ჩემი ორი უსათაურო ლექსი

ლექსებს საერთოდ არ ვწერ ხოლმე, მაგრამ ეს ორი ლექსი დავწერე.

***
ოთახს ჭირდება ქარი,
გულს კი ჭირდება სითბო.
ნუთუ არ ფიქრობს დარდი
ჩემთან სანამდე იყოს.

ჩუმი სახლების ქუჩას
დაეთხოვება მზე.
და იქ ტოტების უკან
ჩამობინდდება დღე.

გამოსახლებულ გულში,
ისევ არავინ მოდის.
წავალ და ვეტყვი დარდებს,
რომ მე ისევ მასზე ვფიქრობ…

ეძღვნება მარკს

ფიფქები

***
ფიქრები მათოვს,
მარტოობა ვეღარ მართობს.
საბანი მათბობს,
ბადაგი მათრობს.
შენზე ფიქრები კი,
მათოვს და მათოვს.
სული კი ნატრობს,
შენს სხეულს ახლოს…
დრო აღარ დათმობს
წამებსაც ახლოს.
შენ ისევ შორს ხარ,
მე ისევ მარტო…

და ისევ თოვა, ფიქრები
ფიქრები როგორც ფიფქები…

ი.კ.-ს

Advertisements

ჩვენი სახლი

ივანე გოლიაძის ფოტოები, შავ-თეთრი-დედაააა, დეეეეე ღამე, რომ მეძინება ფეხები არ მეტევა და ფეხები მეყინება. დეეეე. დეეე, დეეე, აი ასე მოკუზული ვწევარ, ისე ფეხებზე მცივა.
უყურებს პაწია დედას აცრემლებული აჩვენებს როგორ წვება.
-გამოყავი აბა დამანახე როგორ გეყინება.
ეუბნება დედა.
ისიც ფეხებს გარეთ ყოფს, პატარა ბავშის ჩასაწვენი ლოგინიდან, უკვე დიდა, მართლა არ ეტევა. ლოგინს ხის დიდი გალისავით ჩარჩო აქვს ირგვლივ და პაწია ფეხებს იმაში ყოფს.
დედამ საბანი აიღო. გამოყოფილ ფეხებზე შემოუკეცა.
-ახლა დედა? ახლა გცივაა?
-ახლა არა.
ეუბნება ბედნიერი პაწია. ღამე მაინც ცივა, ძილისას პოზიციას იცვლის ტრიალებს, მერე ისევ იკუნტება ისე როგორ მუცელში იყო. აღარ ცივა.

***
-რამდენჯერ უნდა გითხრა, აღარ ეტევა იმ ლოგინში. რა ვქნა, რა ვუთხრა ბავშვს. შუაშიც ანუკი გვიწევს. ამ ჩემს ძმასაც არ შეუძლია. იმიტომ არ მოყავს ცოლი, რომ ჩვენ აქ ვცხოვრობთ. გადავიდეთ აქედან როგორმე, ბავშვებიც ცოდოა, არ ვეტევით ხომ ხედავ, პატარა ორ ოთახიანი ბინაა. იმ პატარა ოთახს ოთახი ხომ არ ეთქმის. გადავიდეთ გია, გადავიდეთ.

აცრემლდა დედა.

-რა ვქნათ მერო, ფული არ გვაქვს სად გადავიდეთ, სად წავიდეთ.

გია ცდილობს ყურადღება გადიატანოს, საუბრის თემა შეცვალოს. დღეს ნათესავმა მოატყუა, რაღაცა საქმეს დაპირდა და თურმე სულ ტყუილად ართმევდა თვეში 250 ლარს. არ უნდა მერის უთხრას და აწყენინოს. არ უნდა. ეგონა ის საქმე გამოუვიდოდა და შეძლებდა. არ გამოუვიდა.

——-
-ახალ სახლში გადავდივართ? სად მივდივართ დედა? მერე გიორგის და თამუნას ვეღარ ვნახავ?! დედა დავრჩეთ რაა. დედა გთხოვ დავრჩეთ რაა…

-თამუუ მე მივდივაარ.
-გიო მოვალთ ხოლმე და ერთად ვითამაშოთ კაიი?

(more…)

მეგობარი

მეძინა. უცებ ზარის ხმა ისმის.
-ალიო.
-“პრივეტ” მარ.
-“პრივეტ”
-რას შვები, როგორ ხარ?!
-მეძინა.
(ვპასუხობ მოკლედ იმიტომ რომ ახლა ისიც კი არ ვიცი რომელი საუკუნეა, ერთადერთი ფიქრი მიტრიალებს – მეძინება.)
-არ გინდა დღეს შევხვდეთ?!
-არვიცი.
-მოდი რა საღამოს შევხვდეთ.
(ნელ-ნელა ვფხიზლდები, ვცდილობ ავდგე)
-სად შევხდეთ?!
-გამოგივლი და მერე გადავწყვიტოთ.
-კარგი, როდის გამოხვალ?
-საღამოს 8-9 სათისკენ გამოგივლი.
-ჩამოყალიბდი 8-ზე თუ 9-ზე?!
(ცოტათი ვბრაზდები)
-შენ რომელზე გაწყობს?!
-9-ზე იყოს.
-კარგი 9-ზე მანდ ვიქნები.
-კარგი.
-საღამომდე.
-გკოცნი.
-საღამოს ვილაპარაკოთ.
-მაინც გკოცნი.
-კარგი. შეხვედრამდე.
-შეხვედრამდე.

რა შეგრძნებაა, როცა დილით იღვიძებ, მზე რა ხანია ამოსულია, ხალხი ფუსფუსებს. თითქოს ცხოვრება სადღაც გვერდით კალაპაოტში მიედინება და შენ ჩამორჩი…
როგორ მიყვარს ეს სახლი… ეს ოთახი.. საშინელია გარედან, მაგრამ ზუსტად ქუჩის იქეთ არის ზღვა, ქუჩის იქეთ-აქეთ ბებერი პალმები. არვიცი რამდენი წლისები არიან. ჩემი ფანჯრის წინ რომელიც დგას დიდი ხანია დგას, რაც თავი მახსოვს იქ დგას. მაშინ 19 წლის მაინც იქნება. ნეტა 19 წლამდე თუ ძლებენ პალმები?! ჰმ… არვიცი… რამდენ ხანს ცოცხლობს პალმა, ვფიქრობ ჩემთვის და მარმარილოს მოაჯირს თავს ვადებ. თმები ისევ გაბურძგნული მაქვს, არც ვფიქრობ დავარცხნას, სამზარეულოსკენ მივეშურები, ცხელი ყავა მინდა. მერე რა რომ ცხელა, წელიწადის ნებისმიერ დროს ცხელ ყავას ვსვამ. ვგიჟდები მზეზე და ახალ დღეზე. ისევ აივანთან მივტრიალდები, ფანჯრასას ვაღებ და ფანჯრის რაფაზე ვჯდები, თან ყავას ვსვამ და დრო და დრო თვალებს დავხუჭავ და მზე მანათებს. ფეხებზე ნიავი მელმუნება, ვიღაცა ალბათ ქვევიდან ჩემს ფეხებს ხედავს… ჩემს ნარიჯისფერ ქუსლებსაც ალბათ… რა მნიმშვნელობა აქვს… უგემრიელესი ზღვის სუნი მოაქვს ქარს და მზე მანათებს… ცხოვრება მიხარია. თუმცა ისე სულაც არ მიხარია. ეს ის მომენტია, როცა ცხოვრება გიხარია, რაც არ უნდა იყოს წარსულში, ახლა თუ მომავალში.
ცხოვრების კალაპოტსაც ვუბრუნდები…

რა მაგარიაა. ვიცმევ, რამდენი ხანია ეს არ გამიკეთებია. აააა… ლამისაა სიხარულისგან ვიკივლო, ახლა ჩავალ და გავაკეთებ. ჩქარა ვიცმევ, ჩავრბივარ კიბეებზე, აჰა გამოვედი, რამდოდენიმე ნაბიჯს გავდივარ და აი ისიც, მივედი მის სადარბაზოსთან, მის ფანჯარასაც ვხედავ, ღიაა.
გაბმით და ხმამაღლა ვყვირივარ.
-ხატიაააააააააააააააა
რა მაგრია, ვფიქრობ გულში რამდენი ხანია ეს არ გამიკეთებია. მობილური ტელეფონის დედაც ჯეკ.
იხედება.
-წავიდეთ ზღვაზე?
-კი ასე 2 საათში წავიდეთ. გაემზადე შენ და მეც გავემზადები და დაგიძახებ.
-კარგი.
დავემშვიდობე და ისევ სახლში ამოვირბინე. (more…)

მე და მარტოობა

ეს ის დღე იყო მე და ის, რომ მარტო დავრჩით. წარმოგიდგენიათ, მარტოობასთანაც კი მარტო, რომ დაგტოვებენ. ხანდან როგორ გინდა, რომ მარტო დარჩე. მახსოვს ბავშვობიდან ხმაურიანი დღე სახლში, კარადაში შევძვერი, როგორღაც შევეპეჭე, თითქოს დავიმალე, გავქრი. მერე ვიგრძენი რომ ჰაერი აღარ მყოფნიდა, ოდნავ ჭურჭუტანა გამოვაღე, მაინც ვერ ვსუნთქავდი, მერე კიდე უფრო ფართოდ და ბოლოს სულ გამოვედი… ახლაც თითქოს კარადაში ვარ და მე და ჩემს მარტოობას ჰაერი არ გვყოფნის, ოღონდ ეს მარტოობაა უხილავ სივრცეში, კარების პოვნა გამოსაღებად ძალიან რთულია. ეხლები უხლავ კედლებს და არ აქვთ მათ დასასრული. არც კი ვიცი ჩემო სათუთო მოგონებავ და სიყვარულო, შენ გწერ, საკუთარ თავს ველაპარაკები თუ მარტოობას. ავირ-დავირიე არ ვიცი სად ვმთავრდები ან შენ სად იწყები და ეს სიმარტოვე…

(more…)

ერთი სევდიანი მოგონება

ვერ ვიტან ხმაურიან საათებს. საათებს ყოველი წამის ხმა რომ გესმის… ტუკ ტუკ ტუკ ტუკ… ერთი ორი სამი ოთხი ხუთი… გრძნობ როგორ გეცლება დრო, როგორ გადის ყოველი წამი, როგორ გეპარება და გენანება… ღამდება, მერე ისევ თენდება და ღამდება. გინდა დაიჭირო, გინდა შეცვალო ყოველი ის წამები საათები, რომ იპარავენ. გინდა დაბრუნდეს ბავშვობიდან მიმო, შენი საყვარელი მიმოზა, რომელიც არც ბებო იყო, არც დეიდა, არც ნათესავი, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი ადამიანი შენი ცხოვრებიდან. ახლა ყვითელი მიმოზების ცქერა გახსენებს მიმოს, ყველაზე თბილს, ყველაზე ღიმილიანს… ჩემი ძველი ეზოც, ის პატარა პადვალი სახლიც სადაც მიმო ცხოვრობდა…
ხალხს ლამაზი ისტორიების მოსმენა უყვარს, ლამაზი ხალხით… ჩემი მიმო არც ლამაზი იქნებოდა თქვენთვის და არც ჩემდამი მისი მოგონებაა ლამაზი ისტორია… ამ მოგონებას სევდა ათბობს… და მიმო ყველაზე, ყველაზე ლამაზია ჩემთვის… (more…)

17maisitbilisi.wordpress.com/

17 მაისი | May 17

Interior Design - My bigget passion

Just another WordPress.com site

დაიჭირე წამი

"ცხოვრება ხანმოკლეა. დაარღვიეთ წესები, აპატიეთ სწრაფად, აკოცეთ ნელა, გიყვარდეთ გულწრფელად, იცინეთ მთელი გულით და არასდროს ინანოთ არაფერი, რამაც გაგაღიმათ",- მარკ ტვენი

გაძლიერდი და შეცვალე

მშობლები, რომლებსაც გვერიდება და გვრცხვენია ჩვენი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილის უფლებების დაცვა და მათთვის ბრძოლა, თავად ვარღვევთ ჩვენი შვილის უფლებებს ჩვენი პასიურობით

Double Illusion

Welcome To Merabino's Mind

Thought Catalog

Thought Catalog is a digital youth culture magazine dedicated to your stories and ideas.

ყველაფერი ღორობაზე

ქართული და არაქართული ღორობის არქივი

fashionmothers say:

ფეშენმაზერების დღიური - ღაღადი მოდაზე!

დეპრესია

- ` Bullshit.. because the world is full of it ))))

gvelesianidudda

A great WordPress.com site

სულელური თეორიის 9 წუთი

P.S გახსოვდეს ვინ ხარ.

Metro

Metro.co.uk: News, Sport, Showbiz, Celebrities from Metro

JamesMSama.com

Bringing dignity and integrity back to dating & relationships.

Online magazine - What I See

All what I see and find important

ვეინუ

''ქალდაკება შუა მუზეუმში''

ფეხბურთისფანები

საუკეთესო საფეხბურთო ბლოგი

SGH creative

The ugly truth by SGH

ანნას ბლოგი

ჩემეული

+18

შიშველი ბლოგი

Mariefille's Blog

ყველასთვის საინტერესო ბლოგი ცოტ-ცოტა ყველაფერზე :)

info mania news

შემოდი საქართველოში ყველაზე წარმატებულ და მხიარულ ბლოგზე. გახდი ჩვენი მკითხველი და გაუზიარეთ ის თქვენს მეგობრებს!

სოციოლოგის დღიურები

სოფლის სოციოლოგთა კლუბი

Gogonebi's Blog

Just another WordPress.com site

Dark Moonlight

empty room

ანონიმური

ყველაფერი-არაფერი (კერძოდ ანტონიმებზე)

geword.wordpress.com/

სოციალური ბლოგი

dulsinia

This WordPress.com site is the cat’s pajamas

Anwords

ჩემი ეზო

მათიუშის ბლოგი

Ⓐ Fuck copyrights, information for everyone

bashiachuki

This WordPress.com site is the bee's knees

Gijmaj-Press

ბლოგზე განთავსებული მასალები ავტორის საკუთრებაა და ნებისმიერი პოსტის დაკოპირება აკრძალულია ნებართვის გარეშე!

%d bloggers like this: