რატომ უნდა ვიკითხოთ წიგნები(10 მიზეზი) და პატარა ქართველი გოგონას ისტორია

ეს არ არის მოსწაყენი პოსტი იმაზე თუ რატომ უნდა წავიკითხოთ წიგნები. სამწუხაროა, რომ ქართველი ერი ძალიან ცუდი კუთხით ვითარდება. პატარა ბავშვები სერიალებს უყურებენ, ნანუკას შოუს, მაია ასათიანის პროფილის, ჩემი ცოლის დაქალებს თუ რას არა. ნანუკას იმაში რომ საქართველოში წიგნებს არ კითხულობენ ბრალი არ მიუძღვის და ეს გადაცემების გასაკრიტიკებლად ან შესაქებად არ დამიწერია. უბრალოდ ასეთი სიტუაციაა დღეს საქართველოში.

გაზეთი ბათუმელების სტატიაში, რომელიც მდებარეობს შემდეგ ლინკზე http://www.netgazeti.ge/GE/105/News/11889/ იხილავთ ერთი გოგონას ისტორიას. პირობითი სახელია კატო. ის აჭარაში ერთ სოფელში ცხოვრობს. ამ სოფლიდან დაოჯახებულმა მამაკაცმა კატო რამდენჯერმა გააუპატიურა, დაემუქრა იარაღით და სხვა ცივი იარაღით, რომ მას და მის მშობლებს რამეს დაუშავდებდა. კატომ ხმა მხოლოდ მას შემდეგ ამოიღო რაც ეს მამაკაცი თურქეთში წავიდა სამუშაოდ და შიშის ფაქტორი გაუქრა იმ მომენტში თქმის. რა დამოკიდებულება წამოვიდა თქვენც შეგიძლიათ წაიკითხოთ. მშობლებმა კატო რამდენჯერმე ცემეს. პოლიციამ არ დაუჯერა რა თქმა უნდა და აქეთ აიგდეს. რა თქმა უნდა იმ მამაკაცმა მისი გაუპატიურების მომენტში თავი არ დაიცვა და იფიქრა რომ პატარა გოგონას შეიძლებოდა ორსულობა დაემალა. ხო დამავიწყდა მეთქვა კატო 16 წლისაა.
ხმა გაუვრცელა რომ ორსულად იყო. გოგონა კი ორსულად არ იყო.

კატო

მშობლემბა გოგონა ბევრჯერ ცემეს. რა გააკეთეს მეზობლებმა და ცუდი სახელი გაუდგეს, როგორც იციან საქართველოში ბოზის ანუ. მეზობლის ბიჭებმა აი ეს შემუთვალეს, უბრალოდ სიტყვა-სიტყვით გადმომაქვს ნაწერი.

“ნაზი: “ერთ დღეს ნათლია მოვიდა და მეზობლის ბიჭების შემონათვალი გადმოგვცა – გახეთქონ ამბავი, კატო ორსულად რომ არის, თორემ სოფლის ყველა ბიჭი მივალთ გოგოსთანო”. ”

გოჩას ცოლი, (გოჩა არის ის ვინც გააუპატიურა გოგონა) იმის მაგივრად რომ ქმარს დაშორებოდა და სახლიდან გაეგდო, აქეთ დასცინის საწყალ გოგოს და ცოლიან კაცთან ფლირტში ადანაშაულებს. ფაქტი ცხადია ცოლმა იცის, რომ კავშირი დაამყარა კატოსნთან მისმა ქმარმა და მისთვის სულერთია. ეს ქალი არის ძალიან გულისამრევი პიროვნება.

ნუ დედ-მამაზეც ხომ გული მერევა იმის მაგივრად რომ ამოდგომოდნენ შვილს მხარში პირიქით აქეთ ცემენ, იმ სოფლის ბიჭუკებზე, ერთმანეთზე რომ უნდა დააკლა ყველა კიდე უარესად გული მერევა. საწყალი გოგო გააუპატიურეს და ახლა ერთი იყო და ყველა ვიქნებით მაგ გოგოსთანო, ანუ ერთს თუ უფლება აქვს აწი ყველას უფლება გვაქვს მოვტყნათო. არ დავწერ მოტყვნის მაგივრად სექსის ქონას. მაგათ რაც უზის აზროვენბაში ეგ არის ტყვნა და არა სექსი. ეგ სოფელია მთლაიანდ ცხოველების ხროვა.

თვითონ დამნაშავეს არ უმტკიცდება დანაშაული, იმიტომ რომ პოლიცია ძალიან აბუჩად ეკიდება ამ გოგონას. ეს აღიარა დამნაშავემ და მაინც არ დაიჭირეს. ტექსტიდან ციტატა, საუბარია დამნაშავეზე – “ჩვენებაში თურმე უწერია – მე არ გამიუპატიურებია, ფეხებს შორის გავუთავეო”.

პოლიციელი უმტკიცებდა სოფლის მოარულ ჭორებს შენს შვილს 4 აბორტი აქვს გაკეთებულიო და ექსპერტიზაზე დადგინდა, რომ გოგონას არცერთი აბორტი არ აქვს გაკეთებული და სისხლის სამართლის საქმე დამნაშავის მიმართ აღძრულია თუ არა ჟურნალისტებმა ვერ გაარკვიეს. დამნაშავე, პედოფილი, საზიზღარი და გულის ამრევი პიროვნება თავისუფალია.

ხო რატომ ხდება ახლა ამდაგვარი სიბნელე სოფლებში? იმიტომ რომ ხალხი არის გაუნათლებელი და არ კითხულობს და არ აზროვნებს. საზოგადოების ამგვარმა გაუნათლებლომაბ მიგვიყვანა იქამდე, რომ ასეთი სიტუაცია გვაქვს დღეს საქართველოში. უცხოურ წიგნებს რომ თავი დავანაბეოთ ადამიანს რომელსაც წაუკითხავს ვაჟას მოთხრობები “შვლის ნუკრის ნაამბობი”, “ია”, “ქუჩი” ასევე პოემა ერთი თუნდაც “სტუმარ-მასპინეძელი” და ბევრი სხვა, გოდერძი ჩოხელის “მღვრიემდე გაგვიმარჯოს”, “თევზის წერილები” ადამიანი რომელიც ერთხელ უყურებს თენგიზ აბულაძის შესანიშნავ ფილმს, რომელიც გიორგი ლეონიძის ნაწარმოებს ეფუძნება ნატვრის ხეს, როგორ შეიძლება იყო ასეთი არაკაცი, როგორ შეიძლება ამ მოთხრობებმა მაინც არ მოგიტანონ იმ ქართული სულის და რეალური ტრადიციების მონაქროლი რაც მართლა იყო ქართული ტრადიცია. მე მრცხვენია, თქვენი მრცხვენია.

კითხვაზეც არ არის მარტო. იმდენად აწუხებს საზოგადოებას ეს კომპლექსები და შებოჭილობა და სექსის პრობლემა მთელი სოფელი ერთი 16 წლის გოგოზე აპირებს ემოციების დაცლას. აი შეგრცხვეთ. იმდენად გულის ამრევები ხართ როგორც ერთი იტყოდა ცოტა მოდიფიცირებას დავუკეთებ ღმერთო ნავთი მოწვიმე და ვულკანი ამოაფრქვიეო ეს მაქვს სანატრელი, ისე შემრცხვა ქართველობის და თქვენი ტრადიციების.

დაკავდით სექსით, განთავისუფლდით კომპლექსებიდან და ბევრი იკითხეთ.

paris, books, london, globes, books and traveling,

წიგნებს გადაყვახართ სხვადასხვა სამყაროში. წიგნების საშუალებით შეიძლება იმოგზაუროთ სხვადასხვა დროსა და სივრცეში, იყოთ წიგნის მთავარი გმირი და განიცადოთ წიგნშ მომხდარი მოვლენები.
წიგნები სხვადასხვა კლასიფიკაცია შეიძლება. 1.კარგი და სასიამოვნოდ წასაკითხი წიგნები, 2.ცუდი წიგნები და 3.საჭირო წიგნები, რომლებიდანაც ვიღებთ ცოდნას.
უამრავი წიგნი მოგცემთ ცოდნას. ბევრი წიგნის წყალობით ცხოვრებაში გამოცდილებას მიიღებთ, ფანტაზიას გაიფართოვებთ, გახდებით უფრო კეთილები და კარგები.
ცუდ წიგნებში კიდე ის კატეგორია გადის, რომლებიც უნიჭო ავტორის დაწერილია და კიდე უნიჭო იდეოლოგიას ქადაგებს და უნიჭო აზრებს, მაგალიად ასეთ წიგნებში ჰიტლერის წიგნიც გადის და ბავშვობაში ჩემს მიერ წაკითხული რომელიღაცა საბჭოთა ავტორის დაწერილი სრული იდიოტიზმი.

10 მიზეზი თუ რატომ უნდა იკითხოთ წიგნები
წიგნის კითხვის მიზეზების მინიმუმია ეს.

1.წიგნის კითხვა ტვინს ავარჯიშებს – ტელევიზორისგან გასახვავებით წიგნის კითხვის დროს რაღაცეებზე ფიქრი და გაგება გჭირდება და ეს ტვინის რუხ უჯრედებს ავარჯიშებს და უფრ ჭვიანს გხდის.

2.კითხვა ამუჯობესებს შენი სიტყვების მარაგის ცოდნას – გახსოვთ ან თუ გისწავლიათ სკოლაში ტექსტიდან დედუქციის მეთოდით სიტყვის მნიშმვნელობის გაგების სავარჯიშოებს აკეთებდნენ? სწორედ ასეა შესაძლებელი, რომ კითხვისას ბევრი სიტყვის მნიშმვნელობას მივხვდეთ და გავიუმჯობესოთ ჩვენი ლექსიკური მარაგი.

3.კითხვა გაძლევს შესაძლებლობას გაიგო სხვა ხალხზე და სხვა კულუტურაზე – ტელევიზორში მაქსიმუმი შეიძლება 2 საათიანი გადაცემა გააკეთო რომელიმე ერზე და კულტურაზე, როგორ გაიგებ სხვაგვარად ხალხის კულტურაზე, მათ ცხოვრებაზე, წესებზე, კოსტიუმებზე, და ა.შ. თუ არ წაიკითხე? გადაცემის დროს სახლში უნდა იყო და წიგნი კი ყოველთვის შეგიძლია იკითხო, შენთვის მოსახერხებელ დროსა და ადგილას.

4.წიგნი აუმჯობესებს შენს კონცენტრაციას და ფოკუსირების უნარს – ჟურნალებიდან და გაზაეთებიდან გასხვავებით სადაც მალევე შეგიძლია დუაბრუნდე აზრს, წიგნი დიდ მთლიან ისტორიას გიყვება და ამისთვის კოცნენტრაცია და ფოკუსურება გჭირდება. რაც დრო გადის წიგნის კითხვით ამას იუმჯობესებ.

5.წიგნების კითხვა აუმჯობესებს თვითრწმენას – რაც უფრო მეტს კითხულობ, მით უფრო მეტ ცოდნას იძენ და ხალხი ხშირად პასუხიებისთვის შენ მოგმართავს. ეს მეტ თავდაჯერებას გმატებს და საბოლოო ჯამში საკუთარ თავში უფრო დარწმუნებული ხარ.

6.აუმჯობესებს შენს მეხსიერებას – მეცნიერულად დამტკიცბულია თუ შენს ტვინს არ იყენებ მახსოვრობა გიუარესდება. ტვინის სავარჯოშოდ გამოიყენება ათასი სახის კროსორდები თუ სხვადასხვა მახსოვრობითი თამაშები. წიგნის კითხვა თამაში არ არის, მაგრამ რომ გაიგო გიწვეს დაიმახსოვრო შინაარსი, მოთხრობის გმირები, დეტალები, ფაქტები სხვადასხვა ლიტერატურული ფიგურები და ეს აუმჯობესებს შენს მეხსიერებას.

7.წიგნის კითხვა აუმჯობესებს შენს დისციპლინას – ვის ცალია მთელი დღე მხოლოდ წიგნები იკითხოს? რა თქმა უნდა თითქმის არავის, მაგრამ წიგნები უნდა ვიკითხოთ და ამისთვის დროს გამოვნახავთ ხოლმე და გრაფიკში ჩავსვამთ ხოლმე როდის შეგვიძლია წიგნის წაკითხვა, ამითი თვითდისციპლინა უმჯობესდება და უფრო აწესრიგებ დროს.

8.აუმჯობესებს შენი ფანტაზიის უნარს – წიგნში პერსონაჟები სიტყვებითაა აღწერილი და შენ მას წარმოიდგენ და ყველაფერს რაც წიგნშია აღწერილი. ეს ტვინის იმ ნაწილს რომელიც ფანტაზიაზეა პასუხისმგებელი აუმჯობესებს. შემდეგისთვის როცა კრეატიული იდეები დაგჭირდება უფრო ადვილად მოგივა თავში რამე საინტერესო და კრეატიული იდეა.

9.ყოველთვის გენქება სალაპარაკო თემა – ხშირად აღმოგიჩენია თავი, რომ სალაპარაკო არაფერზე გაქვს? წიგნები გაძლევს ბევრ ინფორმაციას, რომელიც შეგიძლია განიხილო და რომელზეც შეგიძლია ბევრი ილაპარაკო დაუსურულებლად. იმ წიგნებზეც კი რომელიც რამე კონკრეტულს გასწავლის შეგიძლია განიხილო და დაუსრულებლად ისაუბრო სხვადასხვა წიგნებზე. წიგნები გიხსნის ინფორმაციის ჰორიზონტს და უამრავი მასალა გაქვს სასაუბროდ.

10.მოწყენილობისგან განთავისუფლებს – ხშირად მოწყენილი ხარ და არ იცი რა აკეთო? აიღე რაიმე წიგნი რომელიც შენ გაინტერესებს და კითხვა დაიწყე, მოწყენილობის მაგივრად წიგნის იმ თემატიკით დაინტერესდები რა თემატიკიზეც შეარჩიე წიგნი.

ასე რომ თუ გინდა მოწყენილი, უაზრო, ზარმაცული, არაკრეატიული და უინტერესო ცხოვრებისგან თავის დაღწევა რაიმე წიგნი აიღე და წაიკითხე.

კიდე დავამატებ რამდენიმე სასაცილო, ჩვეულებრივ იდეებს თუ რატომ უნდა წაიკითხო წიგნები – ინტერნეტი, რომ გაგეთიშოს რამეს სხვა საქმე ხომ უნდა გქონდეს? წიგნის კითხვა სახალისოა, თვითმფირნავში მგვაზვრობისას ვერავინ ვერ გეტყვის შენი წიგნი გამორთეო :D , როდესაც კითხვა გიყვარს არასოდეს ხარ მარტო, წიგნში რეკლამები არ არის : D და წიგნი უფრო ნაკლებად ასუქებს ვიდრე შოკოლადი

და ბოლოს დავამატებდი, რომ წიგნები უნდა ვიკითხოთ, რომ გავხდეთ უფრო კარგები, კეთილები და ჭკვიანები. სიბნელემ გამოიწვია იმ პატარა გოგოს ისტორია რაზეც გული დამეწვა, გონების სიბნელემ. ამიტომ იკითხეთ წიგნები, გაინთავისუფლეთ აზროვნება და გახდით უფრო ბედნიერები. დასასრულს მინდა ლევან ბერძენიშვილის ეს ღია ლექცია დავამატო თემაზე თუ რატომ უნდა იკითხოთ წიგნები.

Advertisements

აზრები საზოგადოებაზე

 

ვიცი რომ ბლოგი დღიური არ არის. ადრე მქონდა ბლოგი ბლოგერზე და მისმაართი სულ 2-3 ადამიანმა იცოდა ჩემი გამოკლებით და ისე რომ არც იხედებოდნენ. რაღაცა მიკარგული სამყარო მქონდა და არვიცი რატომ მაგრამ მომწონდა.

მერე ასე ვთქვათ გავაბაზრე ჩემი ბლოგი, ოღონდ მას შემდეგ რაც აქ გადმოვიტანე.

და ხანდახან ხომ არის რომ არც ფეისბუქზე გეწერება, არც ფორუმზე და არც არსად და ახლა ბლოგი გახდა ასე ვთქვათ ჩემი თავშესაფარი, თან თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ფორუმიდან წამოვედი.

 

ხო ვინც არ იცის საუბარია თბილისის ფორუმზე. აქვს ფორუმს თავისი მუღამი, მაგრამ ერთ დღესაც ძალიან გბეზრდება და გღლის იქაურობა და მარად ბრძოლა სამართლიანობისთვის. როგორც ფორუმის ადმინისტრატორი იტყოდა წესებში  “ფორუმზე არ ყოფილა, არც არის და არც არასოდეს იქნება არანაირი დემოკრატია”. და ჩემი აზრით ერთი დიდი ჭაობია ფორუმი, თუმცა ის ქართული საზოგადოების ნათელი მაგალითია. ქუჩაში ჩვენი სოციალური ფენა, აზროვნება და განსხვავებულობა გვყოფს ყველა მხრივ, ჩაცმულობიდან დაწყებული, საზოადოებვრივი ტრანსპორტით დამთავრებული. აქ არ მაქვს მხოლოდ იმაზე საუბარი თუ რა ღირებულების ტანისამოსი გაცვია, უბრალო აი გიჟის ჩაცმულობა წარმოიდგინეთ, ასევე წარმოიდგინეთ ადიდის სპორტულები და წვეტიანი ტუფლები და აი მათში გამოწყობილი ადამიანი და ასევე სრულიად ნორმალურად ჩაცმული ადამიანი. მოკლედ ეს უბრალოდ მაგალითია, რომ ვიყოფით ყველანი. აი ინტერნეტ ფორუმებზე კი ეს არ ჩანს. შენ ესაუბრები ჭ ადამიანს, ჭ ნიკით, ჭ თემაზე. აქ შეიძლება იყვნენ, როგორც ნორმალური ადამიანები და არიან კიდეც ასევე ცხოვრებაზე დაბოღმილი, გამწარებული ადამიანები ან ისეთები, რომელთა ცხოვრებაც უაზროა და არაფერი აზრი არ აქვს მათ არსებობას ხშირად. ხო ძალიან მკაცრი ნათქვამია, მაგრამ ნუ სამწუხაროდ ესეა. და როგორც რეალობაშია შური და ბოღმა ისევეა ფორუმზეც. ოღონდ აქ ის განსხვავებაა, რომ ნიკს ამოფარებული შეუძლიათ ადამიანებს თავი გაასაღონ იმათ ვისაც რეალურად არ წარმოადგენენ და გეგონოთ ეს ადამიანები, კაი ტიპები და ა.შ. და ნორმალური ვინც შეიძლება იყოს კიდე ცუდ ადამიანად წარმოგიჩინოთ. ხოდა აი იმდენად დავიღალე ამ ინტრიგებისგან, შურისგან, ##ე ჭორებისგან, რომ გადავწყვიტე ეს ადგილი საერთოდ დამეტოვებინა. ადრეც მქონდა ეს სურვილი, მაგრამ “ლომკა” მქონდა ფორუმის და ისევ მივბრუნდი და ახლა არც ვათვალიერებ ხშირად. და იმდენად გული მერევა იქ უამრავ ადამიანზე, რომ შეხედვის სურვილი არ მაქვს უბრალოდ. ორი ეკრანის პირისპირ ზის ორი სხვადასხვა ადამიანი, ერთი წარმატებული/ნორმალური, მეორე კი ლუზერი/ცხოვრებაზე გამწარებული და მიდის ვირტუალური “ომი”. საწმუხაროა, რომ ინტერნეტმა წაშალა ეს საზღვრები. ასევე ცუდია, რომ ერთ სახელმწიფოში ადამიანების უმრავლესობა პატივს არ ცემს სხვის აზრებს და შეხედულებებს. ამით ვგულისხმობ ქართულ ტრადიუციულ საზოგადოებას, რომელიც არ იღებს და უარყოფს მისგან განსხვავებულად მოაზროვნეებს. კი ყველა საქვს უფლება იყოს, ისეთი როგორიც უნდა და მათ შორის არის ტრადიციულობაც, მაგრამ აი სხვისი უპატივცემულობა, მისი შეურაცხყოფა და თავზე გადავლა ეს უკვე აღარაა ნორმალურობა. ფორუმი იმ საზოგადოებისგან შედგება, რომელშიც არის საქართველოში და ძალიან ვწუხვარ რომ ქართული საზოგადოება ისეთია, რომ აღარ მინდა მისი ნაწილი ვიყო და უბრალოდ გულს მირევს მათი უსამართლო შეურაცხყოფა, უსამართლოდ განკითხვა და გაკიცხვა ჩემი, ჩემს ცხოვრებაში უნებართვოდ ცხვირის ჩაყოფა და ფორუმზე რაც გამოვლინდა ვირტუალურიდან რეალურში ჩემი ცხოვრების გაფუჭების ან ჩემთვის რაიმეს დაშავების მცდელობა. აი წარმოგიდგენიათ ადამიანში რამდენი ბოღმა და ბოროტება უნდა იყოს, რომ ინტერნეტში აღმოჩენილი/ნაპოვნი ადამიანისთვის რამეს დაშავება მოგინდეს?! და შენ თვითონ დაუწყო მტრობა ადამიანს, რომელიც არაფერს გიშავებდა, პირიქი დამეგობრებსაც კი  ცდილობდა და იკადრო უკადრისი და უღირსი საქციელი.

როცა საქართველოში ვცხოვრობდი ვერ ვგრძნობდი ამდენ ზიზღს. უბრალოდ ცხოვრობ საზოგადოებაში, რომელისთვისაც ხარ მიუღებელი და შენთვისაც მიუღებელია მათი აზროვნება და მათი საქციელი, რომელიც ნორმალურობის ფარგლებს ცდება და უცებ ხვდები ადამიანებში, რომლებიც შენსავით აზროვნებენ და გიჩნდება ზიზღი ამ სხვა საზოგადოების აზროვნების მიმართ. მე არ ვამბობ, იმას რომ აი მეზიზღებით ქართველები, არ არის ესე, მე თვითონაც ქართველი ვარ, უბრალოდ მაქვს ეს ზიზღი სიტუაციისადმი, რომელიც გამეფებულია და აზროვნებისადმი. როცა ვადარებ როგორ იქცევა ხალხი აქ, როგორია დამოკიდებულება და როგორი იყო მანდ აი, რაღაც უკმარისობის შეგრძნება მაქვს, იმისი კიდე რომ დრო დაიკარგა და რამდენი ტკივილი და დარდი მქონდა იმის გამო რომ ვიყავი ჩემთვის არაშესაფერის საზოგადოებაში.

 

გუშინ ავტობუსში ადამიანების ჯგუფთან ერთად მომიწა ჯდომა. სავარაუდოდ მეგობრები იყვნენ, გვერდით მჯდომი ბიჭი მიყურებდა და მიღიმოდა, წინ კიდე გოგონა იჯდა, რომელიც ესაუბრებოდა ამათ და ეს ბიჭიც და ერთმანეთში საუბრობდნენ მოკლედ და ამ გოგონასი შემშურდა თეთრი შურით, ვინატრე რატომ არ ვარ აქ დაბადებული მეთქი. ასევე ლამის შემიყვარდა(არა ქალ-ვაჟური სიყვარულით) ერთი ბიჭი, რომელიც გავიცანი, არის თეთრკანიანი და ყავს შავკანიანი მეუღლე და მასზე ბედნიერი და შეყვარებული არავინ არის მგონი. ვინატრე, რომ საქართველოშიც ესე იყოს.

 

ვნატრობ რომ სხვა საზოგადოება იყოს საქართველოში, ვნატრობ, რომ გული აღარ მერეოდეს ფორუმზე შესვლისას  და არ მქონდეს ამ რასისტი და სექსტი ადამიანების მიმართ წარმოუდგენლად დიდი ზიზღი. ვნატრობ, რომ საქართველოში დადგეს ის დღე, როცა გეის/ლესბოსელს/ბის მისი უფლებები ექნება და გეიზე უარეს დღეში მყოფ გოგონებსაც. გეიზე უარეს დღეში მე ვთვლი, რომ არიან არაქალიშვილები. ბევრი ორგინაციაზიაა, რომლებიც აფინანსებენ პროექტებს მათი უფლებების დაცვისთვის და არავის მგონი არ უფიქრია საქართველოში, რომ გოგონა, რომელსაც აქვს ქორწინებამდე სექსი უმცირესობას წარმოადგენს საქართველოში და გეის თუ იღებს საზოგადოება “ვაიმეე რა შაყუარელი ხარ” უწი პუწი ფრაზებიტ არაქალიშვილის რიყავს და საზიზღარ დღეში აგდებს და გააჩნია გოგონასაც რა თქმა უნდა და როგორ დადგება თავის პოზიციაზე(ნუ ეგრე გეისაც გააჩნია).

მტკივა თქვენი ჩამპალი აზროვნება, მტკივა ყოველი ადამიანის გათელილი უფლებები, მტკივა თქვენი ტკივილი. და ვიოცნებებ სანამ არ დავიღლები, რომ შეიცავლოთ.

 

———-

საღამოა და მოწყენილი ვარ. მაკ დონალსის ფასდაკლების კუპონებს ვუყურებ. ლატე მაკიატო მიმზიდველად მიყურებს. ალბათ ვიყიდი ხვალ დილით. მოწყენილი ვზივარ და ვფიქრობ მომავალზე, მალე ჩემს გამოცდებზე და ის თუ საით წამიყვანს ცხოვრება. არვიცი რატომ, მაგრამ ფეხებს მანდედ არ მოვყვარ, არ მინდა. არ მინდა მაგ საზოგადოებაში ცხოვრება და მინდა იფიქროთ რამდენია ჩემნაირი. და რანი იქნებით მალე, მინდა თქვენც იფიქროთ მომავალზე.

 

რა ვქნა? – ანუ ქალიშვილი გოგონას ფიქრები

in 20 years

როგორც ვატყობ დაინტერესებას იწვევს ეს საკითხი და მინდა ამის შესახებ დავწერო.

ყველა მუსლიმანურ ქვეყანაში და ასევე ტრადიციულ რელიგიურ ქვეყნებში სექსის პრობლემა ყველაზე მწვავედ გოგონებს უდგათ და ამაში მგონი ვერავინ შემედავება. ქორწინებამდელ სექსს რელიგია რა თქმა უნდა არც მამაკაცის და არც ქალის შემთხვევაში არ ცნობს, მაგრამ საზოგადოებაში დასაშვებ ნორმად ითვლება თუ ბიჭს აქვს სექსი და გოგონას არა.
სექსი თემაზე ზოგადად ვისაუბრე, ამ ტოპიკში კი მინდა გოგონებსთვის დავწერო სპეციალურად და წარმოვუდგინო მათ რა არჩევანი აქვთ და რა შეიძლება მოყვეს მათ არჩევანს ზოგადად ცხოვრებაში. რადგან ქართულ ენაზე ვწერ მე ვერ მივამართავ იმ მუსლიმან გოგონებს, რომლებსაც არამხოლოდ ეს პრობლემა აწუხებთ, არამედ ზოგადი თავისუფლების პრობლემა, მე მივმართავ ქართველ გოგონებს და ცოტა ამ საკითხსაც გავცდები. ქართული საზოგადოების მრავალფეროვნების გამო ეს შეიძლება ეხებოდეს 16 წლის ასაკისასაც, 26 თუ 30.

(more…)

კოცნის აკრძალვის შესახებ ანუ სიყვარულს ვერ აკრძალავ

პირველი რაც საოცარი იყო, წამოვიდა რაღაცა დიდი საპროტესტო ტალღა, ნუ კოცნა აუკრძალიათ, მალე სექსსაც აგვიკრძალავენ და ასე დაუსრულებლად. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა თითქოს ირანად გვიპირებდნენ გადაქცევას და ახალგაზრდობამ ხმა ამოიღო, არ დაჩმორდა და თქვენ ვერ დააჩმორებთ მათ და მართლა როცა ხმა იყო ამოსაღები საქართველოში მაშინ დუმდა ხალხი, ახლა კი დაირაზმნენ გასაპროტესტებლად, ეს რა გაუკეთებიათ თურმე.
შეგიჩმნევიათ, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თუ ვინმე ჩხუბობს ან რაიმე მოუვიდა შემოიკრიბება ხოლმე მის ირგვლივ ხალხი, აი ისე უბრალოდ ან ყველა გახედავს და ყურს დაუგდებს რაზე ჩხუბობენ ან რა ხდება. განა ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ ვინმეს ან მათი გაშველება უნდა ან მათი დახმარება ანაც მისვლა და წესირიგისკენ მოწოდება(?!), არა ! ! ! უბრალოდ ქართველი ერი, როგორც მგონი არცერთი სხვა არის სანახაობის მოყვარული ხალხი, სანახაობის დონეზე აინტერესებთ შენ თუ ესკალატორიდან გადმოვარდი და ცხვირ პირი დაალეწე იატაკს ან რკინის საფეხურებს(ღმერთმა ყველა დაგიფაროთ), ექიმთა ჯგუფი რომ გეხვიოს დასახმარებლად, ხალხი მაინც შემოეხვევა ირგვლივ სიტუაციას, შენი დახმარება არც შეუძლიათ და არც გჭირდება, მაგრამ შენი დალეწილი ცხვირ-პირი უნდა ნახონ ან კიდე როგორ ჩხუბობ შენს მეგობართან მაგალითად სიტყვიერად. ასევე შეიძლება 10 კაცს ქონდეს საპროტესტო აქცია გამართული და მივიდეს პოლიცია და ეჩხუბოს და მერე ეს გადმოცეს ტელევიზიამ, აი ამის მერე ბევრად მეტი ადამიანი შეიკრიბება იქ, მხოლოდ იმიტომ რომ ეს ხალხი ეძებს დრამას ცხოვრებაში. აიიი ნახეთ ჩვენ გვებრძვიან და გვერჩიან ანაც კიდე იქნე გალახონ და მერე გმირობას გამოკრას ხელი და პროფილის გადაცემაშიც მოხვდეს ან იქნებ ნანუკამ მიიწვიოს, თორემ სულ არ აინტერესებდეს შეიძლება ის 10 ადამიანი რას აპროტესტებს. ძალიან ბევრი ალბათ ნანობს, რომ არ დაიბადა გარკვეულ თარიღებამდე ადრე, რომ სადღაც შანსი არ გამოპარვოდა გამხდარიყო თავისი დროის გმირი და მისთვის მიეძღვნათ წიგნები, სტატიები, სპექტაკლები და ა.შ. ანაც შვილიშვილისთვის ქონდეს რაიმე მოსაყოლი მაინც.
(more…)

უბრალოდ სექსი

გავადწყვიტე ამ საკითხზე დამეწერა. სკოლის პერიოდიდან მოყოლებული დღემდე საქართველოში პრობლემების მეტი არაფერი მოუტანია ჩემთვის ამ ტაბუდადებულ თემაზე საუბარს, რაიმეს მტკიცებას ან უბრალოდ იმის თქმას, რომ ჩემთვის ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. ყოველთვის მიკვირდა, რატომ ხდება საქართველოში ესე. პირველი და განსაკუთრებულად დიდი პროტესტი გამიჩნდა სკოლაში. თბილისის ერთ-ერთ პრესტიჟულ სასწავლებელში ვსწავლობდი და ქართულის მასწავლებელს, რომელიც დიდი ხანი არ იყო ჩემი მასწავლებელი, გამოვუთქვამდი პროტესტს კლასში განსხვავებული აზრის დევნის გამო და ყველა ლექსის თუ მოთხრობის თუ ნებისმიერი რამის რელიგიური ახსნის გამოც. ამის თქმისთვის იეღოველობა დამწამა და გამომიცხადა, რომ არ სურდა არც იეღოველი და არც მუსლიმანი მოსწავლე კლასში და მოითხოვა დამეტოვებინა სკოლა თუ არა მისი კლასი მაინც, რეალურად კი მართმადიდებელი ქრისტიანი ვარ დღემდე. დიდი ხანი დავალებებას არ ვუსრულებდი პროტესტის ნიშნად და მოვითხოვე კიდეც სხვა ქართულის მასწავლებელთან გადასვლა, რაზეც მეთქვა სასტიკი უარი და იძულებული ვიყავი დავსწრებოდი მის გაკევეთილებს. ერთხელაც მოგვეცა დასაწერად თავისუფალი თემა “სიყვარული” და მე პროტესტის ნიშნად არც ამის დაწერას ვაპირებდი, მაგრამ რამდენიმე გაკვეთილი მიეძღვნა ჩემი კლასელების თემების ხმამაღლა წაკითხვას და აი მაშინ კი გავბრზადი და ავდექი და საკმაოდ ვრცელი თემა დავწერე მეც. ყველას ეწერა თითქმის რუსთაველის ცნობილი სტროფის ციტატა უგულო ხვვენა კოცნაზე და მტლაშა-მტლუშზე და კიდე ის, რომ როგორც თანამედოვე ადამიანებს ესმით სიყვარული, ისე არ ყოფილა და სექსი გარყვნილებაა. რუსთაველსაც კი რაც შეეხება, იმასაც წერდა, რომ აუცილებელია ფიზიკური სილამაზეც სიყვარულისას და მაშინ ისიც უნდა ვივარაუდოთ, რომ მახინჯებს სიყვარული არ შეუძლიათ?! არა უბრალოდ ის წერდა იდეალურ სიყვარულზე და მისი ნაწერი კიდე სხვათაშორის საუკუნეებს ითვლის. და ყველას გაგიმარჯოთ ეგეთი იდეალური სიყვარულის პოვნის გზაზე, რომ პირველადვე შეგხვედროდეთ თქვენვის იდეალური, რომელსაც ყველა მხრივ ეწყობით, მაგრამ იცით რაა, ყველას ასე არ უმართლებს და რეალური ცხოვრება მაინც კიდე უფრო სხვაა ნებისმიერი მწერლის ნაწარმოების თუ საერთოდ კინოფილმის გარეთ.

მთელი სკოლის თითით საჩვენებლი გავხდი იმის მერე, რაც დავწერე, რომ სექსი ურთიერთობის დროს აუცილებელია და აზრი არ აქვს თავშეკავებას და ისიც დავწერე, რომ ახალგაზრდობა გადაყოლილია თვითდაკმაყოფილებას. ოღონდ ეს მოკლე აზრია იმ უზარმაზარი თემისა რაც დავწერე და ყველგან პრობლემები შემქნია სექსის გამო. რამდენმე მეგობარიც კი ჩამომშორდა იმის გამო მაგალითად, რომ მისი ახლადგამომცხვარი ოოოეეე ყანააა შეყვარებული ჩემთან ურთიერთობას უკრძალავს და სულ მუდამ მეზობლების, კლასელების, ნაცნობების და ა.შ. ხალხის საჭორაო ობიექიტი ვარ.

თემის დაწერიდან ერთ თვეში სკოლაში სკანდალი მოხდა, ახალგაზრდა ლამაზ გოგონას “გაუბაზრეს” ინტერნეტში ერთ-ერთ მესინჯერში, ვიდეო თვალის ჩართვის დროს დასკრინებული ფოტოები, რომელზეც ჩანს როგორ მასტურბირებს კამერის წინ და როგორაა დაკავებული ე.წ. ვირტუალური სექსით. ქართველმა მაჩო სურათები გადაუღო ეკრანს და გაუბაზრა მაშინ, როცა გოგონას აღარ უნდოდა მასთან ვირტუალური სექსი როგორც შემდგომ გავიგე ჯერ ემუქრებოდა თუ იგივეს არ გააკეთებდა გაუვრცელებდა და გოგონამ არ მიიღო სერიოზულად ეს მუქარა და ნუ შედეგიც ვნახეთ.

(more…)

17maisitbilisi.wordpress.com/

17 მაისი | May 17

Interior Design - My bigget passion

Just another WordPress.com site

დაიჭირე წამი

"ცხოვრება ხანმოკლეა. დაარღვიეთ წესები, აპატიეთ სწრაფად, აკოცეთ ნელა, გიყვარდეთ გულწრფელად, იცინეთ მთელი გულით და არასდროს ინანოთ არაფერი, რამაც გაგაღიმათ",- მარკ ტვენი

გაძლიერდი და შეცვალე

მშობლები, რომლებსაც გვერიდება და გვრცხვენია ჩვენი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილის უფლებების დაცვა და მათთვის ბრძოლა, თავად ვარღვევთ ჩვენი შვილის უფლებებს ჩვენი პასიურობით

Double Illusion

Welcome To Merabino's Mind

Thought Catalog

Thought Catalog is a digital youth culture magazine dedicated to your stories and ideas.

ყველაფერი ღორობაზე

ქართული და არაქართული ღორობის არქივი

fashionmothers say:

ფეშენმაზერების დღიური - ღაღადი მოდაზე!

დეპრესია

- ` Bullshit.. because the world is full of it ))))

gvelesianidudda

A great WordPress.com site

სულელური თეორიის 9 წუთი

P.S გახსოვდეს ვინ ხარ.

Metro

Metro.co.uk: News, Sport, Showbiz, Celebrities from Metro

JamesMSama.com

Bringing dignity and integrity back to dating & relationships.

Online magazine - What I See

All what I see and find important

ვეინუ

''ქალდაკება შუა მუზეუმში''

ფეხბურთისფანები

საუკეთესო საფეხბურთო ბლოგი

SGH creative

The ugly truth by SGH

ანნას ბლოგი

ჩემეული

+18

შიშველი ბლოგი

Mariefille's Blog

ყველასთვის საინტერესო ბლოგი ცოტ-ცოტა ყველაფერზე :)

info mania news

შემოდი საქართველოში ყველაზე წარმატებულ და მხიარულ ბლოგზე. გახდი ჩვენი მკითხველი და გაუზიარეთ ის თქვენს მეგობრებს!

სოციოლოგის დღიურები

სოფლის სოციოლოგთა კლუბი

Gogonebi's Blog

Just another WordPress.com site

Dark Moonlight

empty room

ანონიმური

ყველაფერი-არაფერი (კერძოდ ანტონიმებზე)

geword.wordpress.com/

სოციალური ბლოგი

dulsinia

This WordPress.com site is the cat’s pajamas

Anwords

ჩემი ეზო

მათიუშის ბლოგი

Ⓐ Fuck copyrights, information for everyone

bashiachuki

This WordPress.com site is the bee's knees

Gijmaj-Press

ბლოგზე განთავსებული მასალები ავტორის საკუთრებაა და ნებისმიერი პოსტის დაკოპირება აკრძალულია ნებართვის გარეშე!

%d bloggers like this: