ჩემი დაბადებისდღე

მალე ჩემი დაბადების დღე მოდის. ვიცი ბლოგზე არასაინტერესოა პირადული ჩანაწერები, რომ გავაკეთო. მაგრამ სხვაგან არსად მეწერება სამწუხაროდ.
ძალიან არ მიყვარს ჩემი დაბადებისდღე, არვიცი კიდე არსებობენ ადამიანები, რომლებთაც არ უყვართ მათი დაბადებისდღე? ამა სრამდენიმე მიზეზი აქვს, ჩემი არჩევანი რომ ყოფილიყო საერთოდ არ დავიბადებოდი. ალბათ იმიტომ რომ ბევრი ნაგვის ნახვა მოვასწარი 22 წლის მანზილზე. (22 წლის ვხდები.)
ჩემი ერთადერთი ბედნიერი დაბადებისდღე იყო, როცა ჩემმა დამ შოკოლადის ტორტი მიყიდია. საერთოდ ჩემი და ერთადერთი ადამიანია, ვინც ლამაზი გახადა ჩემი რამდენიმე ახალი წელი. პატარა როცა ვიყავი, თვითონაც პატარა იყო, მართალია ჩემზე 5 წლით დიდი, მაგრამ მაინც და თოვლის ბაბუის სახელით მიკეთებდა საჩუქრებს. 16 წლის, რომ გავხდი ლონდონში ჩემს დასთან ვიყავი და როგორც უკვე ვთქვი შოკოლადის ტორტი მიყიდა, ისეთი როგორიც მე მიყვარს შოკოლადის ბისკვიტით, შოკოლადის კრემით და ბევრი შოკოლადებით. ასევე მაჩუქა დონა კარანის სუნამო ვაშლის არომატით, რომელიც ძალიან მომწონდა მაშინ და ახლაც, ყავისფერი ვილვეტის პიჯაკი,  რომელიც რამდენიმე წელი ვატარე სანამ არ გავცვითე და ისეთ დღეში არ იყო, როცა სირცხვილი იყო იმით გასვლა და რაღაცა ფერადი შესახურებლები მიყიდა და ძალიან ვიხალისეთ იმითი. მეტი არასოდეს არ მქონია ბედნიერი დაბადებისდღე.
გადა ამისა იმიტომ არ მიხარია, რომ ადამიანებს ვინც გიყვარს ყოველთვის ავიწყდებათ მოგილოცონ შენთვის ძვირფასი დღე. მეც მავიწყდება, მე ალბათ ყველაზე ხშირად, მაგრამ მაინც გულს გტკენს ვიღაცა ძალიან რომ გიყვარს და არ გილოცავს. და ყოველ წელს დაბადებისდის დროს ისეც ცუდი პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში, ბუნდოვანი მომავლით. ამიტომაც კიდე უფრო არ მიხაროდა.
ერთადერთი ადამიანი ვისაც არ ავიწყდება და ყველაზე პირველი მილოცავს დაბადებისდღეს ჩემი პირველი სიყვარული პავლეა. ამ ადამაინს ჯერ არასოდეს დავიწყებია ჩემი დაბადებისდღე და არც მე არ მავიწყდება, რომ 3 დეკემებერს დაიბადა.
იმედი მაქვს წელს ოდნავ სულ ოდნავ მაინც არ შემზიზღდება ეს დღე. სტრესებსი ვარ, იმიტომ რომ 365 დღეში ჩემი ყველაზე საძულველი დღე მოდის და ოფიციალურადაც ერთი წლოთ ვბერდები.
სულ ეს იყო.

Advertisements

მოწყენილი ჩანაწერი

უბალოდ ვზივარ და ვფიქრობ…  ვფირქობ წერაზე, აი ხშირად წერ და ვერ იგებენ რას წერ და რა ტრაილებს შენს სულში და რისი გადმოცემა გინდა და ვეძებ, გადმოცემის გზებს ვეძებ. მინდა უფრო ბევრს გავუზიარო ჩემი სულის ორომტრიალი და ამიტომაც ვეძებ გზებს. და ჩემს გზასაც ვეძებ, არვიცი მე ჩემს თავს საით მივაქანებ ან თვითონ ცხოვრება საით მიმაქანებს მე. ხანდახან ვფიქრობ, რომ ცუდად დავასრულებ. ვგრძნობ რომ ძალიან ახლოს ვდგავარ როგორც წარმატებასთან და ასევე სიკვდილთან. ან ერთს ჩავეხუტები ან მეორეს. სიკვდილთან ჩახუტება კი ყველაზე რეალურია…

და ხანდანაც წერის უაზრო სურვილი მომეძალება, მინდა ვწერო და ვწერო გაუჩერებლად, ხანდახანაც ის ბეღურა მომაწყდება შეყვარებული, რომ არის და მეუბნება როდის უნდა დავასრულო, მეუბნება, რომ კარგი ბეღურაა და მეჩხუბება მისი ცხოვრების დაწერას, რომ დავპირდი რატომ არ ვუსრულებ… ის ხომ ძალიან საყვარელი ბეღურაა. მოდიან და მეუბნებიან რომ მათზე დავწერო, რამდენნი არიან, თავსაც ვეღარ ვუყრი, რომ ერთად დავალაგო და ლაპარაკობენ და ლაპარაკობენ და დარდობენ, ხანდახან უხარიათ კიდეც ხან რა ხან რაა. ხმებივით ჩამესმის მათი დარდები, ფიქრები, ხეების შრიალი და ვგრძნობ იმ ზღვის სუნს სადაც ჩემი პერსონაჟი ჩამომჯდარა.

მე რა მინდა?! მინდა შევძლო და ვისწავლო ის რაც განსაზღვრული მაქვს და შევძლო თუნდაც ვიყიდო მანქანა და შევიქმნა პირობები, ისე რომ არ გავრეკო და დრო მქონდეს ძალიან ბევრი ვწერო ჩემს პერსონაჟებზე და მინდა ოდესმე ხალხმა ჩემი პერსონაჟები შეიყვარონ, იმიტომ რომ მე მიყვარს ისინი. აი მალე გადმოვლენ წერილებში და იმედი აქვთ რომ ისევე შეიყვარებენ სხვები, როგორც მიყვარს მე.

ჩემი ბეღურა ში კი ზის და მელოდება. აუცილებლად დაგწერ ში. არ დაგივიწყებ.
და აუცილებლად აუცილებლად ვაიძულებ ჩემს თავს ვიმუშავო უფრო მეტი, რომ მივაღწიო უფრო მეტს, თორემ ძალიან გამიჭირდება ძირს დავარდნა და ფრთების მოტეხვა, მე ხომ ასე მიყვარს ფრენა და ვიცი… ვიცი ვერ გავუძლებ და სიცოცხლისგან დავიცლები.

17maisitbilisi.wordpress.com/

17 მაისი | May 17

Interior Design - My bigget passion

Just another WordPress.com site

დაიჭირე წამი

"ცხოვრება ხანმოკლეა. დაარღვიეთ წესები, აპატიეთ სწრაფად, აკოცეთ ნელა, გიყვარდეთ გულწრფელად, იცინეთ მთელი გულით და არასდროს ინანოთ არაფერი, რამაც გაგაღიმათ",- მარკ ტვენი

გაძლიერდი და შეცვალე

მშობლები, რომლებსაც გვერიდება და გვრცხვენია ჩვენი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილის უფლებების დაცვა და მათთვის ბრძოლა, თავად ვარღვევთ ჩვენი შვილის უფლებებს ჩვენი პასიურობით

Double Illusion

Welcome To Merabino's Mind

Thought Catalog

Thought Catalog is a digital youth culture magazine dedicated to your stories and ideas.

ყველაფერი ღორობაზე

ქართული და არაქართული ღორობის არქივი

fashionmothers say:

ფეშენმაზერების დღიური - ღაღადი მოდაზე!

დეპრესია

- ` Bullshit.. because the world is full of it ))))

gvelesianidudda

A great WordPress.com site

სულელური თეორიის 9 წუთი

P.S გახსოვდეს ვინ ხარ.

Metro

Metro.co.uk: News, Sport, Showbiz, Celebrities from Metro

JamesMSama.com

Bringing dignity and integrity back to dating & relationships.

Online magazine - What I See

All what I see and find important

ვეინუ

''ქალდაკება შუა მუზეუმში''

ფეხბურთისფანები

საუკეთესო საფეხბურთო ბლოგი

SGH creative

The ugly truth by SGH

ანნას ბლოგი

ჩემეული

+18

შიშველი ბლოგი

Mariefille's Blog

ყველასთვის საინტერესო ბლოგი ცოტ-ცოტა ყველაფერზე :)

info mania news

შემოდი საქართველოში ყველაზე წარმატებულ და მხიარულ ბლოგზე. გახდი ჩვენი მკითხველი და გაუზიარეთ ის თქვენს მეგობრებს!

სოციოლოგის დღიურები

სოფლის სოციოლოგთა კლუბი

Gogonebi's Blog

Just another WordPress.com site

Dark Moonlight

empty room

ანონიმური

ყველაფერი-არაფერი (კერძოდ ანტონიმებზე)

geword.wordpress.com/

სოციალური ბლოგი

dulsinia

This WordPress.com site is the cat’s pajamas

Anwords

ჩემი ეზო

მათიუშის ბლოგი

Ⓐ Fuck copyrights, information for everyone

bashiachuki

This WordPress.com site is the bee's knees

Gijmaj-Press

ბლოგზე განთავსებული მასალები ავტორის საკუთრებაა და ნებისმიერი პოსტის დაკოპირება აკრძალულია ნებართვის გარეშე!

%d bloggers like this: