_titvinidze@yahoo.com ნინა ძალიან საინტერესო ბლოგია.რაღაც კითხვები მაქვს.მომწერე გთხოვ

    პასუხი
  7. კომპიუტერული გრაფიკის მიმართულებით, მაგ: 3დ მოდელირება და ანიმაცია, რამდენად რეალურია Ausbildung-ის გაკეთება? მე მხოლოდ ფასიანი სასწავლებლები ვნახე.

    პასუხი
  8. ნინა, მომავალ წელს ვამთავრებ სამედიცინო უნივერსიტეტის ბაკალავრიატს. ვსწავლობ გერმანულს და მინდა იქ ჩავაბარო მაგისტრატურაზე.. ძალიან მჭირდება მცოდნე და ამ საქმეში გარკვეული ადამიანის დახმარება. აგარ ვიცი ვის მივმართო, ყველა სხვადასხვა ვერსიას მეუბნება, დეკანატშიც კი დაზუსტებით არაფერი იციან. ძალიან გთხოვ შენ მაინც მიშველე. milenabainduri@mail.com მადლობა.

    პასუხი
  9. gamarjoba nina, dzalian gtxov, dzalian dzzalian mipasuxe gmailze, ragac dzalian mnishvnelovanze minda gitxra da ikneb shedzlo chemi informireba, madloba winaswar

    პასუხი
  10. ძალიან მჭირდება შენი დახმარება, გთხოვ მომწერე ❤ ninogorgodze17@gmail.com

    პასუხი

გააკეთე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

17maisitbilisi.wordpress.com/

17 მაისი | May 17

Interior Design - My bigget passion

Just another WordPress.com site

დაიჭირე წამი

"ცხოვრება ხანმოკლეა. დაარღვიეთ წესები, აპატიეთ სწრაფად, აკოცეთ ნელა, გიყვარდეთ გულწრფელად, იცინეთ მთელი გულით და არასდროს ინანოთ არაფერი, რამაც გაგაღიმათ",- მარკ ტვენი

გაძლიერდი და შეცვალე

მშობლები, რომლებსაც გვერიდება და გვრცხვენია ჩვენი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილის უფლებების დაცვა და მათთვის ბრძოლა, თავად ვარღვევთ ჩვენი შვილის უფლებებს ჩვენი პასიურობით

Double Illusion

Welcome To Merabino's Mind

Thought Catalog

Thought Catalog is a digital youth culture magazine dedicated to your stories and ideas.

ყველაფერი ღორობაზე

ქართული და არაქართული ღორობის არქივი

fashionmothers say:

ფეშენმაზერების დღიური - ღაღადი მოდაზე!

დეპრესია

- ` Bullshit.. because the world is full of it ))))

gvelesianidudda

A great WordPress.com site

სულელური თეორიის 9 წუთი

P.S გახსოვდეს ვინ ხარ.

Metro

Metro.co.uk: News, Sport, Showbiz, Celebrities from Metro

JamesMSama.com

Bringing dignity and integrity back to dating & relationships.

Online magazine - What I See

All what I see and find important

ვეინუ

''ქალდაკება შუა მუზეუმში''

ფეხბურთისფანები

საუკეთესო საფეხბურთო ბლოგი

SGH creative

The ugly truth by SGH

ანნას ბლოგი

ჩემეული

+18

შიშველი ბლოგი

Mariefille's Blog

ყველასთვის საინტერესო ბლოგი ცოტ-ცოტა ყველაფერზე :)

info mania news

შემოდი საქართველოში ყველაზე წარმატებულ და მხიარულ ბლოგზე. გახდი ჩვენი მკითხველი და გაუზიარეთ ის თქვენს მეგობრებს!

სოციოლოგის დღიურები

სოფლის სოციოლოგთა კლუბი

Gogonebi's Blog

Just another WordPress.com site

Dark Moonlight

empty room

ანონიმური

ყველაფერი-არაფერი (კერძოდ ანტონიმებზე)

geword.wordpress.com/

სოციალური ბლოგი

dulsinia

This WordPress.com site is the cat’s pajamas

Anwords

ჩემი ეზო

მათიუშის ბლოგი

Ⓐ Fuck copyrights, information for everyone

bashiachuki

This WordPress.com site is the bee's knees

Gijmaj-Press

ბლოგზე განთავსებული მასალები ავტორის საკუთრებაა და ნებისმიერი პოსტის დაკოპირება აკრძალულია ნებართვის გარეშე!

%d bloggers like this: